21/09/2021
✔️ კარგი დიზაინის რესტორანი არ ნიშნავს იმას, რომ ფლობ კარგ რესტორანს.
👌 გსურთ რომ თქვენს კვების ობიექტზე სტუმრობა ლამაზ მოგონებად დარჩეს? მაშინ ეს ნამდვილი ხელოვნების ტოლფასია. ეს არა მხოლოდ ბიზნესია, ეს ადამიანების, სტუმრების სიყვარულია და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
1. მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული რესტორანი ნიშნავს, ძალიან მოწესრიგებულ სამზარეულოს და თანამშრომლებს. თქვენ უნდა გეამაყებოდეთ, რომ გაქვთ საინტერესო წყობა სამზარეულოში და ყოველი დღე კულინარიული ისტორიის ტოლფასია. მსოფლიოში არსებობს, ყველაზე პატარა სამზარეულოს მქონე რესტორანი, რომელიც ყველაზე დიდ მენიუს უმკლავდება. ამიტომ რჩევა #1 სამზარეულო ყოველთვის იყოს მზად უცხო სტუმრების მისაღებად. სამზარეულო ყოველთვის იყოს მზად სხვადასხვა გადაღებებისათვის, რადგან სტუმრებს უყვართ კარგი და პრესტიჟული ადგილების გაზიარება , რისი ჩვენება მათი პირადი გვერდიდან ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.
2. პირველი შთაბეჭდილება , ეს თქვენი წარმატების ფორმულაა, რადგან მეორედ პირველ შთაბეჭდილებას ვერ შექმნით. რესტორანი სავსეა, საშუალოდ დატვირთული თუ ძალიან დაკავებული, ყველა სტუმარმა თავი უნდა იგრძნოს პრივატულად. ყველას უნდა ქონდეს იმის განცდა, რომ თქვენი გუნდი მხოლოდ მათზე ზრუნავს. ასეთ სერვისს, მხოლოდ ბედნიერი ადამიანები ქმნიან. ადამიანები, ვის შრომასაც აფასებენ და ვინც სიყვარულით დადის სამსახურში. დაიმახსოვრეთ, უბედური ადამიანი, დაუფასებელი ადამიანი ვერ ააყვავებს თქვენს ბიზნესს!
3. არასდროს მოატყუოთ სტუმარი, აუხსენით ყველაფერი მათ გასაგებ ენაზე. არ მიუთითოთ მენიუში ისეთი კერძენი, ისეთი დრო, რომლის განხორციელებას ვერ შეძლებთ ძალიან დაკავებული რესტორნის ფარგლებში. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო და ყველაფერი გათვალეთ ძალიან დაკავებულ დროზე.
4. კერძები ყოველთვის და ყველასთვის უნდა იყოს ერთნაირად გემრიელი. თუ იცით, რომ თქვენი დღევანდელი კერძი არ არის შესაფერისი, ვერ შესრულდება მაღალ დონეზე გარკვეული ინგრედიენტის არ ქონის გამო - ეს აცნობეთ სტუმარს, რომ კერძის სრულყოფილებისათვის გაკლიათ ეს ინგრედიენტი, სურს თუ არა მას მაინც შეუკვეთოს ? და ასევე, ურჩიეთ შესაბამისი კერძი, რომელიც იგივე გემოვნებას უპასუხებს ან უფრო უკეთეს შთაბეჭდილებას დაუტოვებს.
5. გაასინჯეთ ყველა კერძი პერსონალს. თქვენი გუნდი უნდა ფლობდეს და იცნობდეს რესტორანს თავიდან ბოლომდე. თქვენი გუნდი უნდა ეზიაროს იმ გემოს , რომელსაც სთავაზობს სტუმარს და მიმტანს უნდა ქონდეს საშუალება ზედმიწევნით აუხსნას კერძის გემო სტუმარს, სწორედ მაშინ დაიმსახურებთ თქვენი სტუმრების ნდობას!
კიდევ ბევრი რამ გვაქვს თქვენთვის სათქმელი, ვინც ეს - ესაა ხსნის რესტორანს, კაფეს, ან სულაც ფლობს უკვე კვების ობიექტს , მაგრამ უნდა კონცეფციის შეცვლა.
რთულია, ყველა საკითხს შეეხო პოსტში, რის ზედმიწევნით შესრულებას შეძლებს მსურველი ადამიანი.
ჩვენ მზად ვართ მოგცეთ რჩევები, მზად ვართ გადავამზადოთ თქვენი გუნდი, მზად ვართ თქვენი ბიზნესის წარმატებისათვის !
დამატებითი კითხვებისათვის მოგვმართეთ პირადიში 📩