18/06/2026
✨ შესანიშნავი სიახლე გვაქვს ჩვენი მარნის — ჯიქეი ვაინერის შესახებ!
სიხარულით გიზიარებთ, რომ ჩვენი ღვინოები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღვინის კონკურსზე — Decanter World Wine Awards — წარმატებით დაჯილდოვდნენ.
🥉 ვარდისფერმა რქაწითელმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
🥈 ევროპულმა რქაწითელმა კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
ეს აღიარება თავდადებული შრომის, ხარისხისადმი ერთგულებისა და ქართული ღვინის ტრადიციების დაფასების შედეგია. განსაკუთრებით გვახარებს, რომ ქართული ღვინის უნიკალური ხასიათი საერთაშორისო ექსპერტების მიერ კიდევ ერთხელ დაფასდა.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებსა და ღვინის მოყვარულებს მუდმივი მხარდაჭერისა და ნდობისთვის. თითოეული ასეთი აღიარება გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით გავაგრძელოთ ქართული ღვინის ღირსეულად წარმოჩენა საერთაშორისო ასპარეზზე.