16/06/2026
13 ივნისს უკვე მეორედ, წარმატებით გაიმართა ქართული კალიგრაფიისა და მეწარმეობის საერთაშორისო ფესტივალი „გულანი 2026“ — განსაკუთრებული სივრცე, რომელმაც გააერთიანა ქართული სიტყვა, ხელოვნება, წიგნი, კულტურა და მეწარმეობა ერთ თბილ, შემოქმედებით და სიცოცხლით სავსე გარემოში.
ფესტივალი განხორციელდა ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტის, ქალბატონ თიკა სვანიძე-ვენკო • ქალი სხვა სამყაროდან ინიციატივითა და მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქართული კალიგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის, წიგნის კულტურისა და შემოქმედებითი მეწარმეობის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ქალბატონ თინათინ სვანიძე-ვენკოს თიკა სვანიძე-ვენკო • ქალი სხვა სამყაროდან Tika Svanidze Vancko მეორე საავტორო წიგნის — „გულანის“ — პრეზენტაცია, ქართული კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ქართული და იაპონური კალიგრაფიის ვორქშოფები, კულტურული და კალიგრაფიული პერფორმანსები, ქალი მეწარმეებისა და სოციალური საწარმოების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გამომცემლობებისა და დამოუკიდებელი ავტორების წიგნის ბაზრობა, ასევე მრავალფეროვანი შემეცნებითი და გასართობი აქტივობები სტუმრებისთვის.
ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სპეციალური გრანპრისა და ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრის წოდების მინიჭება ბატონ რაფაელ გოგიტიძისთვის — გამორჩეული ქართველი კალიგრაფის, გადამწერისა და დიზაინერ-დამკაბადონებლისთვის, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული ხელნაწერი კულტურის, სასულიერო მემკვიდრეობისა და საგამომცემლო საქმის განვითარებაში.
ასევე, ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრის წოდება მიენიჭათ საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კალიგრაფს ბატონ იშიძუკა ჰიდეკის და ავსტრალიელ ოსტატს, შუა საუკუნეების ილუმინირების ხელოვნების, კალიგრაფიისა და ჰერალდიკის გამორჩეულ წარმომადგენელს, ტანია ქროსსინგჰემს.
ფესტივალისა და ჩვენი ორგანიზაციების მრავალწლიანი მხარდაჭერის, თანამშრომლობისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის „გულანის“ საპატიო სიგელი გადაეცა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ მალხაზ ბეგიაშვილს.
🤍 მადლობას ვუხდით ფესტივალის ყველა მონაწილეს, სტუმარს, პარტნიორს, მხარდამჭერს, მეწარმეს, გამომცემელს, ავტორს, მოხალისესა და მეგობარს, რომლებმაც „გულანი 2026“ დაუვიწყარ და გამორჩეულ მოვლენად აქციეს.
ერთად კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ კულტურა, განათლება, შემოქმედება და მეწარმეობა ერთმანეთის ბუნებრივი თანამგზავრებია, ხოლო მათი გაერთიანება ახალ შესაძლებლობებს, იდეებსა და მეგობრობებს ქმნის.
#გულანი #გულანი2026 #კალიგრაფია #მეწარმეობა #ქართულიკულტურა #ქართულიკალიგრაფია ნაკლების ჩვენება