ღვინია / Gvinia wines

  • Home
  • ღვინია / Gvinia wines

ღვინია / Gvinia wines მესხური მარანი ღვინია
Gvinia wines in Meskheti

როგორი ძვირფასი მეგობარი უნდა იყო ადამიანისთვის, რომ პარიზიდან ეს რარიტეტი გამოგიგზავნოს საჩუქრად ☺️ ჩემის მხრივ, როცა ა...
09/06/2026

როგორი ძვირფასი მეგობარი უნდა იყო ადამიანისთვის, რომ პარიზიდან ეს რარიტეტი გამოგიგზავნოს საჩუქრად ☺️ ჩემის მხრივ, როცა ამ ბოთლს გავხსნი, რა ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში უნდა ვიყო, რომ ამ მომენტის ფასი სრულად შევიგრძნო... ❤️

მივიღეთ ჩვენი მედალიონები 🥇
07/06/2026

მივიღეთ ჩვენი მედალიონები 🥇

თამარის ხიდი გადავიღეთ, ზაფხულში დაივანებს ბოთლებში 🍷 #თამარისხიდი
31/05/2026

თამარის ხიდი გადავიღეთ, ზაფხულში დაივანებს ბოთლებში 🍷

#თამარისხიდი

მესხური მწვანის მტევნებიც გამოჩნდნენ ❤️
24/05/2026

მესხური მწვანის მტევნებიც გამოჩნდნენ ❤️

ღვინიასთან ახალი ღვინო დაიბადა!ეს ღვინო მოგითხრობთ სრულიად ახალი ბლენდის შესახებ, თუ როგორ გავაერთიანეთ ქართლისა და სამც...
10/05/2026

ღვინიასთან ახალი ღვინო დაიბადა!

ეს ღვინო მოგითხრობთ სრულიად ახალი ბლენდის შესახებ, თუ როგორ გავაერთიანეთ ქართლისა და სამცხის გამორჩეული ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე და მესხური მწვანე. გაერთიანება და კავშირი სხვა არაფერია, თუ არა ხიდი, ლამაზი ხიდი. ეს ღვინო მოგიყვებათ, თუ როგორ გაასამბლიაჟდა შიდა ქართლისა და ისტორიული ზემო ქართლის არქაული, უგემრიელესი ჯიშები თამარის ხიდის სახელით. ამიტომაცაა რომ უკანა სილუეტზე დიდებული ატენის სიონი გაჰყურებს ხერთვისის უბერებელ სიმაგრეს.

თქვენს წინაშეა თამარის ხიდი 🍷

იდეის ავტორი თავად გახლავართ.
გრაფიკულ დიზაინზე იმუშავა დათა გაბრიჭიძემ. მადლობა, დათა! ❤️

#აღმოაჩინეღვინია

გუშინდელი ახალი ღვინის ფესტივალი იყო ნამდვილი დღესასწაული! მივიღეთ ზღვა კომპლიმენტი გემოებზე, ფერებზე, სურნელზე, შინაარს...
10/05/2026

გუშინდელი ახალი ღვინის ფესტივალი იყო ნამდვილი დღესასწაული! მივიღეთ ზღვა კომპლიმენტი გემოებზე, ფერებზე, სურნელზე, შინაარსზე, დიზიანსა და ელეგანტურობაზე. გულწრფელად გეუბნებით, ფაქტიურად ყოველი მეორე ვიზიტორი გვეუბნებოდა, რომ მოვიდა მეგობრის რეკომენდაციით, რომ ღვინია ფესტივალის ნამდვილი აღმოჩენაა. ტრადიციული ცქრიალა, კლასიკური თეთრები, ქვევრის ქარვისფერები, წითლები, ქვევრისა და მუხის ტანდემი, ძველი თუ ახალი ღვინოები, მესხური მწვანე, ამას დამატებული საუკეთესო სპირტიანი სასმელები იწვევდა აღფრთოვანებასა და გაოცებას 🍷

მადლობა ყველას, ვინც ეს ფესტივალი შექმნა! მადლობა მალხაზ ხარბედიას ❤️

ია მეტრეველი
Salome Khotivari

მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 🍷🍷
09/05/2026

მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალი 🍷🍷

ღვინია ღვინია / Gvinia wines  და ბლუზ ChalaBriani გელოდებათ  #31 კარავში შაბათს, მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის...
05/05/2026

ღვინია ღვინია / Gvinia wines და ბლუზ ChalaBriani გელოდებათ #31 კარავში შაბათს, მალხაზ ხარბედიას სახელობის ახალი ღვინის ფესტივალზე 🍷

12/04/2026

სამცხედან გილოცავთ!
ქრისტე აღსდგა!

#ცქრიალაღვინია

ღვინიას რქაწითელი 2022 🇬🇪Mundus Vini Gold Trophy 🥇🍷თავისუფალი სტილი🍷ცოცხალი არომატი🍷მესხური ხასიათიისეთი ღვინოა, რომ პირ...
04/04/2026

ღვინიას რქაწითელი 2022 🇬🇪
Mundus Vini Gold Trophy 🥇

🍷თავისუფალი სტილი
🍷ცოცხალი არომატი
🍷მესხური ხასიათი

ისეთი ღვინოა, რომ პირველივე ყლუპზე შეგაყვარებთ თავს, გადაამოწმეთ 😍

Address


Alerts

Be the first to know and let us send you an email when ღვინია / Gvinia wines posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your business to be the top-listed Business?

Share