Guramishvili’s Wine Cellar • გურამიშვილის ღვინის მარანი

  • Home
  • Georgia
  • Saguramo
  • Guramishvili’s Wine Cellar • გურამიშვილის ღვინის მარანი

Guramishvili’s Wine Cellar • გურამიშვილის ღვინის მარანი Historical Wine Cellar of Thadeoz Guramishvili and Ilia Chavchavadze.

17/07/2025

ისტორიული მარნის ამბავი, სადაც ილია ჭავჭავაძე თავად წურავდა ღვინოს ✨

ქრისტე აღსდგა!
19/04/2025

ქრისტე აღსდგა!

ღვინო ილიასეული მარნიდანცოლიკოური თეთრყურძნიანი ენდემური საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან, რომლისგანაც პრემიალური თეთრი მშრ...
10/10/2024

ღვინო ილიასეული მარნიდან

ცოლიკოური თეთრყურძნიანი ენდემური საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან, რომლისგანაც პრემიალური თეთრი მშრალი ღვინო იწარმოება. სასმელს ქარვისფერი შეფერილობა, ატმისა და ციტრუსების ცოცხალი არომატები ამშვენებს.

ღვინო გურამიშვილის მარნის 2016 წლის საკოლექციო ვენახში მოწეული მოსავლისგანაა დამზადებული. ფერმენტაციის შემდეგ, სასმელი 9 თვის განმავლობაში მუხის კასრებშია დავარგებული.

საკოლექციო ღვინის შეძენას "გურამიშვილის მარანში" შეძლებთ
------
როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული შეკვეთებისთვის, მოგვწერეთ

"ილიასეულ მარანში" განსაკუთრებული ადგილი ქართლის იშვიათ ენდემურ ჯიშებს - შავკაპიტოს, ბუზასა და დანახარულს უჭირავს.ეს ჯიშ...
09/09/2024

"ილიასეულ მარანში" განსაკუთრებული ადგილი ქართლის იშვიათ ენდემურ ჯიშებს - შავკაპიტოს, ბუზასა და დანახარულს უჭირავს.

ეს ჯიშები, რომლებიც თითქმის დავიწყებას მიეცა, აქ ახალ სიცოცხლეს იძენს და საგურამოს ერთ ბოთლში ერთიანდება. გამოირჩევა კომპლექსური არომატითა და დახვეწილი გემოთი, რომელიც ასახავს ქართული მიწის უნიკალურ ხასიათს.

სასმელი "გურამიშვილის მარნის" 2019 წლის საკოლექციო ვენახში მოწეული მოსავლისგანაა დამზადებული. ფერმენტაციის შემდეგ, ღვინო 9 თვის განმავლობაში მუხის კასრებშია დავარგებული.

საკოლექციო ღვინის შეძენას "გურამიშვილის მარანში" შეძლებთ
-------
როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული შეკვეთებისთვის, მოგვწერეთ

🍾 𝐑é𝐦𝐮𝐚𝐠𝐞 - მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინის დამზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული მეთოდი, რომელიც ბოთლის კედლებ...
13/08/2024

🍾 𝐑é𝐦𝐮𝐚𝐠𝐞 - მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინის დამზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული მეთოდი, რომელიც ბოთლის კედლებიდან ლექის მოშორებას გულისხმობს.

✨ რემუაჟი ცქრიალა ღვინის სპეციალურ თაროებში მოთავსებით იწყება. ბოთლები ყოველდღიურად ხელით ნელა ბრუნდება და იხრება, რომ ნალექი დაგროვდეს. ამ მეთოდით ღვინის გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ, რაც მის გემოსა და ხარისხს აუმჯობესებს.

რემუაჟი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს. პროცესი უნარსა და მოთმინებას მოითხოვს და ტრადიციულ მეღვინეობაში ჩართული ოსტატობის დასტურია.

„გურამიშვილის მარანში“ მაღალი ხარისხის ცქრიალა ღვინოები სწორედ ამ მეთოდით მზადდება

საგურამოს უნიკალური მიკროკლიმატი, მზით გამთბარი ფერდობები, ქვიანი ნიადაგი - აქ, ყოველი ვაზი, თითქოს ილიას ნააზრევითაა გა...
01/08/2024

საგურამოს უნიკალური მიკროკლიმატი, მზით გამთბარი ფერდობები, ქვიანი ნიადაგი - აქ, ყოველი ვაზი, თითქოს ილიას ნააზრევითაა გაჟღენთილი.

"ილიასეულ მარანში" განსაკუთრებული ადგილი ქართლის იშვიათ ენდემურ ჯიშებს - შავკაპიტოს, ბუზასა და დანახარულს უჭირავს. ეს ჯიშები, რომლებიც თითქმის დავიწყებას მიეცა, აქ ახალ სიცოცხლეს იძენს.

მათგან დაყენებული ღვინოები გამოირჩევა კომპლექსური არომატითა და დახვეწილი გემოთი, რომელიც ასახავს ქართული მიწის უნიკალურ ხასიათს.

სასმელი "გურამიშვილის მარნის" 2019 წლის საკოლექციო ვენახში მოწეული მოსავლისგანაა დამზადებული. ფერმენტაციის შემდეგ, ღვინო 9 თვის განმავლობაში მუხის კასრებშია დავარგებული.

საკოლექციო ღვინის შეძენას "გურამიშვილის მარანში" შეძლებთ
-------
როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული შეკვეთებისთვის, მოგვწერეთ

მზის სხივებით ნაკოცნი ვაზის მტევნები, მიწის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ოსტატის ხელით ნაფერები კასრები - აი, სად იბადებ...
18/07/2024

მზის სხივებით ნაკოცნი ვაზის მტევნები, მიწის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ოსტატის ხელით ნაფერები კასრები - აი, სად იბადება ღვინო "ილიასეული მარნიდან" ☀️

შავკაპიტო, ბუზა, დანახარული - იშვიათი ენდემური საღვინე ვაზის ჯიშებია ქართლიდან, რომლებისგანაც მაღალხარისხოვანი წითელი ღვინო იწარმოება. სასმელს მწიფე ქლიავისა და ვანილის მსუბუქი ტონები ამშვენებს.

საგურამო კასრი "გურამიშვილის მარნის" 2019 წლის საკოლექციო ვენახში მოწეული მოსავლისგანაა დამზადებული. ფერმენტაციის შემდეგ, სასმელი 9 თვის განმავლობაში მუხის კასრებშია დავარგებული.
საკოლექციო ღვინის შეძენას გურამიშვილის მარანში შეძლებთ
------
როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული შეკვეთებისთვის, მოგვწერეთ

ღვინო ილიასეული მარნიდანშავკაპიტო წითელყურძნიანი ენდემური საღვინე ვაზის ჯიშია ქართლიდან, რომლისგანაც მაღალხარისხოვანი წი...
04/07/2024

ღვინო ილიასეული მარნიდან

შავკაპიტო წითელყურძნიანი ენდემური საღვინე ვაზის ჯიშია ქართლიდან, რომლისგანაც მაღალხარისხოვანი წითელი ღვინო იწარმოება. სასმელი მუქი ლალისფერია და კენკროვანი ხილის არომატები ამშვენებს.

ღვინო "გურამიშვილის მარნის" 𝟐𝟎𝟏𝟕 წლის საკოლექციო ვენახში მოწეული მოსავლისგანაა დამზადებული. ფერმენტაციის შემდეგ, სასმელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუხის კასრებშია დავარგებული, რაც მას კომპლექსურ გემოს და ხასიათს სძენს.

საკოლექციო ღვინის შეძენას „გურამიშვილის მარანში" შეძლებთ
-------
როგორც ინდივიდუალური, ისე კორპორატიული შეკვეთებისთვის, მოგვწერეთ

ღვინის დაძველება უნიკალური ხელოვნებაა. რაც უფრო ძველია სწორად შერჩეული ღვინო, მით უფრო მდიდარია მისი არომატები, დახვეწილ...
26/06/2024

ღვინის დაძველება უნიკალური ხელოვნებაა. რაც უფრო ძველია სწორად შერჩეული ღვინო, მით უფრო მდიდარია მისი არომატები, დახვეწილია გემო და ღრმაა მისი ისტორია.
სწორედ დაძველებისას ხდება ღვინის გამდიდრება და სრულყოფა. დავარგებაში ვლინდება ღვინის ნამდვილი არსი.

✦ ტანინების დარბილება
✦ მჟავიანობის ბალანსირება
✦ არომატების განვითარება
✦ ფერის ცვლილება

ეს იმ პროცესების ჩამონათვალია, რომელსაც ღვინო დავარგების პროცესში გადის. დაძველების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ღვინის ტიპზე და სასურველ შედეგზე, რისთვისაც სწორი პირობების დაცვაა საჭირო, როგორიცაა: სტაბილური ტემპერატურა, შესაბამისი ტენიანობა, სინათლისგან დაცვა და ვიბრაციის მინიმუმამდე დაყვანა.

რეზერვი „გურამიშვილის მარნის“ საკოლექციო კატეგორიაა. სარეზერვო კოლექციის პრემიალურობას საგულდაგულოდ შერჩეული მოსავალი და დამწიფებისადმი მაღალი პოტენციალის მქონე ყურძნის ჯიშები განაპირობებს.

რეზერვი 2016-2019 წლების მოსავლის ღვინოებს აერთიანებს. „გურამიშვილის მარნის“ სარეზერვო ღვინო მარნის სარდაფებში 9-12 თვემდე მუხის კასრებში, ხოლო ბოთლებში 3-5 წლის განმავლობაში ვარგდება. სწორედ დაძველებისას ხდება ღვინის გამდიდრება და სრულყოფა. დავარგებაში ვლინდება ღვინის ნამდვილი არსი.

Address

Village Saguramo
Saguramo

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Guramishvili’s Wine Cellar • გურამიშვილის ღვინის მარანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share