CSR HUB - Sustainability and ESG Consulting

CSR HUB - Sustainability and ESG Consulting Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from CSR HUB - Sustainability and ESG Consulting, Consulting Agency, 5 Iovel jebashvili Street, I exit, Tbilisi.

CSR HUB Consulting დაფუძნებულია CSRDG-ის მიერ. ოცწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ საკონსულტაციო დახმარებას ვუწევთ კომპანიებს, რათა მათ საკუთარი ხედვა და მიზნები რეალობად აქციონ და მაქსიმალური სარგებელი მიიღონ პასუხისმგებელი ბიზნეს საქმიანობისგან.

👉 ანგარიშგების გლობალურმა ინიციატივამ (GRI)  გამოაქვეყნა მდგრადობის ტაქსონომია, დიგიტალური ჩარჩო, რომელიც შესაძლებელს ხდ...
01/07/2025

👉 ანგარიშგების გლობალურმა ინიციატივამ (GRI) გამოაქვეყნა მდგრადობის ტაქსონომია, დიგიტალური ჩარჩო, რომელიც შესაძლებელს ხდის GRI სტანდარტების გადაყვანას ციფრულ ფორმატში, რაც ამარტივებს მდგრადობის შესახებ მონაცემთა შეგროვებას, ანალიზს და შედარებას.

იხილეთ ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე - https://csrgeorgia.com/ka/news/20250630151424-gris-sustainability-taxonomy-a-digital-reporting-tool

#კორპორაციულიპასუხისმგებლობა
#უკეთესიბიზნესი

თქვენი პორტალი CSR-ის თემაში ნავიგაციისთვის

შეუერთდით B corp მოძრაობას🌍 წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კომპანიათა გლობალური ქსელის ნაწილი, რომელიც ერთიანდება, რათა მო...
19/06/2025

შეუერთდით B corp მოძრაობას

🌍 წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კომპანიათა გლობალური ქსელის ნაწილი, რომელიც ერთიანდება, რათა მოახდინოს დადებითი ცვლილებები მსოფლიოში. სწორედ ეს არის სერტიფიცირებულ B კომპანიათა (B Corps) ერთობა - ერთობა იმ კომპანიებისა, რომლებიც იმდენადვე ზრუნავენ საზოგადოების კეთილდღეობაზე, როგორც მოგებაზე.

🌍 როგორც ამბობენ, B მოძრაობა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრენდი; ეს არის რევოლუცია, რომელიც ცვლის ჩვენს წარმოდგენას ბიზნესზე. B კორპორაციები არიან მაგალითი იმისა, რომ კომპანია უფრო წარმატებულია, როდესაც საზოგადოებისა და ბუნებრივი გარემოსთვის სასიკეთო ცვლილებებზე ზრუნავს.

🌍ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა ამის დრო არ არის ან კომპანიები ჯერ მზად არ არიან? თქვენ ცდებით. რამდენიმე ქართული კომპანია უკვე ემზადება B სერტიფიცირებისათვის და უფრო მეტი არის დაინტერესებული.

🌍 თუ ხართ უბრალო მოქალაქე, შემდეგ ჯერზე, როდესაც რაიმეს ყიდვას გადაწყვეტთ, გაარკვიეთ, არის თუ არა კომპანია B კორპორაცია. ამ ბიზნესების მხარდაჭერით თქვენ არა მხოლოდ პროდუქტს ყიდულობთ, არამედ მხარს უჭერთ უკეთეს მომავალს.

🌍 თუ ხართ კომპანია, რომელსაც სურს ზეგავლენის მოხდენა საკუთარი ქვეყნისა და მსოფლიოს კეთილდღეობაზე, B სერტიფიცირება თქვენთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება.

🌍 მზად ხართ ცვლილებისთვის?

🌍 მოგვმართეთ, ჩვენ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას და დაგეხმარებით ამაში. CSRDG არის B Lab Europe-ის მხარდამჭერი საქართველოში.

🌍 მიჰყევით ჩვენს პოსტებს და ასევე გაეცანით ჩვენს CSR ბლოგს.

#კორპორაციულიპასუხისმგებლობა

#უკეთესიბიზნესი

🌍 B corp სერტიფიკატი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სერტიფიკატია კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის სფე...
05/06/2025

🌍 B corp სერტიფიკატი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული სერტიფიკატია კორპორაციული პასუხისმგებლობის და მდგრადობის სფეროში. ის ადასტურებს რომ კომპანიის საქმიანობა შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.

🌍 სერტიფიცირების მისაღებად, კომპანიები გადიან საქმიანობის მკაცრ შეფასებას, რომელიც მოიცავს ყველაფერს თანამშრომელთა კეთილდღეობით და კეთილსინდისიერი ბიზნესპრაქტიკით დაწყებული, გარემოზე ზემოქმედებით და საზოგადოების მხარდაჭერით დამთავრებული.

🌍 B corp ეტიკეტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ცნობადი ნიშანი – ეს არის გზა ბიზნესის ტრანსფორმაციისკენ უფრო მდგრად და წარმატებულ კომპანიად.

🌍 კომპანიას ასევე შეუძლია გამოიყენოს B corp სტანდარტი საკუთარი საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენისა და გაუმჯობესების დასაგეგმად, სერტიფიცირების გარეშეც. ამჟამად 150 000-ზე მეტი კომპანია იყენებს B corp სტანდარტებს თვითშეფასებისათვის, მდგრადობის სტრატგეიბის დასაგეგმად და გაუმჯობესების მისაღწევად (B Impact assesment)

🌍 მზად ხართ პირველი ნაბიჯის გადასადგმელად თქვენი ბიზნესის ახალი წარმატებისაკენ?

🌍 მოგვმართეთ, ჩვენ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას და დაგეხმარებით ამაში. CSRDG არის B Lab Europe-ის მხარდამჭერი საქართველოში.

🌍 მიჰყევით ჩვენს პოსტებს და ასევე გაეცანით ჩვენს CSR ბლოგს.

#კორპორაციულიპასუხისმგებლობა

#უკეთესიბიზნესი

იცით თუ არა, როგორ შეიძლება შექმნათ “მწვანე ოფისი”?🌿გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სხვა ძირითად მიმართულებებთან ერთად, ...
27/05/2025

იცით თუ არა, როგორ შეიძლება შექმნათ “მწვანე ოფისი”?🌿

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სხვა ძირითად მიმართულებებთან ერთად, ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა მწვანე ოფისის კონცეფცია.

👉 ეს არის სამუშაო სივრცე, სადაც მინიმუმამდეა დაყვანილი გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და მაქსიმალურად გამოიყენება ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივები.

რა აქტივობები დაგეხმარებათ მწვანე ოფისის შექმნაში?

* ენერგოეფექტური განათების (LED) და ტექნიკის გამოყენება 💡
* ნარჩენების სეპარირება და გადამუშავება ♻️
* წყლის მოხმარების შემცირება და ეკო-მეგობრული სანიტარული საშუალებების დანერგვა 💧
* მცენარეების განთავსება და მოვლა🌿
* ეკო-მეგობრული სატრანსპორტო საშუალებების წახალისება თანამშრომლებში 🚲
* ქაღალდის მოხმარების შემცირება და ციფრულ დოკუმენტაციაზე გადასვლა📄➡️💻

მწვანე ოფისის შესახებ უფრო ვრცლად გიამბობთ ჩვენს CSR ბლოგში: https://bit.ly/3SNdYWK

#გარემოსდაცვა #მწვანეოფისი #კორპორაციულიპასუხისმგებლობა

🌍 სერტიფიცირებული B კომპანიები არიან ნებისმიერი ზომისა და ნებისმიერ სექტორში. ეს მოძრაობა თანაბრად მიესდაგება როგორც მსხ...
24/05/2025

🌍 სერტიფიცირებული B კომპანიები არიან ნებისმიერი ზომისა და ნებისმიერ სექტორში. ეს მოძრაობა თანაბრად მიესდაგება როგორც მსხვილ, მულტონაციონალურ, ისე საშუალო, მცირე და მიკრო ბიზნესებს.

ვაგრძელებთ წარმატებული B Corp კომპანიების ისტორიებს:

✨Etsy - ონლაინ ვაჭრონის პლატფორმა ხელნაკეთი ნივთებისთვის, რომელსაც ქართველი ხელოვანებიც და მცირე მეწარმეებიც აქტიურად იყენებენ. 2012 წლიდან არის სერტიფიცირებული B Corp. ძირითათადად ფოკუსირებულია დადებით ეკონომიკურ ზეგავლენაზე, ეკოლოგიური ნაკვალევის შემცირებასა და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე. 2019 წელს Etsy გახდა პირველი გლობალური კომპანია საკუთარ სექტორში, რომელმაც ტრანსპორტირებით გამოწვეული ნახშირბადის გაფრქვევების 100% დააკომპენსირა. კომპანიამ აიღო ვალდებულება 2025 წლისთვის 100% დაეფუძნოს განახლებად ენერგიას.

✨Danone North America - საკვებისა და სასმელების კარგად ცნობილი ბრენდი, 2018 წლიდან არის სერტიფიცირებული B Corp კომპანია. დანონის მდგრადობის სტრატეგიის ფოკუსია რეგენერაციული სოფლის მეურნეობა, ცირკულარული ეკონომიკა და სოციალლური ინოვაციები. 2022 წელს რეგენერაციული სოფლის მეურნეობის პროგრამაში ჩართული დანონის მეურნეობები მისი პროდუქციის 75% მოიცავდა.

🌍 B კორპორაციები ყოველდღიურად ქმნიან რეალურ, დადებით ზეგავლენას.
🌍 გაინტერესებთ, როგორ ხდება ეს? მიჰყევით ჩვენს პოსტებს და ასევე გაეცანით ჩვენს CSR ბლოგს.

მოგვმართეთ, ჩვენ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას და დაგეხმარებით. CSRDG არის B Lab Europe-ის მხარდამჭერი საქართველოში.

#კორპორაციულიპასუხისმგებლობა

#უკეთესიბიზნესი

გიფიქრიათ, რა დადებითი შედეგები მოაქვს კომპანიისთვის თანამშრომლებთან პასუხისმგებელ ურთიერთობას?✅ თანამშრომლების შენარჩუნ...
16/05/2025

გიფიქრიათ, რა დადებითი შედეგები მოაქვს კომპანიისთვის თანამშრომლებთან პასუხისმგებელ ურთიერთობას?

✅ თანამშრომლების შენარჩუნება და კადრების გადინების შემცირება
✅ თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლება
✅ სასურველი დამსაქმებლის რეპუტაცია
✅ საკანონმდებლო და რეპუტაციული რისკების შემცირება.

👉 გახსოვდეთ, თანამშრომლები კომპანიის ღირებული აქტივია და მათი კმაყოფილება, პროფესიონალიზმი, ლოიალობა და მოტივაცია პირდაპირ აისახება კომპანიის გრძელვადიან წარმატებაზე.

💡 გსურთ გახდეთ პასუხისმგებელი დამსაქმებელი?
დაგვიკავშირდით და ერთად დავგეგმოთ ეფექტური ნაბიჯები თქვენი კომპანიის კორპორაციული კულტურის გასაუმჯობესებლად.

გაეცანით ჩვენს სერვისებს: https://csrgeorgia.com/ka/our-services

#კორპორაციულიპასუხისმგებლობა #თანამშრომლები #შრომითიუფლებები #პასუხისმგებლიანიდამსაქმებელი
#მოტივაცია #რეპუტაცია

🌍„დაფუძნების დღიდანვე გვინდოდა, რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილიყო განსხვავებული, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც B მოძრაობა აღმოვა...
02/05/2025

🌍„დაფუძნების დღიდანვე გვინდოდა, რომ ჩვენი ბიზნესი ყოფილიყო განსხვავებული, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც B მოძრაობა აღმოვაჩინეთ, მივხვდით, როგორე ბიზნესი გვინდოდა რომ ვყოფილიყავით და რა უნდა გვექნა ამისათვის“ (Edward Perry, კომპანია Cook, დიდი ბრიტანეთი).

🌍 სერტიფიცირებული B კომპანიები არიან ნებისმიერი ზომისა და ნებისმიერ სექტორში. ეს მოძრაობა თანაბრად მიესდაგება როგორც მსხვილ, მულტონაციონალურ, ისე საშუალო, მცირე და მიკრო ბიზნესებს.
გაგაცნობთ რამდენიმე წარმატებული B Corp კომპანიის ისტორიას:

✨Patagonia – სპორტული ტანსაცმლისა და აღჭურვილობის მწარმოებელი, ლეგენდარული კომპანიაა. 2011 წლიდან არის სერტიფიცირებული B Corp კომპანია. გამოირჩევა მდგრადი ბიზნესსაქმიანობით, განსაკუთრებით კი გარემოსდაცვითი ინიციატოვებით, აქტიურად მუშაობს პასუხისმგებელი მოხმარების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, დანერგა ინოვაციური საწარმოო პორცესი, რომელმაც 50%-ით შეამცირა ტექსტილის წარმოებაში წყლის მოხმარება. შეერთებულ შტატებში კომპანიის მიერ მოხმარებული ენერგია 100%-ით განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს. 2022 წელს კომპანიამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა - კომპანიის მოგება საუკუნის მთავარ გამოწვევას, კლიმატის ცვლილების პრობლემის დაძლევას მოხმარდება. “ახლა დედამიწაა ჩვენი ერფთადერთი მეწილე” განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

✨Ben & Jerry’s – ნაყინის ცნობილი მწარმოებელი. სერტიფიცირებულია 2012 წლიდან. მისი კორპორაციული პასუხისმგებლობის სამი სტრატეგიული მიმართულებაა: კლიმატის ცვლილებასთან ბტძოლა, რასობრივი თანასწორობა და ეთიკური მიწოდების ჯაჭვი. კომპანია აქტიურად მუშაობს რძის პროდუქტების მწარმოებელ ფერმერებტან მდგრადი სოფლის მეურნეობის დასანერგად. 2022 წლიდან მათი რძის პროდუქციის 100% მდგრად ფერმებზე წარმოებული ნედლეულისგან მზადდება.

✨TOMS – ყველასთვის ცნობილი ფეხსაცმელების მწარმოებელი ბრენდი, სერტიფიცირებული 2018 წელს. კოპმპანია წლების მანძილზე იყენებს „ერთს + ერთი“ მოდელს, ანუ ყოველი გაყიდული წყვილი ფეხსაცმლის პარალელურად ერთ წყვილს ჩუქნის შეჭირვებულ ადამიანს. წლების მანძილზე კომპანიამ გააფართოვა საკუთარი პასუხისმგებელი მიდგომები - ის მოგების ერთ მესამედს ხარჯავს სოციალურ საჭიროებებზე, რაც მოიცავს თანამშრომელთა და საზოგადოების ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, თანასწორობას და გარემოს დაცვას.

🌍 გაინტერესებთ, როგორ ხდება ეს? მიჰყევით ჩვენს პოსტებს და ასევე გაეცანით ჩვენს CSR ბლოგს.

მოგვმართეთ, ჩვენ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას და დაგეხმარებით. CSRDG არის B Lab Europe-ის მხარდამჭერი საქართველოში.

#კორპორაციულიპასუხისმგებლობა

👉 გაიგეთ, რა არის მდგრადი განვითარების ანგარიში (ESG ანგარიში) და რატომ სჭირდებათ ის კომპანიებს. 🌍🌱📊 მდგრადი განვითარები...
28/04/2025

👉 გაიგეთ, რა არის მდგრადი განვითარების ანგარიში (ESG ანგარიში) და რატომ სჭირდებათ ის კომპანიებს. 🌍🌱
📊 მდგრადი განვითარების ანგარიში/ESG ანგარიში არის დოკუმენტი, რომლითაც კომპანია საჯაროდ უზიარებს ინფორმაციას საკუთარი საქმიანობის სოციალური და გარემოსდაცვითი ზეგავლენების, ეთიკური ღირებულებების, დასახული მიზნების, განხორციელებული პროგრამებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ყველა დაინტერესებულ მხარეს: პარტნიორებს, ინვესტორებს, მომწოდებლებს, მომხმარებლებს და საზოგადოებას.
❓ რატომ არის მნიშვნელოვანი ანგარიშგება?
✅ ეხმარება კომპანიას შიდა ორგანიზაციული მენეჯმენტის
გაუმჯობესებასა და რისკების ეფექტურად მართვაში;
✅ ზრდის გამჭვირვალობას პარტნიორების, ინვესტორების, მომწოდებლების, მომხმარებლებისა და საზოგადოებისთვის;
✅ ანგარიშგების გლობალური ინიციატივის (GRI) ფორმატის გამოყენება, რომელსაც მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების 80%-ზე მეტი იყენებს, უზრუნველყოფს ანგარიშის საერთაშორისო აღიარებას.
ჩვენ გთავაზობთ საექსპერტო მხარდაჭერას GRI ფორმატის მიხედვით მდგრადი განვითარების ანგარიშის მომზადებაში.
💼 GRI-ის სერტიფიცირებული კონსულტანტი დაგეხმარებათ შექმნათ ეფექტური ანგარიში, სტრატეგიულად წარმართოთ კომუნიკაცია მდგრადი განვითარების საკითხებზე, უპასუხოთ ანგარიშგების საერთაშორისო ფორმატის მოთხოვნებს და მაქსიმალურად გაზარდოთ ანგარიშგების შედეგები.
გაეცანით ჩვენს სერვისებს: https://csrgeorgia.com/ka/our-services

🌍 რატომ უნდა გახდეს თქვენი ბიზნესი B კორპორაცია? რას მოგიტანთ B Corp სერტიფიცირება?  როგორც წინა „პოსტებში“ აღვნიშნეთ, B...
25/04/2025

🌍 რატომ უნდა გახდეს თქვენი ბიზნესი B კორპორაცია? რას მოგიტანთ B Corp სერტიფიცირება? როგორც წინა „პოსტებში“ აღვნიშნეთ, B Corps არიან კომპანიები, რომლებიც მიზნად ისახავენ უკეთესობისკენ შეცვალონ მსოფლიო და ბიზნესი აქციონ სასიკეთო ცვლილებების მამოძრავებელ ძალად. თუმცა ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ B Corp კომპანიები მეოცნებე ალტრუისტები არიან, რომელთაც მოგება არ აინტერესებთ. არაერთი კვლევა დასტურებს, რომ B Corp კომპანიებს მეტი ლოიალური მომხმარებელი ჰყავთ, ისინი იზიდავენ საუკეთესო თანამშრომლებს, უფრო მომხიბლავები არიან ინვესტორებისთვის და ხშირად კონკურენტებთან შედარებით უკეთესი ფინანსური მაჩვენებლებით გამოირჩევიან.

🌍 2023 წელს ევროკავშირში ჩატარებულმა კვლევამ, რომელმაც მოიცვა 11 ქვეყანა, გამოავლინა, რომ რესპოდენტთა 69%, ვისაც აქვს ინფორმაცია B კორპორაციების შესახებ, შემსყიდველი გადაწყვეტილებისას უპირატესობას ანიჭებს ამ კომპანიებს.

🌍 სამყაროში, სადაც მომხმარებლები, ინვესტორები თუ დასაქმებულები სულ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს, მდგრად განვითარებას, B Corp სერტიფიცირება გამოარჩევს კომპანიას კონკურენტებისგან და უფრო ძლიერ ბრენდად აყალიბებს.

🌍 როგორც B კორპორაცია, თქვენ გახდებით გლობალური მოძრაობის ნაწილი, რომელიც ახლიდან განსაზღვრავს წარმატების საზომს ბიზნესში. ეს მოგიტანთ ნდობას, ხილვადობას და მორალურ კმაყოფილებას, რომ თქვენი ბიზნესი სასიკეთო გავლენას ახდენს.

🌍 გაინტერესებთ, როგორ ხდება ეს? მიჰყევით ჩვენს პოსტებს და ასევე გაეცანით ჩვენს CSR ბლოგს.
მოგვმართეთ, ჩვენ მოგაწვდით მეტ ინფორმაციას და დაგეხმარებით. CSRDG არის B Lab Europe-ის მხარდამჭერი საქართველოში.

#კორპორაციულიპასუხისმგებლობა

#უკეთესიბიზნესი

Address

5 Iovel Jebashvili Street, I Exit
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322399019

Alerts

Be the first to know and let us send you an email when CSR HUB - Sustainability and ESG Consulting posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to CSR HUB - Sustainability and ESG Consulting:

Share