16/03/2026
მაიკო პირველად ჩვენს კომპანიაში პაციენტის სტატუსით მოვიდა…
მაშინ ის მძიმე ბრძოლაში იყო :ებრძოდა სიმსივნეს.
მის გვერდით იდგა მებრძოლი მეუღლე და ულამაზესი ქალიშვილი. მთელი ოჯახი ერთად იბრძოდა იმ რთულ გზაზე.
მაიკოს ცხოვრებაში ბევრი ტკივილი იყო.
ის იბრძოდა მაშინაც კი, როცა ჯერ დედა დაკარგა, შემდეგ მამა…
და ბოლოს — დედამთილიც.
დიახ, ამხელა ტრავმისა და გლოვის მიუხედავად, მან ბრძოლა არ შეწყვიტა.
მისი ძალა, სიმტკიცე და სიცოცხლის სიყვარული ყველასთვის მაგალითი გახდა.
ერთ დღეს მისმა მკურნალმა ონკოლოგმა, პროფესორმა ექიმმა, თქვა:
„ეს ბრძოლა მაიკომ მოიგო.“
დღეს მაიკო ისევ სტამბულშია
მაგრამ ამჯერად არა როგორც პაციენტი…
არამედ როგორც ტურისტი, მეგობრებთან ერთად.
ეს არის გამარჯვების ისტორია.
ისტორია იმისა, თუ როგორ შეიძლება ტკივილის, დანაკარგისა და სირთულეების მიუხედავად ადამიანმა სიცოცხლე მაინც აირჩიოს.
…მაიკო, შენ ნამდვილად გვასწავლე, რას ნიშნავს ბრძოლა და გამარჯვება.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ბევრ ლამაზ მოგზაურობას. ❤️