Melissa Queen

Melissa Queen “If the bee disappeared off the face of the Earth, man would only have four years left to live.” Einstein

25/11/2025
02/11/2025
28/09/2025

🐝 თაფლი ბუნებრივი დამატკბობელია, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს და აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. თუმცა, მისი გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს.

❗ თაფლი შეიცავს ბოტულიზმის ბაქტერიის სპორებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბოტულიზმი, რაც განსაკუთრებით საშიშია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა იმუნური სისტემა ჯერ კიდევ სუსტია.

❌ ამიტომ, თაფლი რეკომენდებული არ არის 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

„ქართული თაფლი ასეთი სუფთა არასდროს ყოფილა“ - რა ღირს 1 კგ? | BPN
25/09/2025

„ქართული თაფლი ასეთი სუფთა არასდროს ყოფილა“ - რა ღირს 1 კგ? | BPN

ქართულ თაფლზე მოთხოვნა მზარდია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღ...

10/09/2025

ფუტკარი ადამიანს მკერდის სიმსივნის დამარცხებაში ეხმარება

დასავლეთ ავსტრალიში, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მეთაფლია ფუტკრის (Apis mellifera) შხამი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას შეიცავს. ეს ინოვაციური კვლევა გამოქვეყნდა გამოცემა journal NPJ Precision Oncology-ში.

წამყვანმა მკვლევარმა სიარა დაფიმ ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციას განუცხადა, რომ დასკვნები ექნება ქალთა 10-15% -ს, რომლებიც დაავადებული არიან მკერდის სამმაგი უარყოფითი სიმსივნით.

სიარა დაფის და მისი კოლეგების მუშაობა ფოკუსირებული იყო ფუტკრის შხამის აქტიურ ინგრედიენტზე მელიტინზე, რომელიც იწვევს უჯრედების სიკვდილს მკერდის კიბოს სხვადასხვა კლინიკურ ქვეტიპებში.

„ჩვენ შევამოწმეთ ფუტკრის შხამის მოქმედება მკერდის ნორმალურ და მკერდის კიბოს კლინიკური ქვეტიპების უჯრედებზე: დადებითი ჰორმონის რეცეპტორებით გამდიდრებული HER2 (ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი)და სამმაგი ნეგატიური მკერდის კიბოზე” - განმარტავს დაფი.

დადგინდა, რომ ფუტკრის შხამის გარკვეული კონცენტრაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას კიბოს უჯრედების 100% განადგურებაში, ამავე დროს ჯანმრთელი უჯრედები არ ზიანდებიან.

მელიტინი მთლიანად ანადგურებს კიბოს უჯრედის მემბრანებს 60 წუთში.

მეცნიერებმა გააკეთეს რამდენიმე საინტერესო დაკვირვება იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მელიტინი. დადგინდა, რომ 20 წუთში შხამი ბლოკავს ზოგიერთ საკვანძო სასიგნალო გზებს, რომლებიც გამოიყენება კიბოს უჯრედების ზრდისა და გამრავლებისთვის. მელიტინის ეს უნარი გათიშოს ძირითადი ქიმიური შეტყობინებები გარკვეული რეცეპტორების აქტივობის ინჰიბირებით(შეჩერებით), კვლევის ძირითადი აღმოჩენაა.

ასევე დამზადდა მელიტინის სინთეზური ფორმები აღმოჩნდა, რომ სინთეზური მელიტინი თითქმის ისეთივე ეფექტურია. მისი ერთ-ერთი ფუნქციაა მკერდის კიბოს უჯრედული მემბრანის გახვრეტა, ამიტომ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება კომბინაციაში სიმსივნის არსებული მკურნალობის მეთოდებში, მაგალითად, ქიმიოთერაპიის წამლები, რაც პოტენციურად უადვილებს მათ კიბოს უჯრედებზე წვდომას.

დადგინდა რომ მელიტინის გამოყენება შესაძლებელია მცირე მოლეკულების ან ქიმიოთერაპიის სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა დოცეტაქსელი, მკერდის კიბოს უკიდურესად აგრესიული ტიპების სამკურნალოდ.
ნაშრომის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კვლევა ახლა იწყება, მაგრამ ძუძუს კიბოს სამკურნალოდ ფუტკრის შხამის გამოყენების პერსპექტივები ძალიან იმედისმომცემია.

ეს განსაკუთრებით ეხება სამმაგ ნეგატიურ კიბოს, რომელიც შემთხვევათა 15%-ია, მაგრამ მკერდის კიბოთი გარდაცვალების დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს. ბოლო დრომდე კიბოს ამ ფორმის მქონე პაციენტებს მხოლოდ ქიმიოთერაპიას უნიშნავდნენ. სრული სტატია იხილე ბმულზე:
https://www.nature.com/articles/s41698-020-00129-0

05/09/2025

გიორგი გომელაური - 19 წლის ასაკში დაიწყებული ბიზნესი - როცა ფული არ გაქვს, მაგრამ გაქვს რწმენა📺 ნახე ინტერვიუ ბიჭთა...

100 საინტერესო ფაქტი ფუტკრების შესახებ1. ხანძრის დროს ფუტკრებს უვითარდებათ თვითგადარჩენის ინსტინქტი და იწყებენ თაფლის მა...
02/09/2025

100 საინტერესო ფაქტი ფუტკრების შესახებ

1. ხანძრის დროს ფუტკრებს უვითარდებათ თვითგადარჩენის ინსტინქტი და იწყებენ თაფლის მარაგის შევსებას, რითაც უგულებელყოფენ უცნობებს. ამიტომ, მეფუტკრეობაში კვამლის გამოყენება ეფექტურია.

2. დღის განმავლობაში ორასმა ფუტკარმა უნდა იმუშაოს, რათა ადამიანმა მიიღოს ერთი კოვზი თაფლი.

3. ცვილი გამოიყოფა ფუტკრის ცვილის ჯირკვლების მიერ ნექტრის ნაკადის დროს და გამოიყენება თაფლის ფიჭების ასაშენებლად.

4. ფუტკრების გარკვეული რაოდენობა მუდმივად უნდა იმყოფებოდეს სკაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის ვენტილაცია ნექტარიდან ზედმეტი ტენიანობის აორთქლებისთვის, რომელიც თაფლად გარდაიქმნება.

5. სხვა ფუტკრებისთვის საკვების წყაროს არსებობის შესახებ შეტყობინების მიზნით, ფუტკარი იწყებს განსაკუთრებული ცეკვის შესრულებას.

6. ფუტკარს დაახლოებით 8 მილიონი ყვავილი სჭირდება ერთი კილოგრამი მზა თაფლის წარმოებისთვის.

7. საშუალო ფუტკრის ოჯახს შეუძლია დღის განმავლობაში 10 კგ-მდე თაფლის შეგროვება.

8. ფუტკარს შეუძლია ადვილად იფრინოს დიდ მანძილზე და ყოველთვის იპოვოს სახლისკენ მიმავალი გზა.

9. თითოეული ფუტკარი დაახლოებით ორი კილომეტრის რადიუსში პოულობს საკვების წყაროს.

10. ფუტკარს შეუძლია დღეში 12 ჰექტარზე მეტი ფართობის შესწავლა.

სხვა ფაქტების შესახებაც გიამბობთ შემდეგ სტატიაში

როგორ გადააქციეს ჩინელმა მეცნიერებმა ჩვეულებრივი ფუტკრები კიბერმზვერავებად ?🤔პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა...
02/09/2025

როგორ გადააქციეს ჩინელმა მეცნიერებმა ჩვეულებრივი ფუტკრები კიბერმზვერავებად ?
🤔
პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა ისწავლეს ჩვეულებრივი ფუტკრების მართვად კიბორგებად გადაქცევა, მათთვის მხოლოდ 74 მგ წონის ტვინის კონტროლერების გზით.

კონტროლერი ტვინშია ინტეგრირებული სამი ძალიან თხელი ნემსით, რომელთა მეშვეობითაც იგზავნება იმპულსები, რომლებიც ფუტკარს აიძულებს წინ, უკან, მარცხნივ ან მარჯვნივ იფრინოს.

ტესტირების დროს ფუტკრები ათიდან ცხრა შემთხვევაში ასრულებდნენ მათთვის მიცემულ ბრძანებებს. მომავალში კიბორგ ფუტკრებს გამოიყენებენ სამხედრო მიზნებისთვის, ტერორიზმთან საბრძოლველად და სტიქიური უბედურებების შემდეგ გადარჩენილების მოსაძებნად.

ამის მისაღწევად მკვლევრებს რამდენიმე ტექნიკური პრობლემის გადაჭრა მოუწევთ. ერთ-ერთია ენერგიის წყაროს მინიმიზაცია. ავტონომიური მუშაობისთვის საჭიროა დაახლოებით 600 მგმ წონის ბატარეა, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე თავად აღჭურვილობის წონა.

02/09/2025

როგორ გადააქციეს ჩინელმა მეცნიერებმა ჩვეულებრივი ფუტკრები კიბერმზვერავებად ?

Address

Tbilisi
0101

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Melissa Queen posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category