26/03/2026
თუ გინდა სწრაფი, ჯანსაღი და გემრიელი დესერტი - ეს რეცეპტი შენთვისაა 🤍
თხილი ბუნებრივი ენერგიისა და სასარგებლო ცხიმების წყაროა - იდეალურია ყოველდღიური კვებისთვის.
🍫🥜 თხილის ბურთები შოკოლადით
ინგრედიენტები:
1 ჭიქა ფინიკი
1/2 ჭიქა დაქუცმაცებული თხილი
2 ს.კ კაკაო
2 ს.კ შვრია (ან ქოქოსის ფანტელი)
1 ს.კ თაფლი (სურვილისამებრ)
მწიკვი მარილი
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი დააბლენდერე ერთად, გააკეთე პატარა ბურთულები და დააყოვნე მაცივარში 20 წუთით ✅
✨ შედეგი: ნატურალური, ტკბილი, ენერგიული სნექი. იდეალურია დღის ნებისმიერი მონაკვეთისთვის.