02/09/2026
🎤 „ბეტა ჰოლდინგი“ ეძებს ხმის რეჟისორს!
თუ გაქვს ღონისძიებებზე მუშაობის სურვილი, ამ სფეროს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და გსურს განვითარება, ეს ვაკანსია შენთვისაა.
🤝 განვიხილავთ როგორც გამოცდილ სპეციალისტებს, ასევე დამწყებ, მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ბაზისური ცოდნა აუდიო ტექნოლოგიების შესახებ, შეხება ჰქონიათ ხმასთან და სურთ ჩვენთან ერთად სწავლა.
🎯 ძირითადი მოვალეობები:
აუდიო სისტემის დაპროექტება, მონტაჟი და დემონტაჟი;
ხმის აპარატურის (მიქშერი, დინამიკები, მიკროფონები, კაბელები) გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ღონისძიების მიმდინარეობისას ხმის დონისა და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
ტექნიკური ხარვეზების სწრაფი დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან.
🎯 მოთხოვნები:
🇬🇧 ინგლისური ენის ცოდნა;
მუსიკალურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
მოტივაცია და სწრაფი ათვისების უნარი.
💼 პირობები:
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი / პროექტული;
ანაზღაურება: 1500 – 5000 ₾ (გამოცდილების შესაბამისად).
📍 მდებარეობა: ბათუმი, სოხუმის ქ. N 16
✉️ გამოგვიგზავნე CV: [email protected]
📞 დაგვიკავშირდი: +995 599 32 42 51