28/10/2025
როჭოს 2022 წლის კახური მწვანე მათთვისაა, ვისაც ქვევრის სხეულიანი ღვინო უყვარს, რბილი ტანინებით და კომპლექსური არომატებით.
🍇თამარ ბოჭორიძე - როჭოს მეღვინეობის მევენახე და მეღვინე.
ჩემი და ღვინის სიყვარული აღარც მახსოვს რამდენ წელს ითვლის, თუმცა უშუალოდ ამ საქმეში 2016 წელს ჩავერთე. ყველაფერი ყვარელში, სულ რაღაც, 2.5 ჰექტარი ვენახის შეძენით დაიწყო, რომელიც ახლა უკვე ბიოსერთიფიცირებულია. მალევე მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვენახის მოვლას თავს კარგად ვართმევდი, მეღვინეობას სულ სხვა ცოდნა სჭირდებოდა, ამიტომ აგრარულ უნივერსტეტში მეღვინოება-მევენახეობის პროფესიული კურსი გავიარე და მალევე, 2020 წელს, ჩემი პირველი ღვინოც დავაყენე.
რას ნიშნავს ორგანული მეღვინეობა თქვენთვის?
ორგანული მეღვინოება არ არსებობს ორგანული მევენახეობის გარეშე. ამ თემაზე საუბრისას, მხოლოდ პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების გამოყენებაზე უარის თქმას არ ვგულისხმობ. ეს პროცესი პირადად ჩემთვის, დედა-შვილურ ურთიერთობას გავს, რომელიც მუდმივ ყურადღებას, ზრუნვასა და ბალანსის დაცვას მოითხოვს. ვფიქრობ, შედეგი სწორედ იმაზეა დამოკიდებულია, თუ რამდენდ კარგად ექცევა მეღვინე-მევენახე ვაზს, რამდენად აძლევს უკან იმას, რაც აიღო. ისევე, როგორც მეღვინეობის სხვა მიმართულებების შემთხვევაში, ბიო ღვინის დაყენების დროსაც სჭირდება მას ჩვენი დახმარება. მიუხედავას იმისა, რომ პროცესი თავისუფლებას მოითხოვს, ბოლომდე თავის ნებაზეც ვერ მიუშვებ, ყოველთვის უნდა მართო, არა უხეშად, არამედ წინდახედულად და სიყვარულით.
რა არის განსაკუთრებული როჭოს ვენახების 2022 წლის მოსავალის კახურ მწვანეში?
2022 წლის გაზაფხული ძალიან წვიმიანი იყო, შემდეგ კი დიდი გვალვა მოყვა, რაც ბუნებრივია მოსავალსაც დაეტყო. მიუხედავად მცირე რაოდენობისა, ამ წელს განსაკუთრებით საინტერესო ყურძენი დავკრიფეთ, რომლისგანაც საბოლოოდ როჭოს ვენახების - კახური მწვანე შეიქმნა. ღვინო არის ექსტრაქტული და ძლიერი, ჰარმონიული მჟავიანობითა და რბილი ტანინებით. ვფიქრობ, როჭოს 2022 წლის მწვანე ამ ყურძნისგან დაყენებული ღვინის სტილსა და ხასიათს ზუსტად ასახავს.
☎️დაგვირეკეთ:
(032) 2 88 00 11
📍გვეწვიეთ ბარში:
თბილისი:
ს. ცინცაძის 26
ი. აბაშიძის 60
რ. თაბუკაშვილის 27
ბათუმი:
ი.გოგებაშვილის 30