ინსაითი - ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სერვისი

  • Home
  • Georgia
  • Batumi
  • ინსაითი - ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სერვისი

ინსაითი - ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სერვისი ფსიქოლოგიური კონსულტირება, ფსიქოდია?

09/11/2022
30/08/2022

მოგესალმებით ადამიანებო.
ელის მილერი ითვლება მსოფლიოში ბავშვთა ძალადობის საკითხებში სპეციალისტად. გთავაზობთ მისი წიგნის "ნიჭიერი ბავშვის დრამა" - დან ამონარიდებს თარგმანის სახით.

✅ 1. მშობლის მრისხანება - მშობლის პირადი პრობლემების შედეგია, ამ პრობლემების მიზეზს კი ბავშვში ეძებს.

✅ 2. ცუდი ქცევა - ერთერთი საშუალებაა რომელსაც ბავშვი იყენებს როგორც მშობლის დასჯას.

✅ 3. რასაც მშობლები ძლიერ მალავენ ეს ის არის რაც ბავშვს ძლიერ აწუხებს.

✅ 4. ტრავმირებული ბავშვები ძლიერ მიჯაჭვულობას განიცდიან მშობლების მიმართ და ზრდასრულობას ვერ აღწევენ.

✅ 5. ადამიანის სული ძალადობის შედეგად არ ექვემდებარება განადგურებას, და მისი გაჯანსაღების უნარი მანამ შესწევს პიროვნებას სანამ სხეული სუნთქავს.

✅ 6. ადამიანს უნდა გააჩნდეს პირადი გრძნობების უფლება და მათი გამოხატვის შესაძლებლობა.

✅ 7. ადამიანების უმრავლესობისთვის ის აზრი რომ მშობლებს არ უყვარდათ - ძლიერ მტკივნეული და გაუსაძლისია. რაც უფრო მეტია ამის მტკიცებულება, მით უფრო ძლიერია ილუზია რომ ისინი უყვარდათ.

✅ 8. ადამიანების უმრავლესობისთვის უფრო მარტივია იყვნენ მოკვდინებული, პირდაპირ ან სიმბოლურად, ვიდრე ხელახლა განიცადონ დაუცველობის განცდა, რომლის გამო ისინი იტანჯებოდნენ ბავშვობაში.

✅ 9. მოთხოვნას "წესიერად მოიქეცი" არაფერი აქვს საერთო თვით სიცოცხლესთან. ადამიანების უმრავლესობას ეს აზროვნების პატერნი ხელს უშლის თავისუფლების შესაძლებლობის აღმოჩენას.

✅ 10. როდესაც ზრდასრულში მყოფი შინაგანი ბავშვი იქნება თავისუფალი, ადამიანი აღმოაჩენს სიცოცხლის უნარიანობის საფუძველს.

✅ 11. უსაფუძვლო და ზედმეტი მორალისტობა ბავშვის ჯანსაღი განვითარების გზაზე არსებულ საჭირო უნარჩვევების და მისი პიროვნული თვითრეალიზაციის შესაძლებლობას ხელს უშლის. ბავშვის სხეულს არ ესმის მორალური დოგმები.

✅ 13. სიცრუე და ორპირობა ბავშვის შინაგანი სამყაროს მანიპულირების უნივერსალური ხერხებია რომელსაც პედაგოგიკაშიც ხშირად იყენებენ.

✅ 13. მატყუარას არ შეუძლია საკუთარი თავის პატივისცემა და შედეგად ვერც სხვასაც სცემს პატივს.

✅ 14. ტირანი - ეს არის ბავშვობაში ტრავმირებული ბავშვი რომელზეც ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად და ემოციურად ძალადობდნენ. თუ ბავშვს გააჩნია უფლება იყოს უსაფრთხოებაში და თავისუფლებაში მას არასდროს გაუჩნდება სურვილი ვინმეზე იძალადოს.

✅ 15. აღმზრდელების მიერ მოთხოვნილი და მათ მიმართ არსებული დამონების სურვილი ზრდასრულ ადამიანს უჩენს სხვისი პოლიტიკური ნების მიმართ დამონების ქმედების სურვილს.

✅ 16. ნებისმიერი სახის აღმზრდელობით იდეოლოგიას მოაქვს ზიანი.

✅ 17. ადამიანები რომლებიც მიჩვეულნი არიან დუმილს ხშირ შემთხვევაში ქვეცნობიერად იტანჯებიან.

✅ 18. მშობლების მიერ ბავშვების მიმართ დამოკიდებულება ქმნის ბავშვის დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ.

✅ 19. საკუთარი ტანჯვის გაუცნობიერებელი ადრეული გამოცდილება ქმნის სხვა ადამიანების მიმართ მომავალში თანაგრძნობის გაუხეშებას.

✅ 20. მშობლები ფიქრობენ რომ ბავშვის შინაგანი სამყარო ხიფათს წარმოადგენს მშობლების ძალაუფლებისთვის.

#თარგმანი

ზურაბ ქარჩავა,
კლინიკური ფსიქოლოგი,
ფსიქოთერაპევტი.

26/08/2022

თითოეული მშობელი ვინც ბავშვის აღზრდის დროს იყენებენ ყვირილს, მუქარას, შანტაჟს, ფიზიკურ დასჯას ხელის შეხებით, დარტყმით და ყველაზე უარესი ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებების უგულებელყოფას, ავითარებს ბავშვში საკუთარი თავის და გარესამყაროს მიმართ დესტრუქციულ, მავნე და სოციალურად არაჯანსაღ დამოკიდებულებებს. ასეთი მშობლები პირადად არიან ჯანსაღი საზოგადოებისთვის საშიშნი და პირადი შინაგანი პრობლემების გამო ბავშვებში ქმნიან სამომავლო ზიანს. უპირველეს ყოვლისა დაიწყეთ ბოდიშის მოხდა და მუხლებზე დაუჩოქეთ თქვენ შვილებს ამ უდიდესი ზიანის გამო, იმიტომ რომ ბავშვებს თქვენთვის არაფერი არ დაუშავებიათ. ბავშვებმა რვა წლამდე არ იციან ე.წ. მორალურის გააზრება და ნუ ცდილობთ ამ ასაკამდე მოთხოვოთ მათ აიტანონ თქვენი პირადი შეუმდგარი ცხოვრებით მიღებული გამოცდილება და წესები რომლებიც გაჟღენთილია არაჯანსაღი რწმენა შეხედულებებით. ფსიქოლოგიური და ემოციური ძალადობით, შეურაცხყოფით, დაშინებით, შანტაჟით, მანიპულირებით, წყენით თუ სხვა შხამ - საწამლავით, თქვენ ქმნით თქვენ შვილებში სხვადასხვა სახის ფსიქიკურ და ქცევით აშლილობებს. რისთვის გინდათ ეს პატარა სიცოცხლე თუ მათი სიცოცხლის გამწარებას ცდილობთ. ჩემთან მოდიან ადამიანები რომლებმაც ეს გამოიარეს, რომლებმაც დაკარგეს მშობლების უგუნური დამოკიდებულებების და ქმედების გამო ყველაზე მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების და სიყვარულის უნარი, ადამიანები რომლებმაც გამოიარეს ასეთი ფსიქოლოგიური ტრავმა და დღეს იგივე სცენარით ურთიერთობენ სამყაროსთან და ადამიანებთან, თუმცა მოდიან იმიტომ რომ ხედავენ, ესმით და გრძნობენ რომ სამყარო და სხვა ადამიანები მათ არ ღებულობენ ასეთი სცენარების გამო. დაუჩოქეთ შვილებს და თხოვეთ პატიება თითოეული ხმამაღლა ნათქვამი სიტყვების გამო, დაუჩოქეთ და მოუხადეთ ბოდიში თითოეული შეურაცხყოფის და შხამის გამო, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვები ამას არ იმსახურებენ, ბავშვები არ არიან დამნაშავე თქვენი პირადი შეუმდგარი ცხოვრების გამო. ბავშვის სიყვარული ნიშნავს პირველ რიგში ზრდასრულმა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და საკუთარ თავს მოთხოვოს ის რასაც პატარა დაუცველი ადამიანებისგან ითხოვს. თუ ამას არ გააკეთებთ არ გაგიკვირდეთ მათი სამომავლო პროტესტი და რევოლუცია რომელიც არ აგცდებათ მშობლებს, იქნება ეს რევოლუცია სახლიდან გაქცევა თუ სხვა სიტყვიერი თუ ემოციური დამოკიდებულება თქვენ მიმართ. დაიწყეთ ბოდიშის მოხდა. გეყოთ გამბედაობა და დატოვეთ თქვენი პირადი ამპარტავანი ხასიათი თქვენი შვილების გამო თუ ისინი თქვენთვის რამეს ნიშნავენ.

ზურაბ ქარჩავა
კლინიკური ფსიქოლოგი

11/08/2021

Аицерит халхо!

Address

Batumi

Telephone

+995599126626

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ინსაითი - ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის სერვისი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share