CX Innovations LAB

CX Innovations LAB Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from CX Innovations LAB, Business consultant, Tbilisi.

ვმუშაობთ ყველა ტიპის ბიზნესთან – იქნება ეს სტარტაპი, მცირე და საშუალო ბიზნესი, თუ მსხვილი კომპანია. ჩვენი გადაწყვეტილებები და გამოცდილება ერგება ნებისმიერ მასშტაბს და მიზანს.

ახალი პარტნიორობა ქართული სპორტისთვის 🏀CXL და Brooklyn Basketball Academy - Tbilisi უკვე აქტიურად თანამშრომლობენ მარკეტი...
25/11/2025

ახალი პარტნიორობა ქართული სპორტისთვის 🏀

CXL და Brooklyn Basketball Academy - Tbilisi უკვე აქტიურად თანამშრომლობენ მარკეტინგის მიმართულებით.

ამ პარტნიორობის ფარგლებში CXL უკვე თითქმის ერთი თვეა წარმატებით უძღვება აკადემიის ციფრულ მხარეს:
📌 ვიღებთ თამაშებსა და ვარჯიშებს
📌 ვმართავთ ყველა სოციალურ გვერდს
📌 ვქმნით პოსტებს, ვიდეოებს და თანამედროვე ვიზუალურ კონტენტს
📌 ვაძლიერებთ ბრენდს და კომუნიკაციას

ჩვენი მიზანია ბრუკლინის აკადემიის წარმატებები კიდევ უფრო ხმამაღლა გაჟღერდეს და ქართულ კალათბურთში ახალი სტანდარტი შევქმნათ 🏀🔥

შეგიძლიათ ეწვიოთ ბრუკლინის FB გვერდს და თვალი ადევნოთ ჩვენს მიერ გაშუქებულ მათ წარმატებას 🏀🚀

www.facebook.com/profile.php?id=100034949505416

Stay tuned — დიდი ამბები წინ გველის!

თქვენი გუნდი 110%-ით მუშაობს, მაგრამ შედეგები მაინც არასაკმარისია? 📈ხშირად პრობლემა არა ადამიანებში, არამედ სისტემაშია  ...
28/10/2025

თქვენი გუნდი 110%-ით მუშაობს, მაგრამ შედეგები მაინც არასაკმარისია? 📈

ხშირად პრობლემა არა ადამიანებში, არამედ სისტემაშია - იმ "უხილავ ბარიერებში", რომლებიც ყოველდღიურად აფერხებს პროცესებს, იწვევს დროის კარგვას და ამცირებს მოგებას.
ამ პრობლემის გადაჭრის გზა ბიზნეს პროცესების #ოპტიმიზაციაა.
ეს არ არის უბრალოდ "რაღაცის შეცვლა". ეს არის მეცნიერულ მიდგომაზე დაფუძნებული, ეტაპობრივი პროცესი, რომელიც თქვენს ქაოტურ ოპერაციებს #გამართულ, #ეფექტურ და #მომგებიან სისტემად აქცევს.

➡️ამ პოსტში 4 მარტივ ეტაპად გაჩვენებთ, თუ როგორ ვახდენთ ამ ტრანსფორმაციას. გადაფურცლეთ და აღმოაჩინეთ, სად იმალება თქვენი ბიზნესის ზრდის პოტენციალი.

#ბიზნესპროცესები #ოპტიმიზაცია #ეფექტურობა #ბიზნესტრანსფორმაცია

კრიტიკული ტრენდი ქართველი ბიზნეს ლიდერებისთვის 🥸საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მონაცე...
16/10/2025

კრიტიკული ტრენდი ქართველი ბიზნეს ლიდერებისთვის 🥸

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მონაცემებით, 2025 წლის პირველ რვა თვეში მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა 47%-ით გაიზარდა. ამ საჩივრების შთამბეჭდავი 67% ონლაინ ვაჭრობაზე მოდის. ეს არ არის უბრალოდ მომსახურების ხარვეზი. ეს არის კრიტიკული ბიზნეს პროცესების ჩავარდნა. ბევრი კომპანია დიდ ინვესტიციას დებს "ციფრულ ფასადში" - ვიზუალურად მიმზიდველ ვებგვერდში, მაგრამ უგულებელყოფს ოპერაციულ ხერხემალს, რომელიც მის გამართულ მუშაობას უნდა უზრუნველყოფდეს. შედეგი? მზარდი უფსკრული ციფრულ დაპირებასა და ოპერაციულ რეალობას შორის. ეს უფსკრული ვლინდება, როგორც:

📌შეკვეთების მართვის დანაწევრებული სისტემები.
📌არაეფექტური ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი.
📌მომხმარებელთა მხარდაჭერის არხები, რომლებიც პრობლემებს კი არ ჭრიან, არამედ ქმნიან.

ეს არ არის იზოლირებული შემთხვევები. ეს არის გაუმართავი შიდა პროცესების სიმპტომები, რომლებსაც პირდაპირ მივყავართ კლიენტების გადინებამდე, დაკარგულ შემოსავალსა და რეპუტაციის სერიოზულ დაზიანებამდე. გამოსავალი ფოკუსის ცვლილებაშია - იზოლირებული ციფრული ინსტრუმენტებიდან ინტეგრირებულ ოპერაციულ სრულყოფილებაზე გადასვლაში.

წარმატებული ონლაინ ბიზნესი მხოლოდ ვებგვერდზე არ შენდება. ის შენდება გამართულ სამუშაო პროცესებზე, ავტომატიზაციასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომაზე ყოველ ნაბიჯზე. CX Innovations Lab-ში ჩვენ სწორედ ასეთ მყარ ოპერაციულ სისტემებს ვაშენებთ, რომლებიც უბრალო ონლაინ წარმომადგენლობას ზრდის მძლავრ, საიმედო ძრავად აქცევს.

#ბიზნესტრანსფორმაცია #მომხმარებლისგამოცდილება #ციფრულიტრანსფორმაცია #პროცესებისოპტიმიზაცია #ქართულიბიზნესი #ელექტრონულიკომერცია #ლიდერობა

თანამედროვე ბიზნესში მთავარი შეცდომაა ფიქრი, რომ „რაც დღეს მუშაობს, მომავალშიც იმუშავებს“. 🚀ბაზარი მუდმივად იცვლება, ამი...
13/10/2025

თანამედროვე ბიზნესში მთავარი შეცდომაა ფიქრი, რომ „რაც დღეს მუშაობს, მომავალშიც იმუშავებს“. 🚀

ბაზარი მუდმივად იცვლება, ამიტომ ზრდა ან ინოვაცია აღარ კმარა. საჭიროა ოპტიმიზაცია — პროცესების, სტრატეგიებისა და რესურსების ისე გამართვა, რომ მიიღოთ მაქსიმალური ეფექტურობა მინიმალური დანახარჯით!

როდის დგება დრო ოპტიმიზაციისთვის? 5 მთავარი ნიშანი, რომელიც გიჩვენებთ, რომ დროა იმოქმედოთ:

1. სწრაფი ზრდა, მაგრამ ქაოსური პროცესები: შეკვეთები იზრდება, მაგრამ პროექტები ჭიანურდება და გუნდი ვერ ასწრებს.

2. ხარჯები იზრდება, მოგება კი უცვლელია: ზედმეტი მარაგი, არასწორი რესურსების განაწილება ან დაბალი პროდუქტიულობა „ჭამს“ თქვენს მოგებას.

3. კლიენტების უკმაყოფილება და ხარისხის პრობლემები: არათანმიმდევრული მომსახურება და უხარისხო პროდუქტი ნდობას ამცირებს.

4. გუნდი გადატვირთულია და მოტივაცია ეცემა: ვადები ირღვევა, სტრესი იზრდება - ეს არაეფექტური პროცესების ბრალია.

5. ბაზრის ცვლილებებთან ადაპტაციის სირთულე: ახალი ტექნოლოგიის დანერგვა დიდხანს გრძელდება, კონკურენტები კი გჯობნიან სისწრაფეში.

ოპტიმიზაცია აღარ არის არჩევანი, ეს სტრატეგიული აუცილებლობაა. ის გეხმარებათ:

💰 შეამციროთ ხარჯები და გაზარდოთ მოგება.

🎯 შექმნათ სტაბილური და პროდუქტიული გარემო.

🔄 სწრაფად მოერგოთ ცვლილებებს.

📈 უზრუნველყოთ გრძელვადიანი ზრდა.

თუ ამ ნიშნებიდან თუნდაც ერთს ამჩნევთ, დროა დაფიქრდეთ! სწორად გამართული პროცესები თქვენი ბიზნესის ზრდისა და სტაბილურობის ყველაზე ძლიერი იარაღია.

გსურთ გაიგოთ, როგორ შეიძლება ოპტიმიზაციამ თქვენი ბიზნესის შედეგები მნიშვნელოვნად გაზარდოს? მოგვწერეთ! 💬

პ.ს. ამ და სხვა საინტერესო სტატიებს და სიახლეებს ჩვენს შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ მუდმივად განახლებად ვებგვერდზე - https://www.cxl.ge

#ბიზნესოპტიმიზაცია #ეფექტურობა #ბიზნესისმართვა #ზრდა #ინოვაცია

ინოვაცია, რომელიც დროს გიბრუნებთ: წარმოგიდგენთ Tasker-სCX Innovations Lab-ში ჩვენ ვქმნით პროექტებს, რომლებიც რეალურ, ყოვ...
10/10/2025

ინოვაცია, რომელიც დროს გიბრუნებთ: წარმოგიდგენთ Tasker-ს

CX Innovations Lab-ში ჩვენ ვქმნით პროექტებს, რომლებიც რეალურ, ყოველდღიურ პრობლემებს აგვარებს.
დღეს, მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი, ამბიციური პროექტი - Tasker.
💡Tasker-ი არის პასუხი მზარდ მოთხოვნაზე - გვყავდეს სანდო და ეფექტური ასისტენტი, რომელიც გაგვიმარტივებს ცხოვრებას. ის არის მარტივი გადაწყვეტა რთული ამოცანისთვის, როგორც დაკავებული პროფესიონალებისთვის (B2C), ისე მზარდი ბიზნესებისთვის (B2B), ვისთვისაც დრო და საიმედოობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
ჩვენი პირველი ნაბიჯი ამ გზაზე დასუფთავების სერვისების ბაზრის ტრანსფორმაციაა, რის შემდეგაც Tasker-ი სხვა მიმართულებებსაც მოიცავს.

Tasker-ი ჩვენი ლაბორატორიის ინოვაციური ხედვის კიდევ ერთი დასტურია. გვჯერა, ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სერვისების ეკოსისტემის განვითარებაში.

შემოგვიერთდით Tasker-ის ოფიციალურ Facebook და LinkedIn გვერდზე და გახდით ამ პროცესის ნაწილი!

FB - https://www.facebook.com/profile.php?id=61581827851591
Linkedin - www.linkedin.com/company/109420395

#ბიზნესი #სტარტაპი #ინოვაცია

🌿 პარტნიორობა, რომელიც სისუფთავის ახალ სტანდარტს აყალიბებს!ჩვენი გუნდი CX Innovations LAB ამაყად თანამშრომლობს ეკო-მეგობ...
31/07/2025

🌿 პარტნიორობა, რომელიც სისუფთავის ახალ სტანდარტს აყალიბებს!

ჩვენი გუნდი CX Innovations LAB ამაყად თანამშრომლობს ეკო-მეგობრულ დასუფთავების ბრენდთან Bio Clean, რათა გავაძლიეროთ მათი ბრენდის სტრატეგია, მარკეტინგული კომუნიკაცია და კორპორატიული იმიჯი.
🌱 თანამედროვე მომხმარებელი ეკო-შეგნებულ გადაწყვეტილებებს ეძებს — ჩვენი მიზანია, რომ Bio Clean ამ მოლოდინზე გაცილებით წინ წავიყვანოთ.
📈 მარკეტინგული სტრატეგიიდან დაწყებული, კონტენტის მართვით და სოციალური მედიის გაძლიერებით დასრულებული – ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა ბრენდის ღირებულება მკაფიოდ და ეფექტურად წარმოვაჩინოთ.
✨ ეს პროექტი კარგად ასახავს იმ მიზანს, რასაც ჩვენი გუნდი ემსახურება – გამორჩეული მომხმარებლის გამოცდილების შექმნას ყველა დეტალში.

🌿 A Partnership That Sets a New Standard for Cleanliness!

Our team at CX Innovations LAB is proud to collaborate with the eco-friendly cleaning brand Bio Clean to strengthen their brand strategy, marketing communications, and corporate image.
🌱 Today’s customers seek eco-conscious solutions — and our goal is to help Bio Clean not only meet but exceed these expectations.
📈 From marketing strategy to content management and social media enhancement, we’re working across all directions to clearly and effectively communicate the brand’s core value.
✨ This project reflects the mission our team stands for — creating an outstanding customer experience in every detail.

cxl.ge
bioclean.ge

#ეკომეგობრული #ბიზნესი #მარკეტინგი #გარემოსდაცვა #საქართველოშიდამზადებული

დიდი სიახლე CX Innovations LAB-ში 💥 კომპანია გახდა საერთაშორისო CMR პლატფორმის, Monday.com-ის ოფიციალური პარტნიორი საქარ...
27/05/2025

დიდი სიახლე CX Innovations LAB-ში 💥
კომპანია გახდა საერთაშორისო CMR პლატფორმის, Monday.com-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს შესაძლებლობა დანერგოს Monday-ს CRM-ი, Work Management Tool და სხვა მრავალი CX Innovations Lab-თან ერთად.

რა გამოარჩევს Monday-ს CRM კონკურენტებისგან:

📌 მაღალი მოქნილობა და კონფიგურაცია (Customizability)
Monday CRM შეიძლება ადვილად მიესადაგოს ნებისმიერი ტიპის ბიზნესის სპეციფიკას — მცირე სტარტაპებიდან დაწყებული, მსხვილ საწარმოებამდე.

📌 ინტუიციური და ვიზუალური ინტერფეისი
მისი Board-based სისტემა (Kanban, Gantt, Table, Timeline და სხვ.) ამარტივებს პროცესების მართვას და ინფორმაციის აღქმას.

📌მრავალფუნქციურობა ერთ პლატფორმაზე
Monday არ არის მხოლოდ CRM – ის წარმოადგენს სამუშაოს მართვის სრულფასოვან პლატფორმას (Work OS), რაც ნიშნავს, რომ გაყიდვების, მარკეტინგის, პროექტების, კლიენტებთან მომსახურების და სხვა გუნდები მუშაობენ ერთ სივრცეში.

📌ავტომატიზაციები და ინტეგრაციები
ინტეგრირდება პოპულარულ აპებთან: Gmail, Outlook, Slack, Zoom, Hubspot, Salesforce, Google Sheets და სხვა.

📌დამწყებთათვის მეგობრული და სწრაფი დანერგვა
არ მოითხოვს ხანგრძლივ სწავლებას ან სპეციალურ კონფიგურაციას დასაწყებად — რაც ბევრ ტრადიციულ CRM სისტემაზე წინსვლად ითვლება. არ სჭირდება დეველოპერების ჩარევა - No Coding

📌გამჭვირვალობა და გუნდური თანამშრომლობა
მენეჯერები და გუნდის წევრები რეალურ დროში ხედავენ რა ეტაპზეა კლიენტი ან მოლაპარაკება. თითო ელემენტზე შესაძლებელია კომენტარების დატოვება, ფაილების მიმაგრება და აქტივობის ისტორიის ნახვა.

მზად ხართ მომავლის CX-ზე გადასასვლელად? დაგვიკავშირდით და ერთად გავზარდოთ თქვენი ბიზნესის წარმატება! CX Innovations Lab

cxl.ge

#ბიზნესტექნოლოგიები
#ციფრულიინოვაცია
#მცირებიზნესი
#სტარტაპი



14/05/2025

გაიცანით - CX Innovations LAB – მცირე და საშუალო ბიზნესის CX პარტნიორი! 🚀
დღეს, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა, მაგრამ მაღალი ხარჯები, ეფექტური პროცესების ნაკლებობა და CX ტექნოლოგიების სირთულე ხშირად ბარიერად იქცევა.
ჩვენ გვაქვს გამოსავალი! CX Innovations LAB გთავაზობთ მორგებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხარჯების შემცირებას, ოპერაციების ოპტიმიზაციას და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდას უზრუნველყოფს.

⭐რას ვაკეთებთ?
📍კონტაქტ ცენტრების მართვა – პროფესიონალური მხარდაჭერა, რათა თქვენი კლიენტები ყოველთვის კმაყოფილები იყვნენ
📍ოპერაციების გამართვა – პროცესების ოპტიმიზაცია, რომელიც ზრდის ეფექტურობას
📍CRM ინტეგრაცია – კლიენტებთან ურთიერთობის გამარტივება და შედეგების გაძლიერება
📍სოციალური მედიის მენეჯმენტი – ონლაინ ხილვადობის ზრდა და კლიენტებთან კავშირის გაძლიერება
📍E-commerce გადაწყვეტილებები – გაყიდვების და ბიზნეს პროცესების ინოვაციური მართვა
📍გაყიდვები და კვლევის აუთსორსინგი – ხარჯების შემცირება და მაღალეფექტური გაყიდვების სტრატეგია

⭐რატომ CX Innovations LAB?
✔ ხარჯების შემცირება – აუთსორსინგით თქვენ იღებთ გამოცდილი პროფესიონალების გუნდს, მინიმალური დანახარჯით
✔ შეუფერხებელი CX მხარდაჭერა – 24/7 მრავალენოვანი მომსახურება თქვენი ბიზნესისთვის
✔ გაძლიერებული კლიენტთა კავშირი – ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც მომხმარებლის ლოიალობას ზრდის

მზად ხართ მომავლის CX-ზე გადასასვლელად? დაგვიკავშირდით და ერთად გავზარდოთ თქვენი ბიზნესის წარმატება!

💻cxl.ge

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CX Innovations LAB posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share