PMAG Packaging Cluster/ შემფუთველთა კლასტერი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • PMAG Packaging Cluster/ შემფუთველთა კლასტერი

PMAG Packaging Cluster/ შემფუთველთა კლასტერი PMAG-შემფუთველთა კლასტერი, რომელიც აერთიანებს როგორც შეფუთვებს, ასევე მასთან დაკავშირებულ კომპანიებს

ძვირფასო ასოციაციის წევრებო!ჩვენი ასოციაცია აგრძელებს მწვანე ტექნოლოგიების ერთ-ერთი უდიდესი გამოფენის ECOMONDO - The Gre...
21/05/2025

ძვირფასო ასოციაციის წევრებო!

ჩვენი ასოციაცია აგრძელებს მწვანე ტექნოლოგიების ერთ-ერთი უდიდესი გამოფენის ECOMONDO - The Green Technology Expo-ს მედია პარტნიორობას.

შემფუთველთა კლასტერი (PMAG) საკუთარ წევრებს სთავაზობს „მწვანე ტექნოლოგიების“ საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობას. გამოფენა ჩატარდება 2025 წლის 4-7 ნოემბერს. გამოფენის დიდი სექტორი ეძღვნება ნარჩენების გადამუშავების ტექნოლოგიებსა და აღჭურვილობას და მეორადი ნედლეულისგან პროდუქტების წარმოებას. გამოფენას შორის გამოცხადებულია კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ აღჭურვილობას ნედლეულის შეგროვებისთვის, დახარისხებისთვისა და გადამუშავებისთვის.

ECOMONDO, არის ინდუსტრიის, დაინტერესებული მხარეების, პოლიტიკის შემქმნელების და ადგილობრივი ხელისუფლების შეხვედრებისა და საუბრის ადგილი, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის განმსაზღვრელ ძირითად ელემენტებს. იხ. ვებ-გვერდი - https://en.ecomondo.com/ და დამსწრე ინდუსტრიების ჩამონათვალი).

გილოცავთ ახალ წელს! 🎉გისურვებთ, 2025 წელი თქვენთვის და მთელი საქართველოსთვის იყოს პროგრესის, ერთიანობისა და წარმატების მ...
01/01/2025

გილოცავთ ახალ წელს! 🎉

გისურვებთ, 2025 წელი თქვენთვის და მთელი საქართველოსთვის იყოს პროგრესის, ერთიანობისა და წარმატების მომტანი წელი!

🌍 საქართველოს დელეგაცია "მწვანე გადაწყვეტილებების" -  Ecomondo 2024-ის გამოფენაზე 🌱PMAG შეფუთვების კლასტერის ტექნიკური მ...
22/11/2024

🌍 საქართველოს დელეგაცია "მწვანე გადაწყვეტილებების" - Ecomondo 2024-ის გამოფენაზე 🌱

PMAG შეფუთვების კლასტერის ტექნიკური მხარდაჭერით და იტალიის საგამოფენო ჯგუფის ფინანსური ხელშეწყობით, 15-კაციანი ქართული დელეგაცია წარმატებით დაესწრო "Ecomondo 2024 Expo"-ს იტალიაში, ქ.რიმინიში! აღსანიშნავია, რომ PMAG თანამშრომლობს "მყიდველების პროგრამის" წარმომადგენლებთან და მათი პარტნიორობით, სხვადასხვა გამოფენებზე დასწრებას სთავაზობს კლასტერის წევრებს. Ecomondo IEG Italian Exhibition Group

ამ ღონისძიებამ, რომელიც აღიარებულია მწვანე და წრიული ეკონომიკის გადაწყვეტილებების წამყვან საერთაშორისო ცენტრად, ჩვენს წარმომადგენლებს შესთავაზა საინტერესო საგამოფენო სივრცეები უახლესი ტექნოლოგიებით, მდგრადი პრაქტიკისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების ჩვენებითა და ცოდნის გაზიარებით.

ოთხდღიან ღონისძიებას ესწრებოდა 166,000-ზე მეტი მონაწილე და 1,620 გლობალური ბრენდი. ამ დროის განმავლობაში PMAG-ის წევრებმა შეისწავლეს წრიული ეკონომიკის სტრატეგიის მიღწევები , რომელიც ეხება ქაღალდის, ტექსტილის, წყლისა და მიწის აღდგენის რეურსებს. ასევე, ნარჩენების მართვის სხვადასხვა გადაწყვეტილებებს. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა საინტერესო სემინარებსა და დისკუსიებს.

ასეთი საერთაშორისო აქტივობები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიახლეების გაცნობის თვალსაზრისით, არამედ გზას უხსნის სამომავლო პარტნიორობის ჩამოყალიბებას , რომელიც გადამწყვეტია საქართველოს უფრო მწვანე მომავლისთვის. 🌿

#ცირკულარულიეკონომიკა #მწვანეინოვაცია #პმაგ #შესაფუთიმასალები #შეფუთველთაკლასტერი #ეკომონდო2024

🎥იხ.შემფუთველთა კლასტერის წევრის, "ლლ პლასტის" წარმატების ისტორია👏წყარო:   "ჩვენი მიზანია, კახეთის რეგიონში პოლიეთილენის...
21/11/2024

🎥იხ.შემფუთველთა კლასტერის წევრის, "ლლ პლასტის" წარმატების ისტორია👏

წყარო:

"ჩვენი მიზანია, კახეთის რეგიონში პოლიეთილენის ცელოფნის გადამუშავების დანერგვა და დაბინძურების შემცირება. ამჟამად, თვეში 30 ტონა პლასტმასას ნარჩენს ვამუშავებთ, თუმცა მომავალში შესაძლოა, ეს რაოდენობა 50 ტონამდე გაიზარდოს“, - ამბობს კომპანია „ლლ პლასტ“-ის დირექტორი, 34 წლის ლევან იოსებაშვილი.

„ლლ პლასტი“ კახეთის რეგიონში მომუშავე კომპანიაა, რომელიც პლასტიკურ შეფუთვებს აწარმოებს. ოცი წლის წინ, როდესაც „ლლ პლასტი“ საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა, პლასტიკური შეფუთვის წარმოება მომგებიან საქმედ ითვლებოდა, ხოლო მის გარემოსდაცვით შედეგებზე ბევრს არავინ ფიქრობდა. დღეს, შეფუთვის მწარმოებელი კომპანიები, მათ შორის „ლლ პლასტიც“, ცდილობენ მდგრად წარმოებაზე გადავიდნენ, პლასტიკური ნარჩენები გადაამუშაონ, ხელახლა გამოიყენონ და ბიოდეგრადირებადი და რეციკლირებადი პროდუქცია შექმნან, რომელიც ნაკლებად დააზიანებს გარემოს.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, „ლლ პლასტი“ 2020 წელს საქართველოს შემფუთველთა კლასტერს (PMAG) შეუერთდა, პლასტმასას ნარჩენის გადამუშავებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა შეიძინა და მეორადი ცელოფნის გადამუშავება დაიწყო.

კომპანია მარტივი და ეფექტიანი სქემით მუშაობს - ფაბრიკა-ქარხნებში თუ მაღაზიათა ქსელებში წარმოქმნილი პლასტიკის ნარჩენებს აგროვებს, გადაამუშავებს და ახალ პროდუქციად აქცევს.

ამჟამად, მეორადი პლასტიკის გადამუშავება თვეში დაახლოებით 30 ტონას შეადგენს, რაც კახეთის რეგიონში აკუმულირებული პლასტიკური ნარჩენის 60 პროცენტს აღწევს.

„პლასტიკის ნარჩენები ჩვენს გარემოს აბინძურებს, ცელოფნის პარკები გზებზეა, ტყეში და ეზოებშიც კი. ჩვენ თანამედროვე დანადგარები გვაქვს, რომლებიც ამ მეორად ცელოფანს აქუცმაცებს, რაც მისი გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების შესაძლებლობას იძლევა“, - ამბობს ქეთევან ზურიაშვილი, რომელმაც „ლლ პლასტში“ მუშაობა პლასტიკის გადამუშავების ახალი საწარმოო ხაზის გახსნის შემდეგ დაიწყო.

მეორადი პლასტიკის გადამუშავებაზე გადასვლამ, „ლლ პლასტს“ თვალსაჩინო ეკონომიკური შედეგი მოუტანა - შეიქმნა რვა ახალი სამუშაო ადგილი, წარმოების იმპორტზე დამოკიდებულება 50 პროცენტით შემცირდა, ხარჯების ოპტიმიზაცია 20 პროცენტით განხორციელდა, ჯამური წარმადობა 30 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გადამუშავების კომპონენტის წარმადობა კი გახუთმაგდა.

„შემფუთველთა კლასტერის წევრობამ შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო ორგანული პროდუქტების ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატი "TUV - AUSTRIA", რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, პლასტმასას წარმოება მთლიანად ბიოპროდუქტით შეიცვალოს“, - ამბობს ლევან იოსებაშვილი.

„ლლ პლასტი“ იმ ქართულ კომპანიათა რიცხვშია, რომლებიც ნათლად ხედავენ, რომ ცირკულარული ეკონომიკა არა მხოლოდ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების, არამედ წარმატებული ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობაა. ევროკავშირის, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება გზას უხსნის ასეთ კომპანიებს, რომ წარმოების მდგრად მეთოდებზე გადავიდნენ და ხვალინდელი დღის ეკონომიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდრონ.

#შესაფუთიმასალები #პმაგ #შეფუთვა #ლლპლასტი #გადამუშავება #ცირკულარულიეკონომიკა

🟠იხ. ჩვენი წევრის, Buetea Georgian Tea • ქართული ჩაი ბუეთი -ს წარმატების ისტორია↩️🫖✅ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და...
19/11/2024

🟠იხ. ჩვენი წევრის, Buetea Georgian Tea • ქართული ჩაი ბუეთი -ს წარმატების ისტორია↩️🫖

✅ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა მნიშვნელოვანი განხილვის თემებია გაეროს კლიმატურ კონფერენციაზე . ბევრი ქართული საწარმო სწორედ ამ წარმატებული მიდგომის მაგალითია.

🇪🇺🇺🇳 ქართული ჩაის კომპანია „ბუეთმა“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, წარმოებაში მწვანე ტექნოლოგიები დანერგა. ამის შედეგად მან წარმოება გააფართოვა და ევროპულ ბაზრებზე გასვლა შეძლო.

🌿 იცოდით, რომ ქართული ჩაი არა მხოლოდ ყველაზე ჩრდილოეთით მოყვანილი, არამედ ასევე კლიმატგონივრული ჩაია?

🌟 გაეცანით ჩვენს ვებზე: https://www.undp.org/ka/georgia/stories/tea-tale

***

✅ Where meets economic growth.

🫖 The Georgian tea brand Buetea Georgian Tea • ქართული ჩაი ბუეთი proves climate-sensitive agriculture and trade can deliver real benefits.

🇪🇺🇺🇳 Supported by European Union in Georgia and UNDP Georgia, ‘Buetea’ has adopted eco-friendly practices, boosting production and reaching European markets.

🌿 Did you know that Georgian tea is not only the world’s northernmost tea but also eco-smart and climate-friendly?

🌟 Read the inspiring story here: https://go.undp.org/oyU



📸: UNDP/Tornike Turabelidze

🌍 საქართველოს შემფუთველთა კლასტერი   Sustainable Food Packaging Confex-ში! 🌿PMAG კლასტერის წევრმა, ჯორჯიან ფექიჯინგი-ს, ...
18/11/2024

🌍 საქართველოს შემფუთველთა კლასტერი Sustainable Food Packaging Confex-ში! 🌿

PMAG კლასტერის წევრმა, ჯორჯიან ფექიჯინგი-ს, გენერალურმა მენეჯერმა, Gogokhia-მ წარმოადგინა საქართველო ვენის სურსათის მდგრადი შეფუთვების კონფერენციაზე.

Georgian Packaging-ის მონაწილეობამ არა მხოლოდ ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას მდგრადი პრაქტიკისადმი, არამედ გაუხსნა კარი ახალი თანამშრომლობისთვის, იდეებისა და ინოვაციებისთვის ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვაში.

ღონისძიებას დაესწრნენ შეფუთვის მსოფლიო ორგანიზაციის (WPO) წევრები, ინდუსტრიის ლიდერები, ინოვატორები და ექსპერტები, რათა გადაწყვიტონ ისეთი გლობალური გამოწვევები, როგორიცაა საკვები პროდუქტების დანაკარგი, მდგრადობა და ცირკულარული ეკონომიკა. დისკუსიებში და სხვადასხვა სახის სესიებში ჩაერთო 400-ზე მეტი მონაწილე. აქვე, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მოენახულებით რამდენიმე საწარმოო პროცესი.
✨ რა იყო მთავარი Confex-დან:
📍 დღე 1: ვიზიტები წარმოებებში, სადაც წარმოდგენილია ავსტრიის შეფუთვის უახლესი ინოვაციები და ვიზიტი WPO-ს შტაბ-ბინაში, ვენაში.
📍 დღე 2: 500-ზე მეტი დამსწრე FH Campus Wien კონფერენციაზე , რომელიც ორიენტირებული იყო უსაფრთხოებაზე, ცირკულარულობასა და მდგრადობაზე. დღე დასრულდა პრესტიჟული ProPak დაჯილდოების ცერემონიითა და წევრების გაცნობითი ვახშმით.
📍 დღე 3: საინტერესო სესიები UNIDO-ს სათაო ოფისში, ისეთი თემების განხილვით, როგორიცაა რეგულაციების შესაბამისობა, შეფუთვის წრიულობა და სურსათი პროდუქტების დანაკარგების დაბალანსება მდგრადი გადაწყვეტილებებით.
PMAG კლასტერი მხარს უჭერს მდგრად და წრიულ გადაწყვეტილებებს შეფუთვის ინდუსტრიაში! 💚

#შეფუთვა #შესაფუთიმასალები #კლასტერი #პმაგ #ჯორჯიანფექიჯინგი

15/11/2024
30/10/2024
"რატომ არის შეფუთვა მნიშვნელოვანი? 📦შეფუთვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კონტეინერი - ის იცავს, ინახავს და წარმოაჩენს თქვენ...
29/10/2024

"რატომ არის შეფუთვა მნიშვნელოვანი? 📦

შეფუთვა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კონტეინერი - ის იცავს, ინახავს და წარმოაჩენს თქვენს პროდუქტს მომხმარებლისთვის. სწორი შეფუთვა უზრუნველყოფს ხარისხს, ამცირებს ნარჩენებს და ზრდის მდგრადობასაც კი. 🌍 შემფუთველთა კლასტერისთვის, შეფუთვა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ეხება ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებების შექმნას; მხარს უჭერს წრიული ეკონომიკის ფორმირებას და ეხმარება ბიზნესს პოზიტიური გავლენის მოხდენაში.🌱
#შეფუთვა #შემფუთველთაკლასტერი #კლასტერი

🔸საქართველოს შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს 7️⃣0️⃣-ზე მეტ კომპანიას შეფუთვის, კვებისა და სასმელების მრეწველობაში და თან...
29/10/2024

🔸საქართველოს შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს 7️⃣0️⃣-ზე მეტ კომპანიას შეფუთვის, კვებისა და სასმელების მრეწველობაში და თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებასთან☑ - ყველა წევრი გაერთიანებულია შეფუთვის მდგრადი გადაწყვეტილებების პოპულარიზაციისთვის. 🌍 შეფუთვების სექტორის განვითარებას ხელს უწყობს გაერთიანებული თანამშრომლობა სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებზე▶
გამოგვყევით, რომ გაიგოთ მეტი ჩვენი წევრების მიღწევების შესახებ და რა გეგმები გვაქვს ინდუსტრიის განვითარებისთვის. #მდგრადობა #შეფუთვა #შემფუთველთაკლასტერი #კლასტერი

🔸გაინტერესებთ ჩვენი საქმიანობა და შედეგები? 🌍 ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს, რათა აღმოაჩინოთ, თუ რას ვთავაზობთ ადგილობრივ და საე...
29/10/2024

🔸გაინტერესებთ ჩვენი საქმიანობა და შედეგები? 🌍
ეწვიეთ ჩვენს ვებსაიტს, რათა აღმოაჩინოთ, თუ რას ვთავაზობთ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებს სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის! გარდა შეფუთვებისა, აქ დაგხვდებათ ინფორმაცია განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეც☑
შეიტყვეთ მეტი www.pmag.ge-ზე

#შეფუთვა #შემფუთველთაკლასტერი #კლასტერი

თუკი, ბიზნესის განვითარების მექანიზმებს ეძებ, ჩვენს საქმიანობას გაეცანი:🔸შემფუთველთა კლასტერის წარმატების მოდელი - გაერთ...
29/10/2024

თუკი, ბიზნესის განვითარების მექანიზმებს ეძებ, ჩვენს საქმიანობას გაეცანი:
🔸შემფუთველთა კლასტერის წარმატების მოდელი - გაერთიანებშია☑️
🔸ცოდნა, ახალი იდეები და მიმდინარე პროექტების ხელშეწყობა➡️ეს, ის მცირე ჩამონათვალია, რომლის მიღებასაც ჩვენთან გაერთიანებით შესძლებ☑️

▶️დეტალურ ინფორმაციას, კი ამ ბმულზე მიიღებ : www.pmag.ge
#შეფუთვა #შემფუთველთაკლასტერი #კლასტერი

Address

ფიროსმანის ქ. N16
Tbilisi
0164

Alerts

Be the first to know and let us send you an email when PMAG Packaging Cluster/ შემფუთველთა კლასტერი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to PMAG Packaging Cluster/ შემფუთველთა კლასტერი:

Share