Diggers - Archaeologists' Club

Diggers - Archaeologists' Club For DIGGERS (Archaeologists) all over the world!

30/08/2026

შუა საუკუნეების კერამიკის საწარმო

თურქეთში, კონიის მახლობლად, ჩათალჰოიუქის ნეოლითურ დასახლებაში მიმდინარე გათხრებისას არქეოლოგებმა „მიცვალებულთა სახლად“ წ...
29/08/2026

თურქეთში, კონიის მახლობლად, ჩათალჰოიუქის ნეოლითურ დასახლებაში მიმდინარე გათხრებისას არქეოლოგებმა „მიცვალებულთა სახლად“ წოდებული ნაგებობის გვერდით 8 ჩვილის ჩონჩხი აღმოაჩინეს.

ჩათალჰოიუქი დაახლოებით ძვ. წ. 7400–6200 წლებით თარიღდება და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნეოლითურ არქეოლოგიურ ძეგლად ითვლება.

აქ სახლები ერთმანეთზე ისე მჭიდროდ იყო აშენებული, რომ ქუჩები თითქმის არ არსებობდა და ადამიანები ხშირად სახურავებიდან გადაადგილდებოდნენ.

ადამიანებს ხშირად საკუთარი სახლების იატაკის ქვეშ კრძალავდნენ. ერთსა და იმავე სახლში შეიძლება რამდენიმე თაობის ადამიანების ნეშტი ყოფილიყო დამარხული.

ამიტომ სახლი მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი არ იყო. ის იყო ადგილი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, კვდებოდნენ და, გარკვეული გაგებით, გარდაცვლილებთან ერთად აგრძელებდნენ ცხოვრებას.

📷 Tarih Arkeoloji

28/08/2026

უძველესი სამარხი გრაკლიანის გორაზე!

დღეს არ გამოგრჩეთ Orozmani Archaeology & Paleoanthropology Field School -ის LIVE! 🦴❤️1.8 მილიონი წლის შემდეგ, მზის სინათ...
28/08/2026

დღეს არ გამოგრჩეთ Orozmani Archaeology & Paleoanthropology Field School -ის LIVE! 🦴❤️

1.8 მილიონი წლის შემდეგ, მზის სინათლეს პირველად იხილავს Gallogoral meneghinii sickenbergii-ის თავქალა.

📷 Giorgi Bidzinashvili

🐢 თურქეთში 14 500 წლის წინანდელი კუს ფიგურები აღმოაჩინესჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ერთ-ერთ მღვიმეში არქეოლოგებმა კირქვისგ...
27/08/2026

🐢 თურქეთში 14 500 წლის წინანდელი კუს ფიგურები აღმოაჩინეს

ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, ერთ-ერთ მღვიმეში არქეოლოგებმა კირქვისგან დამზადებული 25 კუს ფიგურა აღმოაჩინეს.

ფიგურები დაახლოებით 14 500–11 200 წლით თარიღდება. ზოგიერთი მათგანი თიხის ფენით იყო დაფარული.

მათი ზომა შედარებით მცირეა, დაახლოებით 30 სმ-მდე სიგრძისა და 20 სმ-მდე სიგანის.

ფიგურების დანიშნულება ამ ეტაპზე უცნობია. აღმოჩენა კი საინტერესოა იმით, რომ ათასწლეულების წინ მცხოვრები ადამიანების მიერ შექმნილი ასეთი ნივთები გვაძლევს საშუალებას, უკეთ გავიგოთ მათი ყოველდღიური ცხოვრება, წარმოდგენები და სიმბოლური სამყარო.

📷 Anadolu Agency

🏺 ესპუმიესში 2 500 წლის წინანდელი „სირენა“ აღმოაჩინესესპუმიესის ძველ ბერძნულ დასახლებაში, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში,...
27/08/2026

🏺 ესპუმიესში 2 500 წლის წინანდელი „სირენა“ აღმოაჩინეს

ესპუმიესის ძველ ბერძნულ დასახლებაში, ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, არქეოლოგებმა ძვ. წ. VI საუკუნით დათარიღებული მოხატული კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტი აღმოაჩინეს.

ფრაგმენტზე ქალის სახეა გამოსახული, რომელიც შესაძლოა მითოლოგიურ სირენას წარმოადგენდეს. არქაულ ბერძნულ ხელოვნებაში სირენებს ხშირად ქალის თავითა და ფრინველის სხეულით გამოსახავდნენ.

ნივთი ერთ-ერთ უძველეს საცხოვრებელ სახლში იპოვეს, სადაც ასევე გამოვლინდა სამზარეულო, კერა და საკვებისა და სითხეების შესანახი ჭურჭელი. მათ შორის იყო ეტრუსკული ამფორაც, რაც იმდროინდელ ხმელთაშუა ზღვის სავაჭრო კავშირებზე მიუთითებს.

აღმოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა იმიტომ, რომ მსგავსი ჭურჭელი ხშირად რიტუალურ ან სამარხის კონტექსტში გვხვდება. მისი საცხოვრებელ სახლში აღმოჩენა კი ახალ კითხვებს აჩენს: რა დანიშნულება ჰქონდა მას და რატომ ინახებოდა იქ?

ესპუმიესში არქეოლოგიური კვლევები 2018 წლიდან გრძელდება. აღმოჩენილი სახლები და ნივთები სულ უფრო ნათელ სურათს ქმნის იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობდნენ, ამზადებდნენ საკვებს, ინახავდნენ პროდუქტებს და ვაჭრობდნენ ადამიანები ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერძნულ სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 2 500 წლის წინ.

📷 Archaeology World

ქარელის მუნიციპალიტეტში, ბერიკლდეების არქეოლოგიურ ძეგლზე, საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ...
23/08/2026

ქარელის მუნიციპალიტეტში, ბერიკლდეების არქეოლოგიურ ძეგლზე, საქართველოს უნივერსიტეტის თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის (UG Georgian Studies - იუჯი ქართველოლოგიის ინსტიტუტი )
ექსპედიციამ შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი გამოიკვლია.

არქეოლოგიური სამუშაოები 2026 წლის 7 ივლისიდან 13 აგვისტომდე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

კვლევის შედეგად ყორღანის სამარხში შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკული მასალა, ბრინჯაოს სპირალისებური მძივები, ორი საკინძი, სარდიონისა და გიშრის მძივები და პასტის მძივები გამოვლინდა. კამერაში ჩაცვენილი ქვების გამო ჭურჭელი მთლიანად იყო დამსხვრეული, თუმცა ოთხი კარგად შემონახული ჭურჭლის ძირი დაფიქსირდა.

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა დრომოსის ძირში აღმოჩენილი ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები, მათ შორის კარგად შემონახული ქვედა ყბა და კბილები. იქვე აღმოჩნდა ხარის ძვლებიც.

არქეოლოგიური მასალის შემდგომი კვლევა მოიცავს ოსტეოლოგიურ, დნმ-ის, რადიოკარბონულ და იზოტოპურ ანალიზებს. დნმ-ის კვლევისთვის ნიმუშები გერმანიაში, მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში გაიგზავნება, იზოტოპური კვლევა იტალიის პარმის უნივერსიტეტში ჩატარდება, რადიოკარბონული დათარიღება კი გერმანიის კურტ ენგელჰორნის არქეომეტრიის ცენტრში იგეგმება.

ექსპედიციას არქეოლოგიის დოქტორი ნიკოლოზ გობეჯიშვილი ხელმძღვანელობდა. კვლევები ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მანანა სანაძის, პირადი ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მიღებული მონაცემები მნიშვნელოვანი იქნება სამხრეთ კავკასიაში შუა ბრინჯაოს ხანის მოსახლეობის ცხოვრების, დაკრძალვის წესებისა და ბიოლოგიური ისტორიის შესასწავლად.

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევებისას, მეხუთე ტერასაზე, კლდოვან ქანში ამოკვეთილ წრიულ სამარხში სამი ადამიანის ნეშტი ა...
22/08/2026

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევებისას, მეხუთე ტერასაზე, კლდოვან ქანში ამოკვეთილ წრიულ სამარხში სამი ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს.

ამ ეტაპზე უცნობია მათი ვინაობა, ასაკი, დაკრძალვის პერიოდი და გარდაცვალების მიზეზი. დეტალური კვლევა შესაძლოა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცეს გრაკლიანის იმ პერიოდის ადამიანების ცხოვრების, დაკრძალვის წესებისა და საზოგადოების შესახებ.

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური სამუშაოები გრძელდება.

📷 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

#არქეოლოგიაიკვლევს

21/08/2026

არქეოლოგი მერაბ ძნელაძე რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისას გამოჩენილ ძველი შენობების
საძირკვლებსა და თბილისის კოლექტორზე. ასევე საუკუნეების წინანდელ კერამიკის ნივთებზე.

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭელი 📸 მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის
20/08/2026

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭელი

📸 მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Diggers - Archaeologists' Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Diggers - Archaeologists' Club:

Shortcuts

Share