26/05/2026
🍇 სანამ ამ მიწაზე ქრისტიანობა მოვიდოდა, მანამდეც აქ თავისუფლება სუფევდა. თავისუფლება ჰაერშია, წყალშია, ზღვაშია, მთაში და ვენახში.
🇬🇪 ამასწინათ კრეატიული აზროვნების ლექციაზე ვსაუბრიბდით დიად იდეაზე. სტუდენტმა მკითხა - მას, რა არის საქართველოს BIG IDEA? მეც ეგ ვუთხარი - თავისუფლება მეთქი.
💔ძალიან სევდიანი 26 მაისია წელს, რადგან მეათასეჯერ გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძლობა. ამდენი სისხლის, ტკივილის, წამების, ღალატის, ბოროტების, უზნეობის და ბოგანობის მერე, ისევ მოჯადოებულ წრეზე დავდივართ. არაფერი ჩვენ არ გვცვლის.
🇬🇪 საქართველო ყველასია! ეს ჰაერი, წყალი, მიწა და გმირები. მართლა ჩვენი ყველასია ეს ქვეყანა, და როდესაც საქართველო მორიგ ჯერზე გაიმარჯვებს (და ეს დღე მალე მოვა!), მაინც ვიპოვით, რა გვექნება გასაყოფი.
🇬🇪 ერთი რამ ვიცოდეთ, საქართველო იყო მანამდე და იქნება მერეც. ოღონდ, როგორი იქნება, მხოლოდ ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია. მეტი არავისი. ხოდა, ნუღარ გავაბედინებთ ამდენს!
🇬🇪 გილოცავთ დღევანდელ დღეს, დაგვებედოს თავისუფლება და კეთილი ზნე!
🚀 P.S. 19:00 საათზე შევხვდებით თსუ პირველ კორპუსთან.