30/10/2025
Lorem Ipsum ყველაზე "დაძებნადი" უშინაარსო ტექსტია (პოსტის დაწერის მომენტში 192 მილიონი შედეგი იძებნება გუგლით), რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს, მეტიც მისი სიტყვების აბსოლუტური უმრავლესობა დამახინჯებული ლათინურია.
ამ ფსევდოლათინურ ტექსტს 500 წელზე მეტია იყენებენ დამკაბადონებლები (ბოლო დროს ვებ-დიზაინერებიც) ლათინური შრიფტით შესავსები მაკეტის ნიმუშის წარდგენისას, რადგან ითვლებოდა და ითვლება, რომ "აზრიანი" ტექსტი ყურადღებას უფანტავს დიზაინის საწყის ეტაპზე დამთვალიერებელს.
1960-იან წლებში, ლათინურში იშვიათი და ტექსტში სწორად დაწერილი სიტყვა consectetur-ის დაძებნისას ამერიკელმა პროფესორმა რიჩარდ მაკლინტოკმა მიაკვლია, რომ lorem Ipsum არის ციცერონის ტრაქტატის De Finibus Bonorum et Malorum-ის ფრაგმენტებში სიტყვებისა და ასონიშნების ამოკლებით (ზოგან ასონიშნის ჩამატებით) მიღებული ტექსტი, რომელიც პირველად უცნობმა ასოთამწყობმა გამოიყენა და ამის შემდეგ დამკვიდრდა სტანდარტად. ცნობილთაგან კი არაა გასაკვირი, რომ პირველად გვხვდება გუტენბერგთან.
თვალსაჩინოებისთვის Lorem Ipsum-ის პირველი აბზაცი შეადარეთ სურათზე მოყვანილ ციცერონის ტექსტის ფრაგმენტს.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua. Ut enim ad minim veniam, quis nostrud exercitation ullamco laboris nisi ut aliquip ex ea commodo consequat.