26/05/2026
ბევრს ჰგონია რომ HS code(სასაქონლო კოდი) მხოლოდ დეკლარანტის, ან საბაჟოს თემაა.
რეალურად, არასწორი კლასიფიკაცია ხშირად პირდაპირ ურტყამს: - დარიცხულ გადასახადებს,
- საგადასახადო და საბაჟო რისკებს,
- არასატარიფო ღონისძიებებს
რაც მთავარია, შეცდომა შესაძლებელია თვეების ან სულაც წლების შემდეგ გაირკვეს.
🚫მაგალითად, თუ მომწოდებელი ინვოისში გვიწერს "notebook" და შეცდომით განვუსაზღვრავთ რვეულის კოდს, დიდი ალბათობით, ასევე შეცდომით დღგ-საგან გავათავისუფლებთ რვეულის მსგავსი ბლოკნოტების მიწოდებას, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მხოლოდ რვეულების მიწოდება თავისუფლდება დღგ-საგან.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ალკოჰოლური სასმელების თემატიკა, სადაც ერთი პატარა ცდომილებაც დიდ განსხვავებას იწვევს აქციზის და იმპორტის გადასახადის დარიცხვაში.
❌არასოდეს ენდოთ მომწოდებლის მიერ განსაზღვრულ სასაქონლო კოდს ბრმად .
🚦ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ წინასწარ იმპორტის/ექსპორტის დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, სასაქონლო კოდის განსაზღვრაში და სხვა საბაჟო პროცედურებში.