16/06/2026
🏆 მნიშვნელოვანი მიღწევა Financial Experts Corporation-ისთვის!
ამაყად ვაცხადებთ, რომ გავხდით ACCA Approved Employer – Trainee Development, Platinum დონის სტატუსის მფლობელი. ✅
ეს არის ACCA-ს (Association of Chartered Certified Accountants) — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ბუღალტრული ორგანიზაციის — უმაღლესი დონის აღიარება, რომელიც ეძლევა დამსაქმებლებს, ვინც გამორჩეულად უჭერს მხარს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო სტანდარტებით.
ჩვენთვის ეს მხოლოდ სერტიფიკატი არ არის — ეს არის დასტური იმისა, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ: ვაშენებთ გარემოს, სადაც პროფესიონალები იზრდებიან და მსოფლიო დონის კვალიფიკაციას აღწევენ. 💫
ხოლო ჩვენი პარტნიორებისთვჯს ეს ნიშნავს ერთს — თქვენს გვერდით დგას გუნდი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის მიერ. 🤝