NMG • Nikora Management Group

NMG • Nikora Management Group ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი (NMG) მრავალპროფილური საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს წამყვან კომპანიებს კვების, რითეილის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში.

„მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო გზა მისი შექმნაა.“ - პიტერ დრაკერიმომავალს დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, თანმი...
23/07/2026

„მომავლის წინასწარმეტყველების საუკეთესო გზა მისი შექმნაა.“ - პიტერ დრაკერი

მომავალს დღეს მიღებული გადაწყვეტილებები, თანმიმდევრული ნაბიჯები და ყოველდღიური შრომა ქმნის.

სწორედ ამ პრინციპით ვითარდება NMG-იც - ვქმნით ახალ შესაძლებლობებს, ვაძლიერებთ ქართულ წარმოებას და ყოველდღიურად ვაშენებთ ბიზნესს, რომელიც უკეთეს მომავალს ემსახურება.

🌐 https://nmg.com.ge/

𝗡𝗠𝗚 (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს.საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი კომპანიის ფინანსური მ...
13/07/2026

𝗡𝗠𝗚 (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგს ფლობს.

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი კომპანიის ფინანსური მდგრადობის, ბიზნესმოდელისა და საკრედიტო შესაძლებლობების დამოუკიდებელი შეფასებაა. მისი არსებობა ადასტურებს NMG-ის საქმიანობის გამჭვირვალობას და დაინტერესებულ მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების ობიექტურ შეფასებას.

რეიტინგი NMG-ს პირველად 2019 წელს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Scope Ratings-მა მიანიჭა. კომპანია დღესაც განაგრძობს მუშაობას კორპორაციული მართვის, ფინანსური გამჭვირვალობისა და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების მიმართულებით.

https://shorturl.at/2FbVA

NMG-ისა და კოლეჯი "სპექტრი''-ს პარტნიორობით დაწყებული საგანმანათლებლო ინიციატივა პრაქტიკულ ფაზაშია!სტუდენტები პრაქტიკას ...
19/06/2026

NMG-ისა და კოლეჯი "სპექტრი''-ს პარტნიორობით დაწყებული საგანმანათლებლო ინიციატივა პრაქტიკულ ფაზაშია!

სტუდენტები პრაქტიკას NMG-ის შვილობილი ბრენდების (შპს „ნიკორა“, შპს „ჩვენი ფერმერი“) საწარმოო ბაზებზე გადიან და რეალურ სამუშაო გარემოში ეუფლებიან ისეთ დეფიციტურ ტექნიკურ პროფესიებს, როგორიცაა:

⚡ ელექტროობა და ავტომატიზაციის სისტემები
🌡️ კონდიცირებისა და სამაცივრე სისტემების მომსახურება

პროექტი სტუდენტებისთვის ორმაგად მამოტივირებელია - მათ აქვთ წვდომა თანამედროვე დანადგარებზე, იღებენ უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას და, ამავდროულად, სარგებლობენ ყოველთვიური სტიპენდიითა და კომპანიის ბენეფიტებით.

🔗 გაიგეთ მეტი სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილების შესახებ: https://shorturl.at/rWFIY

NMG-ის CSR პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაა. ჯგუ...
11/06/2026

NMG-ის CSR პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი გარემოზე ზემოქმედების შემცირება და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაა. ჯგუფი ორიენტირებულია რესურსების ეფექტურ მართვასა და ნარჩენების გადამუშავების პროცესის ორგანიზებაზე.

2022 წლიდან დღემდე, NMG-ის მწვანე ინიციატივების ფარგლებში ათასობით ტონა ნარჩენი გადამუშავდა. ნარჩენების სეპარაციიდან ლოგისტიკურ მართვამდე პროცესს თავად ჯგუფი უზრუნველყოფს. გადამუშავების მიზნით სპეციალიზებულ პარტნიორ კომპანიებს გადავეცით:

📦 5 500+ ტონა მუყაო
🧋 2 000 ტონა პლასტიკი
🛍️ 1 000+ ტონა პოლიეთილენი
🪵 5 000+ ხის სადგამი

გადამუშავებული ნარჩენი NMG-ის წარმოებით ციკლში არ ბრუნდება. პარტნიორი კომპანიების მიერ რეციკლირების შემდეგ ის ახალ სიცოცხლეს სამშენებლო და ტექნიკურ სექტორებში იძენს.

შედეგები ადასტურებს NMG-ის სისტემურ მიდგომას გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმართ. ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვა ჯგუფის გრძელვადიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.

#ცირკულარულიეკონომიკა #მწვანეპოლიტიკა #გარემოსდაცვა

„თუ გსურს იარო სწრაფად, იარე მარტო. თუ გსურს წახვიდე შორს, იარეთ ერთად.“ბიზნესის ისტორია აჩვენებს, რომ ცალკეული, თუნდაც ...
03/06/2026

„თუ გსურს იარო სწრაფად, იარე მარტო. თუ გსურს წახვიდე შორს, იარეთ ერთად.“

ბიზნესის ისტორია აჩვენებს, რომ ცალკეული, თუნდაც ძალიან წარმატებული კომპანიების რესურსი მასშტაბურ გამოწვევებს შესაბამისად ვერ პასუხობს. გრძელვადიანი განვითარების ეტაპზე, ინდივიდუალური ოპერირების მოდელი ნაკლებად ეფექტური ხდება.

სწორედ აქ იქმნება სინერგიის ეფექტი - კონცეფცია, რომელიც NMG-ის მთავარ ძალას წარმოადგენს და 15-ზე მეტი დამოუკიდებელი კომპანიის ერთიან, მძლავრ ეკოსისტემას ქმნის. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში?

🔷 ოპერაციული ავტონომია და კორპორატიული სიმყარე: შვილობილი კომპანიები ინარჩუნებენ უნიკალურ იდენტობას, თუმცა მათ ზურგს ჰოლდინგის ინსტიტუციური და ფინანსური სტაბილურობა უმაგრებს.

🔷 ჯვარედინი უპირატესობა: ერთიანი გამოცდილება ხდება ავტომატური კონკურენტული უპირატესობა ჯგუფის ყველა სხვა წევრისთვის, რაც აჩქარებს მათ განვითარებას.

🔷 ღია შესაძლებლობები: ბიზნესგარემო ქმნის ახალ შესაძლებლობებს და უზრუნველყოფს კომპანიების გრძელვადიან განვითარებას.

კოლაბორაციის ეს მოდელი საშუალებას გვაძლევს, ცალკეული წარმატებები ერთიან პროგრესად ვაქციოთ.

#ბიზნესმოდელი #ჰოლდინგი #აფრიკულიანდაზა

თბილისი, 1918 წლის 26 მაისი. დედაქალაქში გაზაფხულის თბილი კვირა გათენდა. ისეთი, რაღაცის გარდაუვალ დასასრულსა და დასაწყის...
25/05/2026

თბილისი, 1918 წლის 26 მაისი.

დედაქალაქში გაზაფხულის თბილი კვირა გათენდა. ისეთი, რაღაცის გარდაუვალ დასასრულსა და დასაწყისს რომ ერთდროულად ატარებს.

გოლოვინის პროსპექტზე, მეფისნაცვლის ყოფილი სასახლის თეთრ დარბაზში ასამდე ადამიანი შეიკრიბა - მათ შორის ეროვნული საბჭოს წევრები და კანდიდატები.

მათ ზურგს უკან იმპერიის ნანგრევებია, წინ კი - თავისუფალი მომავალი.

17:10 საათზე დარბაზში ხმაური წყდება. ნოე ჟორდანია ტრიბუნაზე ადის.

დარბაზის მზერა მის ხელებში მოქცეულ ფურცლებზეა გადატანილი. აქტზე, რომლის ყოველი სიტყვა საუკუნოვან ოცნებას უბერავს სულს.

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფო!"

იმ დღეს ხალხმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ სასახლის კედლებს მიღმა ახალი სახელმწიფო დაიბადა. გაცნობიერება მოგვიანებით მოვიდა - გააზრება, რომ იმპერიის ნანგრევებზე დამოუკიდებლობის ახალი ეპოქა დაიწყო!

26 მაისი გახდა დღე, როდესაც სიტყვა იქცა სახელმწიფოდ!

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

ენერგოეფექტურობა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული არჩევანი და პრიორიტეტია.2022 წლიდან დღემდე, მზის ენერგიისა და თანამედროვ...
18/05/2026

ენერგოეფექტურობა ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიული არჩევანი და პრიორიტეტია.

2022 წლიდან დღემდე, მზის ენერგიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით, ჩვენ რეალური ციფრებით ვცვლით გარემოს უკეთესობისკენ.

NMG-ში შემავალი კომპანიების მიერ მიღწეული კონსოლიდირებული ეკო-შედეგები რეალურ ციფრებში ასეთია:

🌱 2 713 გადარჩენილი ხე - დაზოგილი ენერგია 2 713 ახალი ხის დარგვის ტოლფასია;
💨2 214 ტონით ნაკლები CO₂ - უფრო სუფთა ჰაერი ჩვენი ქალაქებისთვის;
⚡ 5 000 000 დაზოგილი kWh - რესურსების გონივრული მართვისა და მწვანე ენერგიის შედეგი;

ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი საწარმოებისა და ობიექტების ეტაპობრივი ეკო-ტრანსფორმაცია გრძელდება. ვქმნით ბიზნესს, რომელიც ზრუნავს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვაზე.

#მდგრადიგანვითარება #მწვანეენერგია

კიდევ ორი სკოლა შეემატა იმ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელსაც NMG უკვე რამდენიმე წელია, სხვადასხვა რეგიონში ახორციელე...
11/05/2026

კიდევ ორი სკოლა შეემატა იმ საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელსაც NMG უკვე რამდენიმე წელია, სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს. ✨🏔

ამჯერად ჩვენი გუნდი სვანეთს ესტუმრა, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალისა და სოფელ მულახის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა. 👩‍🏫🏫

ვიზიტი ბავშვებისთვის განსაკუთრებული ემოციებით იყო სავსე. სკოლებს პერსონალური კომპიუტერები და სასკოლო ბიბლიოთეკა გადაეცა, მოსწავლეებს კი - ინდივიდუალური საჩუქრები. 💻🎒

პროექტი ემსახურება იდეას, რომ ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომა ყველა ბავშვისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. ინიციატივა 2022 წლიდან უწყვეტად მიმდინარეობს და ყოველწლიურად აფართოებს რეგიონალური სკოლების არეალს. 💫🌍

დეტალები იხილე ბმულზე: https://shorturl.at/FMgjI

#განათლებისმხარდაჭერა

🚀 ერთიანი სისტემა იდეიდან მომხმარებლამდედღეს წარმატებული ბიზნესი უბრალოდ წარმოება ან გაყიდვა აღარ არის - ეს არის სრული ც...
05/05/2026

🚀 ერთიანი სისტემა იდეიდან მომხმარებლამდე

დღეს წარმატებული ბიზნესი უბრალოდ წარმოება ან გაყიდვა აღარ არის - ეს არის სრული ციკლის მართვა. სწორედ ასე მუშაობს NMG, სადაც ვერტიკალური ინტეგრაცია ქმნის ხარისხს, კონტროლს და კონკურენტულ უპირატესობას.

ჩვენ ვაერთიანებთ მთელ პროცესს ერთ ეკოსისტემაში:

🌍 იმპორტი
🏭 წარმოება
🚚 ლოგისტიკა
📦 დისტრიბუცია
🏪 საცალო ქსელი

შეიტყვეთ მეტი NMG-ის ბიზნეს-მოდელის შესახებ👇

თანამედროვე ბიზნეს-სამყაროში წარმატების ფორმულა სრული ციკლის კონტროლია. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ...

განათლების თანმიმდევრული და გრძელვადიანი მხარდაჭერა NMG-ის CSR საქმიანობის მთავარი ღერძია და ერთჯერად ფორმატს სცდება.✨💫წ...
27/04/2026

განათლების თანმიმდევრული და გრძელვადიანი მხარდაჭერა NMG-ის CSR საქმიანობის მთავარი ღერძია და ერთჯერად ფორმატს სცდება.✨💫

წარმოგიდგენთ კიდევ ერთ პროექტს, რომელიც რეგიონული სკოლების მხარდაჭერას გულისხმობს და 2022 წლიდან ხორციელდება. ინიციატივის ფარგლებში, NMG საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე საჯარო სკოლებს კომპიუტერებითა და სასკოლო ბიბლიოთეკით ეხმარება, ხოლო მოსწავლეებს ინდივიდუალურ საკანცელარიო საჩუქრებს გადასცემს. 📚🎁

ამ ტრადიციის გაგრძელებით, წელს ჩვენი გუნდი გურიას ესტუმრა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვრისა და სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლებს საჩუქრები გადასცა. 🖥🎒

ინიციატივის მიზანი რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგანმანათლებლო რესურსების გაუმჯობესება და სასწავლო გარემოს გაძლიერებაა.👩‍🏫🏫

პროექტი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უწყვეტად ხორციელდება, მომავალშიც გაგრძელდება. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული მხარდაჭერა ყველაზე გრძელვადიანი ინვესტიციაა. ✨

პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/omrxH

#განათლებისმხარდაჭერა #სკოლებისმხარდაჭერა

Address

2 Aleksandre Mrevlishvilis Street
Tbilisi
0180

Alerts

Be the first to know and let us send you an email when NMG • Nikora Management Group posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share