24/08/2026
🌱 ვეძებთ ადამიანს ან კომპანიას, ვისაც სჯერა ნატურალური სოფლის მეურნეობის 🌱
რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ ერთი პატარა იდეით — გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც მოვიყვანდით ბუნებრივ და სიყვარულით გაზრდილ პროდუქტს. დღეს ეს იდეა უკვე ყოველდღიური შრომაა — სათბურები, ღია ნაკვეთები, სხვადასხვა კულტურა და მოსავალი, რომელიც ჩვენს მომხმარებლამდე მიდის. 🍅🥒🌿
მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ამ საქმეს განვითარებისთვის მუდმივად სჭირდება რესურსი.
ხან ახალი სარწყავი სისტემაა საჭირო, ხან ინვენტარი, ხან შეფუთვა, ხან სპეც მანქანა, ხან შენახვისა და გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
ამიტომ დღეს პირველად ღიად ვამბობთ — ნატურალ გარდენი - Natural Garden ეძებს მხარდამჭერს, პარტნიორს ან სპონსორს, რომელსაც სურს ჩვენი მეურნეობის განვითარების ნაწილი გახდეს 🌿
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ დახმარებას.
ვეძებთ თანამოაზრეს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოში პატარა მეურნეობას შეუძლია გაიზარდოს და შექმნას ხარისხიანი და ნატურალური ქართული პროდუქტი ❤️
თუ ხართ კომპანია, ორგანიზაცია ან ადამიანი, ვისაც ჩვენი საქმის მხარდაჭერა, თანამშრომლობა, პარტნიორობა ან სპონსორობა შეგიძლიათ — მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვირეკეთ 568394443 🙏🌱
იქნებ ეს პოსტი სწორედ იმ ადამიანამდე მივიდეს, ვინც ჩვენს შემდეგ ნაბიჯს შეცვლის 🌸
გთხოვთ, გააზიარეთ — შეიძლება ჩვენმა მომავალმა პარტნიორმა სწორედ თქვენი გაზიარებით გვიპოვნოს ❤️
#ნატურალგარდენი #სოფლისმეურნეობა #ჯანსაღი #ნატურალური #ერთადვიზრუნოთგარემოზე #მიკრობიოტა