25/01/2026
🛑ბუღალტრულ ჯგუფებში ხშირად იდება კითხვები სამუშაო პროცესში ოფისში მირთმეულ წყალს, ყავას და ჩაის შესახებ. მინდა ამ თემაზე მოკლე და კონკრეტული ინფორმაცია მოგაწოდოთ.
🛑პირველ რიგში როცა შპს ყავის, ჩაის სასმელი წყლის შეძენას აკეთებს, მას უნდა შეეძლოს იმის დადასტურება რომ ნამდვილად სჭირდება ეკონომიკურ საქმიანობაში, ამ შემთხვევაში ყავა, ცაი წყალი, ერთჯერადი ჭიქები და ასე შემდეგ ნამდვილად არის ხარჯი, მას შეუძლია ბუღალტრულად და საგადასახადო კუთხით ხარჯად აღიარება და დღგ–ს ჩათვლაც.
🛑ეხლა განვიხილოთ როგორ უნდა დაადასტუროს ფიზიკურ და იურიდიულ პირმა რომ მას ნამდვილად სჭირდება ეკონომიკურ საქმიანობაში. პირველ რიგში პირს უნდა გააჩნდეს ოფისი, საკუთარი ან იჯარით აღებული, კიდევ ოფისში უნდა ჰქონდეს ინვენტარი, ავეჯი, ელემენტარული მაგიდა და სკამები მაინც ჰქონდეს შეძენილი. ასევე საქმიანობიდან გამომდინარე უნდა დასტურდებოდეს რომ სჭირდება კლიენტებთან, მომწოდებლებთან და ბიზნეს პარტნიორებთან საქმიანი შეხვედრები ჩაატარება.
🛑ასევე მნიშვნელობა აქვს ყავის და სხვა სასმელების შეძენილ რაოდენობას, რაოდენობა უნდა იყოს გონივრული კომპანიის თანამშრომლების, პარტნიორების და ბიზნეს შეხვედრების რაოდენობასთან შესაბამისობაში. ასეთ შემთხვევაში არ ითვლება თანამშრომლის სარგებლად და არ არის ხელფასად დასაბეგრი.
🛑ასევე მოგიყვანთ შემოსავლების სამსახურის სიტუაციურ სახელმძღვანელოს N1818, რომელიც ადასტურებს რომ ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების შემთხვევაში საწარმოს და ფიზიკური პირების ქმედებაში სამართალდარღვევა არ იკვეთება და ოპერაციის გადაკვალიფიცირების საფუძველი არ არსებობს.
Send a message to learn more