ხელსაქმის ART სამყარო

ხელსაქმის  ART  სამყარო გვერდი გახლავთ შემოქმედებითი ხასიათის.გთავაზობთ სხვადასხვა სახის საინტერესო ინფორმაციას.

31/03/2026

არაფერი იყო „ცუდი“. არაფერი არ იყო „კარგი". ყველაფერი ისე იყო, რომ ვერც „ცუდი" დააკლებდა რამეს და ვერც „კარგი" შემატებდა.
იგი

სჭირდება თუ არა ქსოვას მათემატიკური ნიჭი?      ქსოვა ერთ-ერთია იმ ხელსაქმეთა შორის, რომელსაც ასევე მრავალსაუკუნოვანი ისტ...
13/03/2026

სჭირდება თუ არა ქსოვას მათემატიკური ნიჭი?
ქსოვა ერთ-ერთია იმ ხელსაქმეთა შორის, რომელსაც ასევე მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი თავდაპირველად მამაკაცების (კერძოდ კი მეთევზეები ქსოვდნენ ბადეებს) საქმედ ითვლებოდა, შემდგომ კი ქსოვის სფერო გაფართოვდა და ეს საქმიანობა ქალებმა შეითავსეს.
დღეს ქსოვას მრავალი მიმდევარი ჰყავს, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოს ბევრ ადგილას. საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა როგორც საშუალებები, ასევე ტექნიკაც და საბოლოოდ პროდუქტიც. მეტად საინტერესოა თავად ქსოვის პროცესი. იგი ამშვიდებს ნერვებს და საუკეთესო საშუალებაა ადამიანის დასამშვიდებლად. ქსოვის პროცესში აუცილებელია მათემატიკური სიზუსტის დაცვა, თვლების რაოდენობის გამოთვლა, მიმატება და გამოკლება...

06/03/2026

დადგა ნანატრი გაზაფხული. მიუხედავად ცუდი ამინდებისა, გაზაფხულს მაინც აქვს თავისი წილი ხიბლი. რადგანაც მარტი ქალების თვედ ითვლება, ვისაუბროთ ქალების როლზე საზოგადოებრივ თუ სხვა საქმიანობაში.
ქართული ისტორიისა და კულტურის შექმნაში დასაბამიდანვე მონაწილეობდა ქალი ხან ღიად და გამოჩენილად, ხანაც კიდევ ფარულად, მამაკაცის ზურგს უკან ამოფარებული. ჭეშმარიტი ნათქვამია, რომ ყოველი ძლიერი მამაკაცის უკან დგას ქალი, რომელიც გონებრივად აძლიერებს მას. ქალებმა წარმატებას მიაღწიეს თითქმის ყველა სფეროში, რაც კი რამ არსებობს, იქნება ეს სპორტი, ხელოვნება, მეცნიერება თუ სხვა რამ. ქალებს ხატავდნენ მხატვრები, მწერლები და პოეტები უძღვნიდნენ ნაწარმოებებს, მუსიკოსები უწერდნენ მუსიკებს...
ჩვენს ქვეყანას უამრავი ცნობილი ქალი ჰყავს. დაწყებული მე-5 საუკუნიდან ( მწერლობის დასაწყისიდან ), ყველა საუკუნეში არის ქალ(ებ)ი, რომლებმაც რაღაც შექმნეს, იღვაწეს და შეჰმატეს ჩვენს ქვეყანას. გმირი დედები ზრდიდნენ გმირებს, მეომრებს, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას. ( ქალი, როგორც დედა, მრავლისმომცველი თემაა ).
​თამარ მეფის მეფობის პერიოდი საქართველოს ოქროს ხანად არის სახელდებული მატეანეში. მისი მმართველობის დროს ქვეყანამ პოლიტიკურ და კულტურულ პიკს მიაღწია. რაც შეეხება ხელოვნების სფეროს, აქაც მრავლად არიან ქალები. ქალები არიან მწერლობაში, მუსიკაში, მხატვრობასა და კინო/თეატრში. ქალ ხელოვანს შეეძლო შეეცვალა მთელი ქვეყნის ვიზუალური აღქმა. ქალები ქმნიდნენ შედევრებს საუკუნეების განმავლობაში, მაშინაც კი, როცა მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება. ბევრი ნიჭიერი ქალი ექცეოდა მამების, ძმების თუ ქმრების ჩრდილის ქვეშ, რადგან მათ არ ჰქონდათ უფლება საჯაროდ გამოჩენის.
დღევანდელ საქართველოშიც არიან გამორჩეული ქალები. ისინი ქმნიან ეპოქას თავიანთი შემოქმედებითი გზით და წერენ თანასწორობისთვის ბრძოლის ისტორიას.
მარტი ქალების თვეა... ვულოცავ ყველა ქალბატონს, ყველა დედას, მარტს და გაზაფხულს.

06/03/2026

💜

25/02/2026

მადლობა ღმერთს ჩემს ირგვლივ არსებული ადამიანებისთვის. დიდი მადლიერებით ვიღებ მოყვასის მიერ ქმნილ კეთილ საქმეს და მახარებს ყოველი წუთი ამ სამყოფელში... მშვიდ მარხვის დღეებს გისურვებთ მართლმადიდებლებო. 🙏🙏🙏 #ხელსაქმის art სამყარო

მივიწყებული საგანძური, მეაბრეშუმეობა საქართველოში...        მეაბრეშუმეობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი და მეტად საინტ...
23/02/2026

მივიწყებული საგანძური, მეაბრეშუმეობა საქართველოში...

მეაბრეშუმეობას საქართველოში მრავალსაუკუნოვანი და მეტად საინტერესო ისტორია აქვს. ის ჩვენი ქვეყნის კულტურის და ეკონომიკის განუყოფელი ნაწილი იყო, რომელმაც აღმავლობისა და დაცემის რამდენიმე ციკლი გაიარა.
საქართველოში აბრეშუმის შემოსვლას მე-5, მე-6 საუკუნეებს უკავშირებენ, თუმცა სავარაუდოდ უფრო ადრე უნდა შემოსულიყო, რადგან იგი ნახსენებია იაკობ ცურტაველის ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში „შუშანიკის წამება“, (ძველქართულად მისი სახელია ჭიჭნაუხტი), სადაც აბრეშუმი მოხსენიებულია, როგორც მაღალი ფენის, ძვირფასი სამოსისთვის გამოსაყენებელი მასალა, რაც ხაზს უსვამს შუშანიკის პიტიახშურ წარმომავლობას.
მეაბრეშუმეობა საქართველოში არასოდეს ყოფილა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დარგი. ეს იყო კულტურა, ოჯახური ტრადიცია და ქვეყნის ეკონომიური სიძლიერის გარანტი.
საუკუნეების განმავლობაში, როდესაც საქართველოში „აბრეშუმის გზა“ არსებობდა, პატარა მწერი, სახელად აბრეშუმის ჭია, დიდ ნედლეულს - აბრეშუმს ქმნიდა. პატარა მრგვალი, წერტილისხელა კვერცხიდან - ძვირფას ძაფამდე, იგი გადიოდა ევოლუციის საინტერესო გზას.
მეაბრეშუმეობა გავრცელებული იყო თითქმის მთელ საქართველოში. განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, კერძოდ ქუთაისსა და ხონში. ასევე სამეგრელოსა და გურიაში. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, გავრცელებული იყო კახეთში.
ქართული აბრეშუმი გამოირჩეოდა ძაფის სიმტკიცით, ელასტიურობითა და ბზინვარებით. აბრეშუმის ჭიის ქართული ჯიში კარგად იყო შეგუებული ადგილობრივ კლიმატს. ერთადერთი მისი საკვები იყო თუთის ხის ფოთლები, თუთის ხე კი საქართველოში თითქმის ყველგან ხარობს. ფოთლის ხარისხი პირდაპირ აისახებოდა ძაფის ხარისხზე.
მეაბრეშუმეობამ საქართველოში განიცადა აღმავლობის და დაცემის რამდენიმე ციკლი. ოქროს ხანად სახელდება მე-19 საუკუნე, როდესაც ქართული აბრეშუმი დიდ მოწონებას იმსახურებდა ევროპის ბაზარზე, განსაკუთრებით კი იტალიასა და საფრანგეთში.
საქართველოში მეაბრეშუმეობა ოჯახურ ტრადიციად ითვლებოდა. ეს დარგი არის ისტორიის, მეცნიერებისა და ხელოვნების შესანიშნავი ნაზავი. ძირითადად დაკავშირებული იყო ქალების შრომასთან. აბრეშუმის ჭიის გამოკვება დიდ ყურადღებას, დროს და ენერგიას მოითხოვდა. აბრეშუმის მოვლა იყო იმ პერიოდის საქართველოს ცხოვრების ერთგვარი წესი.

12/02/2026

თექაზე საუბრის ჯერიც დადგა 🙂, ხოდა დავიწყოთ...
თექა ანუ მოთელილი მატყლის საფენი ქეჩა, ერთ-ერთი უძველესი ნაწარმია. იგი მზადდება მატყლის მოთელვის შედეგად. საქართველოში თექას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის ჩვენი კულტურული იდენტობის და ტრადიციების დამადასტურებელი ნაწილია სხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობებთან ერთად.
თექა ქართული ხალხური მემკვიდრეობაა. მისი წარმოება ჯერ კიდევ იმ დროიდან დაიწყო, როცა ადამიანი დაეუფლა მატყლის დამუშავების ტექნიკას. ისტორიული ფაქტები ადასტურებენ იმას, რომ საქართველოში უძველესი დროიდანვე ამუშავებდნენ თექას. განსაკუთრებით მაღალმთიან რაიონებში, სადაც მისდევდნენ მესაქონლეობას. თავდაპირველად თექით ხურავდნენ კარვებს რათა სითბო შეენარჩუნებიანთ. ასევე მისგან ამზადებდნენ ნაბდებს, ყაბალახებს, ქუდებს და ჩოხებსაც კი. ასევე ხალიჩებსა და ფარდაგებს, რომლებიც გაჯერებული იყო საკულტო დანიშნულების ორნამენტებით. ორნამენტებში ძირითადად ჭარბობდა გეომეტრიული ფიგურები.
თექის და მატყლის დამუშავება ხალხური ხელსაქმის საოჯახო ტრადიციას და ყოფა-ცხოვრებას ასახავდა. დამზადების ხელოვნება და ცოდნა გადაეცემოდა თაობიდან თაობას . ოჯახში ყველა ქალს უნდა სცოდნოდა მატყლის დამუშავების ხერხები, მისი დაჩეჩვა, დართვა და ა.შ.
საქართველოში ქალები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ ხელსაქმის დიდი ოსტატობით. არ არსებობს საქმე, რომლის გაკეთებაც ადამიანის ხელს არ შეუძლია. რაც შეეხება თექაზე მუშაობას, იგი უძველესი და საკმაოდ რთული ტექნოლოგიაა, რომელიც დროთა განმავლობაში იხვეწებოდა, ვითარდებოდა, იცვლებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. თექისგან ნაკეთობის დამზადებას დიდი ნებისყოფა, ძალისხმევა და შრომისმოყვარეობა სჭირდება.
ადრე პერიოდებში თექა მხოლოდ ნაბადთან და ფარდაგებთან ასოცირდებოდა, დღეს კი ის თანამედროვე ხელოვნების და ხელსაქმის ნაწილია. თექიგან დამზადებულია
​დახვეწილი შარფები, სამოსი,
​ორიგინალური აქსესუარები და სამკაულები. ასევე სათამაშოებიც.

... გუნება შეეცვალა არსაკიძეს, კიდევ ერთხელ გადაჰხედა სვეტიცხოველს. კორდი აირბინა ისე მსუბუქად, თითქოს ხელმეორედ შობილიყ...
09/02/2026

... გუნება შეეცვალა არსაკიძეს, კიდევ ერთხელ გადაჰხედა სვეტიცხოველს. კორდი აირბინა ისე მსუბუქად, თითქოს ხელმეორედ შობილიყო ამ ქვეყანაზედ.
მოდიოდა მტკიცე ნაბიჯებით და ფიქრობდა თავისთვის:
„ ხელოვნებაა თავათ უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი.............
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი “.
შედრკა საკუთარი ფიქრის წინაშე და ეკლესიისაკენ მიმავალ ბილიკს მიჰყვა აჩქარებული ნაბიჯით.

ქართული ანბანი ერთ-ერთია იმ ანბანთა შორის, რომლითაც ასე ამაყობს კაცობრიობა და ორმაგად საამაყოა ის, რომ ჩვენ საკუთარი გვა...
07/02/2026

ქართული ანბანი ერთ-ერთია იმ ანბანთა შორის, რომლითაც ასე ამაყობს კაცობრიობა და ორმაგად საამაყოა ის, რომ ჩვენ საკუთარი გვაქვს ის, რასაც მსოფლიოს (ევროპის) წამყვანი ქვეყნები ინაწილებენ.
ქართულ ანბანს, (სახელად მხედრული), მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. განვლო განვითარების სამი საფეხური. თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი გრაფიკული სახე აქვს. თანამედროვე ასოები გამოირჩევა თავისი მომრგვალებული ფორმებით, რაც უფრო ადვილს ხდის მის მოხაზულობას. ქართული ანბანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლამაზი დამწერლობაა დამწერლობათა შორის.
ქართული იწერება მარცხნიდან მარჯვნივ, მრგვალი ასოებით, უმეტესად კალმის აუღებლად, ხელის ერთი მოსმით. ქართულ ანბანს არ აქვს დიდი და პატარა ასოები და ვწერთ იმას, რაც გვესმის.
​ქართული ასოები იწერება ოთხხაზოვან ბადეში. იმის მიხედვით, თუ როგორ განლაგდებიან ისინი ამ ხაზებში, ასოები იყოფიან ოთხ ჯგუფად:
1. ​შუა ხაზის ასოები: იწერება ორ ხაზს შორის ( ა, ი, ო, თ ).
2. ​ზედა და შუა ხაზის ასოები: იწყება ზედა ხაზიდან და ჩამოდის შუამდე ( ბ, ზ, მ, ნ, პ, რ, ს, შ, ჩ, ძ, წ, ხ, ჰ).
3. ​შუა და ქვედა ხაზის ასოები: იწყება შუიდან და ჩადის ქვედა ხაზზე ( გ, დ, ე, ვ, კ, ლ, ჟ, ტ, უ, ფ, ღ, ყ, ც ).
4. ​სამხაზოვანი ასოები: იკავებენ ზედა, შუა და ქვედა არეებს ერთად ( ქ, ჭ, ჯ ).
ქართულ ასოებს აქვთ კიდევ ერთი უნიკალური თვისება, წერის დროს შესაძლებელია მათი ერთმანეთზე გადაბმა...

06/02/2026

კალიგრაფია, როგორც ხელოვნების ნიმუში...
​ხშირად ამბობენ, რომ ხელწერა ადამიანის ხასიათს ასახავს. დაწერილი სიტყვები ემოციებს გადმოსცემენ როგორც შინაარსით, ასევე ვიზუალურად. წერის სტილი ადამიანის სულის და ინტელექტის ანარეკლია. იგი მოიცავს ერთის მხრივ კალიგრაფიას, მეორეს მხრივ კი შინაარსს. კალიგრაფია გვახსენებს, რომ ფორმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ზრუნავს ესთეტიურ მხარეზე, ხოლო წერის მანერა გვკარნახობს, რომ შინაარსის გარეშე ფორმა ცარიელია. როდესაც ლამაზი ხელწერა ერწყმის გამართულ აზრს, როცა ეს ორი იდეალურად ეთანხმება ერთმანეთს, მაშინ ტექსტი არ არის მხოლოდ ინფორმაციის მომცემი და იგი ხდება ნამდვილი ხელოვნების ნიმუში.
ხელით წერისას ადამიანი უფრო ნელა აზროვნებს, რაც თითოეული სიტყვის გათავისების საშუალებას იძლევა. ამავდროულად, კალიგრაფია წერის პროცესს ვიზუალურ და ემოციურ ფონს სძენს. თუ წერის მანერა ტექსტის სულია, კალიგრაფია კი მისი სხეულია და ისინი ერთ დიდ მთლიანობას ქმნიან. თუმცა დღევანდელ რეალობაში კალიგრაფიას დიდი ყურადღება აღარ ეთმობა, რადგან ტექნიკა გვიადვილებს ყველა საქმეს. დროის მოკლე მონაკვეთში, კლავიატურის დახმარებით, თითების მოძრაობით იქმნება უამრავი სახის ინფორმაცია. ამით ადამიანები ვზოგავთ დროს და ენერგიას, რაც შეეხება ხელწერას, იგი რჩება ხელოვნების ნიმუშად.

03/02/2026
07/08/2025

📢 ლიტერატურული კლუბი „კვირტები“ იწყებს მოსწავლეების მომზადებას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ‼️ სადაც მსურველები ისწავლიან:
✅ მხატვრულად კითხვას 👈
✅ მხატვრულ აზროვნებას 👈
✅ კრიტიკულ აზროვნებას 🕵️
✅ მსჯელობას 👈
✅ ქართული ენის გრამატიკას 🇬🇪
✅ მართლმეტყველებას 🗣️
✅ წერას და მართლწერას ✍️
🎓 სასწავლო პროგრამა მომზადებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
🔔 გაკვეთილი ჩატარდება კვირაში სამჯერ, ხანგრძლივობა ⏱️ ერთი (1) საათი, საფასური ასი (100) ლარი. მსურველებმა მომწერეთ პირად შეტყობინებაში. რეგისტრაცია გრძელდება ოც (20) აგვისტომდე. სწავლა დაიწყება პირველ სექტემბერს. გისურვებთ წარმატებებს🙏.

Address

Kutaisi

Telephone

+995598506153

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ხელსაქმის ART სამყარო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to ხელსაქმის ART სამყარო:

Share