Georgian-Kurdish Business Association

Georgian-Kurdish Business Association Georgian-Kurdish International Business Association

✨ დაუვიწყარი დღე „დღის ცენტრის“ აღსაზრდელებთან ერთად.☝ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სივრცის დამფუძნებელ ნინო ორდენიძეს და „...
31/01/2026

✨ დაუვიწყარი დღე „დღის ცენტრის“ აღსაზრდელებთან ერთად.

☝ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სივრცის დამფუძნებელ ნინო ორდენიძეს და „დღის ცენტრის“ აღსაზრდელებს ქართულ-ქურთული საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის წევრების მასპინძლობისთვის.

🔴 შეგახსენებთ, 15 იანვარს, ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ ნადირიანი, წევრ ბიზნესმენებთან ერთად, „დღის ცენტრს“ ეწვია და ორგანიზაციის სახელით ცენტრის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.

შეხვედრა მეგობრულ გარემოში წარიმართა. ასეთივე მხიარულ ნოტაზე შეძლეს აღსაზრდელებმა ორგანიზაციის წევრებისთვის გაეზიარებინათ მათი სურვილები, ოცნებები და მოეყოლათ „დღის ცენტრის“ მნიშვნელობასა და მის დატვირთვაზე.

📅 15 იანვარს, ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ ნადირიანი, წევრ ბიზნესმენებთან ერთად, "დღის ცენტრს" ეწვია.⭕ ასოციაციის სახელით,...
22/01/2026

📅 15 იანვარს, ასოციაციის პრეზიდენტი ოთარ ნადირიანი, წევრ ბიზნესმენებთან ერთად, "დღის ცენტრს" ეწვია.

⭕ ასოციაციის სახელით, ბავშვებს გადაეცათ როგორც საახალწლო საჩუქრები, ისე აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები.

🤝 ცენტრის დამფუძნებელთან, ნინო ორდენიძესთან და აღსაზრდელებთან შეხვედრა ძალიან თბილ და ემოციურ გარემოში წარიმართა.

🔴 შეხვედრა არ ყოფილა მხოლოდ ფორმალური — ბიზნესმენები პირადად გაესაუბრნენ ბავშვებს, მოისმინეს მათი საჭიროებები და ერთად იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.

⭕ "ამ ცენტრს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, ამიტომ ჩვენი სტუმრობა ერთჯერადი არ იქნება — ეს მეგობრობა ტრადიციად იქცევა", — განაცხადა ქართულ-ქურთული საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ოთარ ნადირიანმა.

🔻 ვიზიტის დასასრულს, ბავშვებმა სტუმრებისთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს, რამაც დამსწრე საზოგადოების ოვაცია დაიმსახურა.

⭕️ ქალაქ თბილისში, 20 ოქტომბერს, ქართულ-ქურთულმა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციამ მეორე კონფერენცია გამართა, რომელსაც ესწრ...
25/10/2025

⭕️ ქალაქ თბილისში, 20 ოქტომბერს, ქართულ-ქურთულმა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციამ მეორე კონფერენცია გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ბიზნესმენები საქართველოდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ერაყის ქურთისტანიდან, კანადიდან, ჰონგ-კონგიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

⭕️ კონფერენციაზე განიხილეს ერაყის ქურთისტანსა და საქართველოს შორის როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები. ბიზნესმენებმა ძირითადი ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ საკითხებს, მათ განვითარებასა და გაფართოებას. უფრო კონკრეტულად, განხილულ იქნა ტურიზმის, სამშენებლო დეველოპმენტის, ორმხრივი ვაჭრობისა და სამშენებლო პროექტების პერსპექტივები.

ყველა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, გაწევრიანებულიყო ქართულ-ქურთულ ბიზნეს ასოციაციაში. თითოეულმა მათგანმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა კომპანიის მიზნები და ასოციაციაში გაწევრიანების აუცილებლობა. ყველა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა გამოხატა სხვადასხვა პროექტებში აქტიური თანამშრომლობის სურვილი.
⭕️ კონფერენციის დასასრულს, ასოციაციის პრეზიდენტმა, ოთარ ნადირიანმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადო.

⭕️ ქალაქ თბილისში, 20 ოქტომბერს, ქართულ-ქურთულმა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციამ წარმატებით გამართა რიგით მეორე კონფერენც...
25/10/2025

⭕️ ქალაქ თბილისში, 20 ოქტომბერს, ქართულ-ქურთულმა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციამ წარმატებით გამართა რიგით მეორე კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ბიზნესმენები საქართველოდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, ერაყის ქურთისტანიდან, კანადიდან, ჰონგ-კონგიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან და ევროპის ქვეყნებიდან.

⭕️ კონფერენციაზე განიხილეს ერაყის ქურთისტანსა და საქართველოს შორის როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი ურთიერთობები. ბიზნესმენებმა ძირითადი ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ საკითხებს, მათ განვითარებასა და გაფართოებას. უფრო კონკრეტულად, განხილულ იქნა ტურიზმის, სამშენებლო დეველოპმენტის, ორმხრივი ვაჭრობისა და სამშენებლო პროექტების პერსპექტივები.

ყველა კომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, გაწევრიანებულიყო ქართულ-ქურთულ ბიზნეს ასოციაციაში. თითოეულმა მათგანმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა კომპანიის მიზნები და ასოციაციაში გაწევრიანების აუცილებლობა. ყველა ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა გამოხატა სხვადასხვა პროექტებში აქტიური თანამშრომლობის სურვილი.

⭕️ კონფერენციის დასასრულს, ასოციაციის პრეზიდენტმა, ოთარ ნადირიანმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ სტუმრებს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების პირობა დადო.

27/06/2025

⭕ პირველი არხის რადიო ეთერში ქართულ-ქურთული საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ოთარ ნადირიანმა, ორგანიზაციის დაფუძნების მნიშვნელობასა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. გადაცემის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები ერაყელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ორივე ქვეყნის ეკონომიკას.

🔻 “ჩვენ ვაპირებთ ჩასვლას საქართველოს რეგიონებში, იმისთვის, რომ შევხვდეთ ბიზნესმენებს, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქციას, იქნება ეს კახეთის თუ სხვა რეგიონები, ჩვენი მიზანია, ის პროდუქცია რომელსაც ისინი აწარმოებენ, ნაკლები ბიუროკრატიის გავლით გაიტანონ ერაყის ქურთისტანში”, — ამბობს ქართულ-ქურთული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი. �

🔻 ნადირიანმა ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ბიზნეს ასოციაცია ხიდი ბიზნეს სტრუქტურებს შორის, უპასუხა - “დიახ, ხიდი იქნება და ჩვენ გავუწევთ ამას კოორდინაციას და ვიქნებით ერთ-ერთი ლოკომოტივი ამ ბიზნეს ურთიერთობებისთვის”.

⭕ ამასთან, ნადირიანმა ხაზი გაუსვა ასოციაციის მთავარ ამოცანას – ხელი შეუწყოს ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ინვესტიციების მოზიდვასა და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას საქართველოსა და ერაყის ქურთისტანს შორის. მისი თქმით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ორივე მხარისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

⭕ განხილული იქნა კონკრეტული სფეროები, სადაც თანამშრომლობა ყველაზე პერსპექტიულია, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მშენებლობა და ლოგისტიკა. ასოციაციის მიზანია, გახდეს ხიდი ქართველ და ერაყელ ბიზნესმენებს შორის, ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი პროექტების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.

27/06/2025

⭕ პირველი არხის რადიო ეთერში ქართულ-ქურთული საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, ოთარ ნადირიანმა, ორგანიზაციის დაფუძნების მნიშვნელობასა და სამომავლო მიზნებზე ისაუბრა. გადაცემის ფარგლებში განხილული იყო თანამშრომლობის პერსპექტივები ერაყელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის, რაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ორივე ქვეყნის ეკონომიკას.

⭕ ნადირიანმა ხაზი გაუსვა ასოციაციის მთავარ ამოცანას – ხელი შეუწყოს ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, ინვესტიციების მოზიდვასა და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას საქართველოსა და ერაყის ქურთისტანს შორის. მისი თქმით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ორივე მხარისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

⭕ განხილული იქნა კონკრეტული სფეროები, სადაც თანამშრომლობა ყველაზე პერსპექტიულია, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, მშენებლობა და ლოგისტიკა. ასოციაციის მიზანია, გახდეს ხიდი ქართველ და ერაყელ ბიზნესმენებს შორის, ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას, ერთობლივი პროექტების განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას.

⭕️ ქართულ-ქურთულმა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციამ თბილისში მნიშვნელოვანი კონფერენცია გამართა, რომელზეც ასოციაციის მომავა...
14/06/2025

⭕️ ქართულ-ქურთულმა საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციამ თბილისში მნიშვნელოვანი კონფერენცია გამართა, რომელზეც ასოციაციის მომავალი და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრას საქართველოს, ისრაელის, ახლო აღმოსავლეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც მონაწილე ქვეყნების მრავალფეროვან ინტერესებზე მიუთითებს.

⭕️ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ასოციაციის სამომავლო გეგმები და მისი განვითარების პერსპექტივები იყო. მონაწილეებმა აქტიურად დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები ასოციაციის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, რამაც ხაზი გაუსვა ორმხრივი ინტერესისა და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს.

⭕️ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული პროდუქციის ერაყის ქურთისტანში ექსპორტის გაფართოებას. საუბარი შეეხო როგორც სოფლის მეურნეობის, ისე სხვა სახის პროდუქციის პოტენციალს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის ახალ ბაზრებსა და შესაძლებლობებს შექმნის.

⭕️ შეხვედრის დღის წესრიგში ასევე იყო ერაყის ქურთისტანისა და ქურთი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვა. ეს მიმართულება საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ხსნის უცხოური კაპიტალის მოზიდვის კუთხით. განხილული იქნა სამომავლოდ საქართველოში ქურთი ბიზნესმენების ფართომასშტაბიანი ფორუმის ჩატარების გეგმა, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ეკონომიკურ კავშირებსა და საინვესტიციო თანამშრომლობას.

⭕️ კონფერენციაზე ქართულ-ქურთული ასოციაციის პრეზიდენტს, ოთარ ნადირიანს, ერაყის ქურთისტანისგან ასოციაციის დაარსებასთან დაკავშირებული მისალოცი წერილი გადაეცა, რაც ორმხრივი პარტნიორობის სიმბოლური დასტურია.

⭕️ ერაყი-ქურთისტანის დელეგაციის ხელმძღვანელი, შიფა ბარზანი, საქართველოში მცხოვრებ ქურთულ დიასპორას შეხვდა.⭕️ შეხვედრას ხ...
04/06/2025

⭕️ ერაყი-ქურთისტანის დელეგაციის ხელმძღვანელი, შიფა ბარზანი, საქართველოში მცხოვრებ ქურთულ დიასპორას შეხვდა.

⭕️ შეხვედრას ხელმძღვანელობდა ორგანიზატორი, საქართველოს ქურთული ოგანიზაცია "რონაის" თავმჯდომარე ზაზა კალაშოვი. ასევე, ესწრებოდნენ დსთ-ს, ევროპის, თურქეთის და ახლო აღმოსავლეთის სტუმრები.

⭕️ შეხვედრის დღის წესრიგში იყო საგანმანათლებლო სფეროს გაუმჯობესების საკითხები, ასევე, კულტურული და როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთოებები.

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian-Kurdish Business Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share