კოკროჭინა/kokrochina

კოკროჭინა/kokrochina ვავრცელებთ ინფორმაციას ქართული მცირ? ჩვენ ვქსოვთ ქუდებს ბავშვებისთვის.

13/12/2023
17/10/2022

1921 წლის კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფო უღარიბეს მოსწავლეებს დაწყებით სკოლაში უფასო საკვებით უზრუნველყოფს.

ეს დებულება მოსწავლეების უფასო გამოკვებას სახელმწიფოს კონსტიტუციურ მიზნად აცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ უფასო საკვები, ამ დებულებით, მიზნობრივად უღარიბესი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და არა - ყველა ბავშვისთვის, 1919 წლის 2 თებერვლის ქალაქის საბჭოს არჩევნებში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამა უფასო საუზმეს ყველა მოსწავლისთვის ითვალისწინებდა. საარქივო ჩანაწერები აჩვენებს, რომ საქალაქო ბიუჯეტებში მოსწავლეების უფასო კვებისთვის სპეციალური სახსრები იყო გამოყოფილი.

ეს ჩანაწერი 1921 წლის კონსტიტუციის სწავლა-განათლების თავშია შესული, ანუ უფასო საკვები სწავლის პროცესის ნაწილად მოიაზრებოდა. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ესწავლათ, მათ სახელმწიფოსგან უფასო საკვები უნდა ჰქონოდათ.

დღეს საქართველოში ბევრი წუხს მოსწავლეების სწავლის ხარისხზე. საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ ქართველ მოსწავლეებს წიგნიერების და მათემატიკის დაბალი მოსწრება აქვთ. როცა მსჯელობენ ამის მიზეზებზე, თითქმის არასდროს ახსენებენ მოსწავლეთა შიმშილს. მაგრამ ჩვენთან ყოველი 10-დან 7 ბავშვი სკოლაში მშიერია - ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე. ამას კი არსებითი გავლენა აქვს მოსწავლეთა განათლების ხარისხზე.

ქვეყნებში, იქ, სადაც უფასო სასკოლო კვება დანერგეს, გაუმჯობესდა მოსწავლეთა მიღწევები. უფასო სასკოლო კვება ამცირებს სკოლის მიტოვების მაჩვენებელსაც. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი აჩვენებს იმასაც, რომ ყოველდღიური უფასო სასკოლო კვება სკოლაში დასწრების ძლიერი სტიმულია მოსწავლეებისთვის.

უფასო საკვები სკოლებს!

04/08/2022

ამ წლის, მხოლოდ პირველ სამ თვეში, საქართველოში 576.5 ათასი ადამიანი შემოვიდა.

მათ ჯამში 1 მილიარდ 400 მილიონი ლარი დახარჯეს, ანუ საშუალოდ თითო ვიზიტორმა 2777 ლარი დახარჯა. ამ ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი რა თქმა უნდა, სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში დაიხარჯა.

ეს წარმოდგენას გვიქმნის თქვენი დამსაქმებლების შემოსავლებზე.

თქვენი ხელფასი იზრდება?

ეს შემოსავლები და მოგება აისახება თქვენი შრომის ანაზღაურებაზე?

როცა მათი მოგება იზრდება, თქვენი ხელფასი არ იმატებს, მაგრამ როდესაც წაგებაში მიდიან, თქვენ უმუშევარი რჩებით ან ხელფასს გაკლებენ - ეს სამართლიანია?

ხმამაღლა თქვი, რომ ხელფასი არ გყოფნის!

24/12/2020

😭😭😭😭

მანდ, სადაც ხარ, მამაჩემო, რანაირი მთებია?
მზის სხივები დილაობით ვის სულს ეგებებიან?
ქარი თუ ქრის, ანდა კაცი კაცს თუ ხვდება ღიმილით,
უყვართ განა? ან თუ სტკივათ ერთმანეთის ტკივილი?
აქ წვიმაა, ვერ იდარა, რაც შორეთში წახვედი,
მაინც ბრუნავს დედამიწა, ათას ტანჯვის მნახველი,
ხეებს ყოველ შემოდგომით ისევ სცვივათ ფოთლები
და ბავშვივით მჯერა, რომ შენც სადმე განმეორდები...
დრო მიდის და ქვიშა რჩება, წყალს მიჰყვება სიზმარი,
იმ სიზმარშიც ვერაფერი, ვერაფერი გითხარი...
მანდ როგორ ხარ, მამაჩემო... ჩვენ აღარა გვიჭირს რა,
ოღონდ ჟანგი შეეპარა ამ გულსა და იმ ჭიშკარს,
ჩვენს სოფელში ძველებურად ღამდება და თენდება,
სადღაც ვიღაც იბადება, იზრდება და ბერდება,
და მგონია, ეს ცხოვრება ერთი დიდი წიგნია,
სადაც აღარ ბრუნდებიან, თუკი ერთხელ მიდიან...

ნინო ჭიქაშუა 💛

20/07/2020
 #ხელნაკეთი  ფასი: 40 ლარი
29/08/2019

#ხელნაკეთი
ფასი: 40 ლარი

 ფასი: 40 ლარი
28/08/2019


ფასი: 40 ლარი

 #ჩანთა  #ხელნაკეთიფასი: 90 ლარი
27/08/2019

#ჩანთა #ხელნაკეთი
ფასი: 90 ლარი

Address

ასათიანის ქ. 10ა
Tbilisi
0171

Telephone

+995591708080

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოკროჭინა/kokrochina posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to კოკროჭინა/kokrochina:

Share