19/04/2026
💫🍇
კრახუნა ბევრისთვის ნაცნობია, მაგრამ მისი მნიშვნელობა ცოტამ იცის
კრახუნა
კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, მისგან მზადდება იმერული ტიპის მაღალალკოჰოლიანი სასუფრე თეთრი ღვინო. ჯიში გამოსადეგია აგრეთვე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. კრახუნა გავრცელებულია ძირითადად იმერეთში. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან_თვისებებით კრახუნა თავისუფლად შეიძლება მიეკუთვნოს _ prol. pintica, sub prol. georgica Negr.-ის ეკოლოგიურ_გეოგრაფიულ ჯგუფს, რომელიც კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან არის წარმომდგარი. დასავლეთ საქართველოს ვაზის მთავარ საწარმოო ჯიშებისაგან კრახუნა განსხვავდება ძირითადად უფრო ნაადრევი (ერთი პერიოდით) სიმწიფით და მარცვლის ოვალური ფორმით. აღნიშნულის გამო ზოგიერთი სპეციალისტი (ვ. სტაროსელსკი და სხვ.) კრახუნას კახეთიდან შემოტანილ ჯიშად თვლიდა, მაგრამ აღნიშნულის დასადასტურებლად არავითარი საბუთი, გარდა საკუთარი მოსაზრებისა, არა აქვთ მოყვანილი. ეს მოსაზრება არ უნდა შეეფერებოდეს სინამდვილეს, რადგან, ერთი მხრივ, კრახუნა თავისი მორფოლოგიური ნი- შან_თვისებებით გაცილებით უფრო ახლო დგას დასავლეთის, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული წყაროების მიხედვით აღმოსავლეთ საქართველოში კრახუნა ძველად გავრცელებული არ ყოფილა და არც ახლა არის. მეტად საინტერესო მოსაზრება ჯიშ კრახუნას წარმოშობასთან დაკავშირებით მოყვანილი აქვს თავის კაპიტალურ ნაშრომში აკად. ივ. ჯავახიშვილს (8). მისი განმარტებით კრახუნა~ მარცვლის თვისების გამომხატველი იმერული წარმოშობის სიტყვაა. დასავლეთ საქართველოში ამბობენ: მარცვალი პირში სკდება, კრახუნობს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კრახუნა _ კნატა_კნუტს, კნატუნს~ ნიშნავსო. ცხადია, ჯიში რომ აღმოსავლეთ საქართველოდან იყოს წარმოშობილი მას ალბათ ან კნატუნა~ ერქმეოდა, ან სხვა ამის მაგვარი და მორფოლოგიური ნიშან_თვისებებითაც მათი მსგავსი იქნებოდა. ჯიშის წარმოშობის დროის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება, მაგრამ ის ფაქტი, რომ კრახუნა ჯერ კიდევ გასული საუკუნის პირველ ნახევარში საკმაოდ ცნობილი ჯიში იყო უფლებას გვაძლევს იგი საშუალო ხნიერების ვაზის ჯიშთა ჯგუფს მივაკუთნოთ. ძველად კრახუნა უფრო ფრთოდ იყო გავრცელებული და იმერეთის ზოგიერთ მიკრორაიონს (სვირი, ობჩა) მან საერთო აღიარება და საპატიო სახელი მოუპოვა, როგორც საქართველოში, ისე საბჭოთა კავშირშიაც.
ბოტანიკური აღწერა
ჯიშის ბოტანიკური აღწერა შესრულებულია მევენახეობისა და მეღვინეობის საქარის საცდელ სადგურზე ქ. ზესტაფონში, ხოლო ახალგაზრდა ნაზარდი და ყვავილი აღწერილია მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტისსაკოლექციო ნაკვეთზე ქ. თელავში. ვენახი გაფორმებულია სარ_მავთულზე და გასხლულია ორმხრივი შპალერის წესით.ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა მოზარდი ყლორტის გვირგვინი და პირველი ორი ჯერ კიდევ გაუშლელი ფოთოლაკი შებუსვილია სქელი ქეჩისებრი ბუსუსით, მომწვანო თეთრი ფერისაა, რომლებსაც ღია მოვარდისფრო არშია აკრავს გვირგვინისა და ფოთოლაკების ირგვლივ. მესამე და მეოთხე ფოთლების შებუსვა ზემო მხრიდან მცირდება და მომწვანო_ყვითელი ხდება _ ნარინჯის იერით, ხოლო ქვედა მხრიდან შებუსვის შემცირების გამო მორუხო თეთრია. ყლორტის შებუსვა ზევიდან ქვევით მცირდება.ერთწლიანი რქა. კარგად შემოსული რქა შემოდგომით ღია ყავისფერია მოწითალო იერით; მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი, ვიდრე მუხლთაშორისები. მუხლთაშორისების სიგრძე მერყეობს საშუალოდ 8_დან 12 სმ_მდე. გრძლივი ზოლები მუხლთაშორისების გასწვრივ კარგადაა გამოსახული.ფოთოლი. შუა იარუსის (9_12) კარგად განვითარებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა. ფოთლის ფირფიტა მომრგვალოა, უფრო ხშირად იგი განიერ_ოვალურია, ვიდრე მოგრძო. ფოთლის სიგრძე საშუალოდ 17_18 სმ, ხოლო განი 18_19 სმ უდრის. ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, უფრო ხშირად იგი ხუთნაკვთიანია, იშვიათად სამნაკვთიანი ფოთლებიც გვხვდება. ფოთლის ზედაპირი ხშირად მსხვილბურთულებიანი, იშვიათად იგი ბადისებრ დანაოჭებული, ან წვრილბურთულებიანია. ფოთლის ზედა ნაკვთი თითქმის მუდამ ბლაგვკუთხიანია. ფოთლის მოხრილობა უსწორმასწოროა, ხშირად ქვედა ნაკვთების ზევით აწევის გამო ფოთოლი ძაბრისებრ ფორმას იღებს.