16/08/2026
„ძვირია“ — „ჩინეთში 100-200 დოლარი ღირს“ — ეს კომენტარები ალბათ ყველას გვინახავს 😄
მაგრამ მოდით, ერთი რამე აგიხსნათ: ვინც ამას წერს, აშკარად საერთოდ არ იცის, რა ჯდება ასეთი პროდუქტის ჩამოტანა ჩინეთიდან საქართველოში.
ჩინეთში ნანახ ფასს უბრალოდ ამატებ და ამბობ — „აი, საქართველოში რატომ ყიდით ძვირად?“ 😅
მხოლოდ პროდუქტის ფასი ხომ არ არის?!
ტრანსპორტირება, ზღვით ან სხვა გზით ჩამოტანა, საბაჟო, გადასახადები, დოკუმენტაცია, საწყობი, დაზიანებული პროდუქტი, რისკები და კიდევ ბევრი ხარჯია, რაც მომხმარებელს საერთოდ არ უჩანს.
მით უმეტეს, საუბარია ელექტრო მოპედებზე, სკუტერებზე და მსგავს ტექნიკაზე.
მაგრამ იცით რა? 🤔
წერეთ ეს კომენტარები!
„ძვირია“, „ჩინეთში 200 დოლარია“, „მე უფრო იაფად ვნახე“ — ყველაფერი დაწერეთ 😂
თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ ჩვენს ბიზნესს აზიანებთ, მაგრამ რეალურად რაც უფრო მეტს წერთ, მით მეტი კომენტარია, მეტი აქტივობაა და ვიდეოს უფრო მეტი ადამიანი ნახულობს. 😎
ასე რომ, ჰეითერებო, თქვენც ჩვენი გუნდის წევრები ხართ 😂❤️
და ბოლოს — თუ მართლა იცით, სად იყიდება ზუსტად იგივე პროდუქტი, იგივე ხარისხით და იგივე კომპლექტაციით 100-200 დოლარად, მოგველოდებით კომენტარებში.
მოდით, ვნახოთ 😉