13/11/2020
16 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდი (IFRS Foundation), მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის ერთობლივი ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის მხარდაჭერით, დისტანციურ შეხვედრას გამართავენ, თემაზე: „ფასს სტანდარტები და მმართველობის ანგარიშგება - მნიშვნელოვანი სიახლეები”.
მსგავსი შეხვედრა უკვე მეოთხე წელია იმართება. ამჯერად შეხვედრას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) წევრი - ფრანსუაზ ფლორი წარუძღვება. გარდა ამისა, აუდიტორიის წინაშე მსოფლიო ბანკისა და სამსახურის წარმომადგენლები წარდგებიან.
ღონისძიება სდპ-ებისა და I - II კატეგორიის საწარმოთა წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და ის ფასს სტანდარტების და მმართველობის ანგარიშგების სფეროებში დაგეგმილი ცვლილებების მიმოხილვას დაეთმობა.