ჩვენი ცენტრის პრიორიტეტია სხვადასხვა ფორმატიანი ოპერატიული პოლიგრაფია. ციფრული ბეჭდვა მიეკუთვნება ბეჭდვითი ინდუსტრიის ყველაზე ოპერატიულ ტექნოლოგიას. შუალედური პროცესების გარეშე დოკუმენტების უმაღლესი ხარისხით ბეჭდვა უშუალოდ კომპიუტერიდან სრულად პასუხობს ბიზნესის მზარდ მოთხოვნებს. თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა რამდენიმე წამში ასრულებს საკმაოდ რთულ ამოცანას და “ბეჭდვა მოთხოვნილებისამებრ!” – რეა
ლური პირობად იქცა. ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით შესრულდეს ტექსტის ან გამოსახულების ოპერატიული ცვლილება, ერთეული ეგზემპლიარების ბეჭდვა, პერსონალიზაცია და მრავალი სხვა ფუნქცია. ხარისხი არ ჩამოუვარდება საწარმოო პოლიგრაფიული პროდუქციის ხარისხს, ფერთა გადაცემის სიზუსტე კი ეტალონურია. ოპერატიული პოლიგრაფია და ფართოფორმატიანი ბეჭდვა იმდენად მყარად შემოვიდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ხშირად მისი ზეგავლენა შეუმჩნეველია. ციფრული პოლიგრაფიის გარეშე წარმოუდგენელია მუდმივად განვითარებადი კომპანიების ფუნქციონირება, რომელთა სტრატეგია პოტენციური კლიენტებისათვის სიახლეების, ფასების და პროდუქციის ასორტიმენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს. თანამედროვე აღჭურვილობის, კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალის წყალობით კომპანია „ესპო“ უზრუნველყოფს ოპერატიული პოლიგრაფიის, აკინძვის, ბეჭდვის შემდგომი მომსახურების, ტირაჟირების და ფართოფორმატიანი ბეჭდვის უმაღლეს ხარისხს. წამყვანი პოზიციის მიუხედავად, ფასების მოქნილი პოლიტიკა უზრუნველყოფს არა მარტო მსხვილი, და კორპორატიული კლიენტების, არამედ კერძო დამკვეთების მოზიდვას მცირე მოცულობის ნებისმიერი სახის მომსახურებით – ფართოფორმატიანი ბეჭდვიდან ჯიბის კალენდრების დამზადებამდე.