HRnet

HRnet Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from HRnet, Consulting Agency, Didi Dighomi, Tbilisi.

ვეძებთ სასტუმროს ადმინისტრატორს!🏫 #მოთხოვნები:✅ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;✅მსგავს პოზიციაზე მ...
18/08/2019

ვეძებთ სასტუმროს ადმინისტრატორს!🏫

#მოთხოვნები:
✅ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
✅მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
✅სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;

#გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა 3 დღეში ერთხელ;

#ანაზღაურება: 30 ლარი ცვლაში + % გაყიდვებიდან+ ერთჯერადი კვება;

#ადგილმდებარეობა: რუსთაველის გამზირი.

გადმოგვიგზავნეთ სივი: [email protected]
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ.

 #ვაკანსია    ვეძებთ .NET დეველოპერებს middle და senior პოზიციებზედაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ სივი:hr+net@ma...
07/08/2019

#ვაკანსია
ვეძებთ .NET დეველოპერებს middle და senior პოზიციებზე

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ სივი:
hr+[email protected]

👇სრული ინფორმაცია ნახეთ აქ
https://maxinai.com/net-developer-2

01/08/2019

ხუთი მიზეზი, რომელთა გამოც რეზიუმეებს იწუნებენ:

1. პოზიციისთვის შეუსაბამო შინაარსი - ცოდნა, უნარები, სიტყვების შემოკლება, ჟარგონების გამოყენება, გრამატიკულად გაუმართავი სიტყვები და წინადადებები

2. ინფორმაციის ვრცლად გადმოცემა - სამუშაო, რომელიც არაფერს ამბობს თქვენს შესაძლებლობებზე ან კურსები/ტრენინგები, რომლებიც კონკრეტულ ვაკანსიასთან არაფერ კავშირშია

3. შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება - ბევრი ზედსართავი სახელი, ყურადღება გაამახვილეთ მიღწევებზე, ფაქტებზე და არა იმაზე, რასაც თქვენი აზრით შეძლებთ

4. გადატვირთული, ზედმეტად გაფორმებული რეზიუმე - ფერადი ფურცლები, ეფექტები, განსხვავებული შრიფტი, შეუსაბამო ფოტო

5. დეტალების გამოტოვება - მაგალითად, წლების, ქრონოლოგიის არევა. დაიწყეთ გამოცდილების ჩამოთვლა ახლიდან ძველისკენ და არა პირიქით.
#რეზიუმე #დასაქმება #შეცდომები #კანდიდატები

23/07/2019

რას ითხოვენ დამსაქმებლები??🤔

დამსაქმებლის მხრიდან მოთხოვნილი უნარები შეგვიძლია რამდენიმე კატეგორიად დავყოთ, პოზიციების შესაბამისად:

❗️პირველ კატეგორია - შაბლონური უნარები. პრიორიტეტული მოთხოვნები დამსაქმებლის მხრიდან ხშირად არის ისეთი ზოგადი უნარები, როგორიცაა: #კომუნიკაცია, #პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
#პუნქტუალობა, #გუნდური მუშაობის უნარი, გამართული #ვერბალური/არავერბალური კომუნიკაცია, რაც ყველა პოზიციისთვის მნიშვნელოვანია და სხვადასხვა განცხადების ტექსტში ეს ჩამონათვალი თითქმის არ იცვლება.

‼️მეორე კატეგორიის უნარებში, რომელსაც უფრო მენეჯერულ პოზიციებს შევუსაბამებთ, მნიშვნელოვანია ისეთები, როგორიცაა: #ორგანიზებულობა, #დროის სწორად გადანაწილება, #დაგეგმვის უნარი, #ლოგიკური და #ანალიტიკური აზროვნების უნარი, სწორი #თვითპრეზენტაცია .

⁉️ ამ პიროვნულ უნარებთან ერთად, აუცილებელია აღვნიშნოთ სხვა კატეგორიის უნარ-ჩვევები როგორიცაა #კომპიუტერული პროგრამების და უცხო #ენების ცოდნა და გამართული #რეზიუმეს შედგენა.
ტექნოლოგიურ ეპოქაში არაა გასაკვირი ამ მოთხოვნის წამოყენება კანდიდატისადმი, ამიტომ კომპიუტერული პროგრამები თითქმის ყველა პოზიციაზე მოითხოვება. განსხვავებული მოთხოვნებია უკვე კონკრეტული ვაკანსიის მიხედვით, ცოდნის დონესთან დაკავშირებით.
რაც შეეხება უცხო ენების ცოდნას, ეს უმეტეს შემთხვევაში მოთხოვნაა, თუმცა, გააჩნია პოზიციას. არის პოზიციები, სადაც შეიძლება ენის ცოდნას ყურადღება არ მივაქციოთ, მაგალითად, თუ გვჭირდება ბუღალტერი არა საერთაშორისო კომპანიისთვის. მომსახურების სფეროში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოთხოვნაა სასაუბრო დონეზე მაინც ენების ცოდნა. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რა ენები მოითხოვება, ესენია პირველ რიგში ინგლისური და რუსული, გააჩნია კომპანიას რა მიმართულებით მუშაობს, რომელი ქვეყნიდან ჰყავს პარტნიორები და ა.შ.

#დამსაქმებლები #კანდიდატები #უნარები

შრომის კოდექსი, სამუშაო დროის ხანგრძლივობა⏰🔨 საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშა...
17/07/2019

შრომის კოდექსი, სამუშაო დროის ხანგრძლივობა⏰

🔨 საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა (იხილეთ ბმული)
🔨 თუ დამსაქმებლის საქმიანობა ითვალისწინებს წარმოების/შრომითი პროცესის 24-საათიან უწყვეტ რეჟიმს, მხარეები უფლებამოსილი არიან, დადონ შრომითი ხელშეკრულება ცვლაში მუშაობის შესახებ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების გათვალისწინებით და დასაქმებულისთვის ნამუშევარი საათების ადეკვატური დასვენების დროის მიცემის პირობით.

❌ სამუშაო დღეებს (ცვლებს) შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები.

🔞 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.

🔞 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

15/07/2019

რას გთავაზობთ HR Net?

✅ რეკრუტინგულ მომსახურებას;
✅ დაინტერესებულ კანდიდატებთან დაკავშირებას;
✅ დაგეხმარებით თქვენი ვაკანსიების გავრცელებაში სხვადასხვა სივრცეში;
✅ დაგეხმარებით კორპორატიული საღამოების ორგანიზებაში (რესტორნის და/ან სასტუმროს შერჩევა/დაჯავშნა, ლოკაციის და ტრანსპორტის შერჩევა, ფურშეტი, ქალაქგარეთ გასვლითი ტურების შედგენა, თანამშრომლებისთვის გასართობი, გუნდური თამაშების დაგეგმვა);
✅ სამსახურის მაძიებლებს გაგიწევთ უფასო კონსულტაციას HR სფეროში;
#დაგვიკავშირდი

13/07/2019

რატომ უნდა იაროთ გასაუბრებებზე?! 🤔🥴
🤝 გასაუბრება თანამშრომლის შერჩევის ერთ-ერთი ეტაპია, და მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თუ გასაუბრებაზე სივის გაგზავნის შემდეგ დაგიბარეს, თქვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯი გაქვთ მხოლოდ გადადგმული და მხოლოდ თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კონკრეტულ ვაკანსიაზე.
მიუხედავად, იმისა რომ შეიძლება კონკრეტული გასაუბრება თქვენთვის წარმატებით არ დასრულდეს და ვერ დასაქმდეთ, არ ჩათვალოთ რომ ეს ფუჭად დაკარგული დროა!
გასაუბრება, როგორც HR/რეკრუტერს, ისე კანდიდატს ბევრ რამეს ასწავლის:
🔎 იღებთ ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, მის გარემოზე, თანამშრომლებზე, პირობებზე და ა.შ.
🔎 იჩენთ ახალ ნაცნობებს (თუნდაც, მოსაცდელში სანამ გასაუბრებაზე შეხვალთ ან HR-ის სახით🧐)
🔎 გასაუბრება კარგი შანსია საკუთარი შესაძლებლობების, დადებითი და უარყოფითი მხარეების გასაანალიზებლად
🔎 ხდებით უფრო თავდაჯერებული და ყოველ მომდევნო გასაუბრებაზე ნაკლებად ნერვიულობთ
❗️ნუ აფიქრებინებთ, რომ უპასუხისმგებლო ადამიანი ხართ და არ აფასებთ სხვის დროს, HR-ები ამას ყოველთვის ითვალისწინებენ😉
❓გაგვიზიარეთ, თქვენ რა მოგცათ კონკრეტულმა გასაუბრებამ ან რა გადაგხდენიათ

იმისათვის, რომ იპოვოთ სასურველი სამსახური რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ:👉ზუსტად გაიაზრეთ და გადაწყვიტეთ რა გინდათ👉 გააა...
10/07/2019

იმისათვის, რომ იპოვოთ სასურველი სამსახური რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგათ:
👉ზუსტად გაიაზრეთ და გადაწყვიტეთ რა გინდათ
👉 გააანალიზეთ თქვენი შესაძლებლობები
👉სწორად შეადგინეთ სივი
👉მოემზადეთ გასაუბრებისთვის
👌მიმართეთ გუნდს, რომელიც შეძლებს მარტივი გზა გაჩვენოთ წარმატებისკენ
#დასაქმდი #დაასაქმე
#ახალიგამოცდილებადასაქმებისსფეროში

08/07/2019

🙏გასაუბრებაზე გასათვალისწინებელი:

➡️ არ დააგვიანოთ! მიდით 10-15 წუთით ადრე. ერთი საათით ადრეც ნუ მიხვალთ, ამაში არანაირი უპირატესობა არ გენიჭებათ.
➡️ იყავით გულწრფელი, არ მოიტყუოთ.
➡️ ნუ იქნებით სიტყვაძუნწი, მაგრამ ნურც ძალიან ბევრს ილაპარაკებთ.
➡️ საჭიროების მიხედვით, საქმის გარშემო ილაპარაკეთ.

07/07/2019

✍️როგორი უნდა იყოს რეზუმე/CV?! 📄📑
📌 CV არ უნდა იყოს გადატვირთული, ფერადი და დიდი მოცულობის;
🔗 რაც შეიძლება მოკლედ უნდა იყოს ასახული თქვენი სამუშაო გამოცდილება;
📌 არ გადატვირთოთ მონაცემებით თქვენი ოჯახის წევრებზე;
🔗 პირველ რიგში მიუთითეთ პირადი ინფორმაცია (დაბადების თარიღი, მობილური, მეილი, მისამართი) ფოტოსურათით; არ დააწეროთ სათაურად რეზუმე ან CV;
🔗 გამოცდილება დაალაგეთ ქრონოლოგიურად - უახლესიდან ძველისკენ;
🔗 მიუთითეთ განათლება ( სკოლის მითითება არ არის საჭირო);
🔗 მიუთითეთ კომპიუტერული პროგრამები;
🔗 მიუთითეთ ენობრივი კომპეტენცია;
🔗 ფაილი PDF ფორმატში შეინახეთ და დაარქვით სახელი და გვარი.

Address

Didi Dighomi
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when HRnet posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to HRnet:

Share