25/03/2020
რა არის საჭირო ფორექსზე წარმატებით ვაჭრობისთვის!! #11
👇👇შეჯამება👇👇
ფორექს ბაზარზე არ არსებობს ერთი წარმატების ფორმულა, რომლის მიგნების შემდეგ ყველა თქვენს სურვილს აისრულებთ. როგორც ყველა საქმე, მასაც სჭირდება ცოდნა, გამოცდილება და პრაქტიკა. ამიტომაც, წარმატებას აღწევენ ყველაზე მიზანდასახული ტრეიდერები. იმისთვის, რომ თქვენც მათ რიგებში აღმოჩნდეთ, აუცილებელია გქონდეთ სწორი წარმოდგენები და მოლოდინები, იყოთ რაციონალური, შეარჩიოთ კარგი საბროკერო კომპანია, მაგრამ სანამ ამას გააკეთებთ აუცილებლად დაუთმოთ დრო სწავლას და პრაქტიკას. ასეთ შემთხვევაში შეძლებთ გახდეთ წარმატებული ფორექს ტრეიდერი საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.