Nino Meris Wine Cellar / ნინო მერის მარანი

Call Directions Website Contact the business

Nino Meris Wine Cellar / ნინო მერის მარანი New Wines for New World

09/07/2026
❤️
08/07/2026

❤️

🍷გუშინ ჩვენს მარანს იმერეთიდან ჩამოსული 50 სტუმარი ეწვია.ეს დღე ჩვენთვის ნამდვილად დაუვიწყარი იყო.🍷უცხოელი სტუმრების მას...
02/07/2026

🍷გუშინ ჩვენს მარანს იმერეთიდან ჩამოსული 50 სტუმარი ეწვია.

ეს დღე ჩვენთვის ნამდვილად დაუვიწყარი იყო.

🍷უცხოელი სტუმრების მასპინძლობა ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სიხარულია — მათ საქართველოს, ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და ღვინის დაყენების უნიკალურ ქართულ მეთოდებს ვაცნობთ.

🍷მაგრამ სულ სხვა ემოციაა, როცა საკუთარ ხალხს მასპინძლობ. როცა შენს სისხლსა და ხორცს — დებსა და ძმებს — ხვდები. ეს იყო სითბოთი, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით სავსე დღე. ♥️იმდენჯერ ჩავეხუტეთ ერთმანეთს, იმდენი გულწრფელი ღიმილი და კოცნა გავცვალეთ, რომ დამშვიდობებაც კი არ გვინდოდა. ასეთ დროს კიდევ ერთხელ ხვდები, რამდენად გვაკლია ერთმანეთის ხმა, მხარდაჭერა და ერთად ყოფნა.

♥️სწორედ ეს არის შიდა ტურიზმის ნამდვილი ძალა. ეს არის რეგიონების დაახლოება, გამოცდილების გაზიარება, ეკონომიკის განვითარება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა.

🍷დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს ვიზიტი დაგეგმა და განახორციელა. განსაკუთრებული მადლობა იმერეთს — ამ სითბოს, სიყვარულისა და დადებითი ენერგიისთვის. ❤️

სამწუხაროდ, იმდენად ჩართული ვიყავით მასპინძლობაში, რომ საერთო ფოტოს გადაღებაც კი დაგვავიწყდა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები გულში დარჩა.

მადლობა სტუმრებს გულწრფელი უკუკავშირისთვის და ახალი გამოცდილებისთვის. სწორედ ასეთი შეხვედრები გვაძლიერებს, გვასწავლის და გვავითარებს, რათა ქართული სტუმარმასპინძლობა და ღვინის კულტურა კიდევ უფრო მაღალი ხარისხით წარვადგინოთ.

მადლობა იმერეთო, კიდევ გელოდებით! ❤️🍷

Manana Katashvili

ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთში 🇵🇱წარმოდგენილია ჩვენი:ქისირქაწითელისაფერავიმადლობა ღვინის ეროვნული სააგენტო / Nation...
11/06/2026

ქართული ღვინის დეგუსტაცია პოლონეთში 🇵🇱
წარმოდგენილია ჩვენი:

ქისი
რქაწითელი
საფერავი

მადლობა ღვინის ეროვნული სააგენტო / National Wine Agency of Georgia მხარდაჭერისთვის!

🥂🍷✨🍇🇰🇷🇬🇪
20/05/2026

🥂🍷✨🍇🇰🇷🇬🇪

მეგობრებო, ამჯერად ნინო მერის ღვინის მარანი მონაწილეობას თბილისი ვისკის ფესტივალში მიიღებს როგორც პრემიალური ღვინის კატე...
14/05/2026

მეგობრებო, ამჯერად ნინო მერის ღვინის მარანი მონაწილეობას თბილისი ვისკის ფესტივალში მიიღებს როგორც პრემიალური ღვინის კატეგორია!

16 მაისს გელით შერატონ მეტეხი პალასში!

დააგემოვნებთ შემდეგ ღვინოს:

🍷რქაწითელი 2020
🍷ქისი 2021
🍷საფერავი 2023

მინდა მადლობა გადავუხადო CARE Caucasus და ფესტივალის ორგანიზატორებს მხარდაჭერისთვის! ❣️

Tbilisi's Whisky Festival
CARE Caucasus

🐝🍇🥂🏘️💚
10/05/2026

🐝🍇🥂🏘️💚

გილოცავთ აღდგომას!
12/04/2026

გილოცავთ აღდგომას!

ქრისტე აღდგა!

26.03.2026 - Tbilisi Majlis Dinnerby EurAsia Gulfჩვენ ნაწარმზე ხმა ყველგან უნდა მივიდეს ♥️ სტუმრებს გადაეცათ ჩურჩხელა და...
27/03/2026

26.03.2026 - Tbilisi Majlis Dinner
by EurAsia Gulf
ჩვენ ნაწარმზე ხმა ყველგან უნდა მივიდეს ♥️
სტუმრებს გადაეცათ ჩურჩხელა და სელექციის ფასდაკლების ვაუჩერები 🍷

26/03/2026

🔆შემოუერთდი „აისის“ წარმატებულებს!

🍇ნინო მერის მაძღარაშვილმა კოლეჯის „აისი“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა - მევენახეობა-მეღვინეობა დუალური სწავლების მიდგომით დაამთავრა. როგორც მეღვინემ, მან უკვე შეძლო, საკუთარი ღვინოები შეექმნა. წარმატების მიღწევაში, ნინო მერის კოლეჯში მიღებული ცოდნა ეხმარება.

🔰ნინო მერის მაძღარაშვილი: „კოლეჯი „აისი“ ავირჩიე მისი მოქნილი გრაფიკის, საერთაშორისო დიპლომის შესაძლებლობისა და მაღალი დონის, პრაქტიკოსი მევენახე მასწავლებლების გამო. რაც შეეხება პროფესიას - ღვინო არის ჩვენი კულტურა და მე ამ კულტურის ღირსეულ წარმომადგენელად ყოფნა მიზიდავს. კოლეჯმა მომცა პრაქტიკული ხედვა - როგორ უნდა გაიგო ღვინო სიღრმისეულად: ყურძნიდან ბოთლამდე. ასევე, განსაკუთრებული იყო მასწავლებლების გამოცდილება, რომლებიც რეალურად ამ სფეროში მუშაობენ და გვიზიარებდნენ არა წიგნურ, არამედ ცოცხალ, რეალურ ცოდნას“.

🍷კოლეჯის კურსდამთავრებული მართავს „ნინო მერის“ ღვინის მარანს და უშუალოდ არის ჩართული ღვინის დაყენების პროცესში.

🔰ნინო მერის მაძღარაშვილი: „კოლეჯში მიღებული ცოდნა ყოველდღიურად მეხმარება სწორად ვაკონტროლო ღვინის დაყენების ეტაპები და მივიღო ხარისხიანი, დაბალანსებული პროდუქტი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ღვინო იყოს გააზრებული - დაწყებული ყურძნის სწორად შერჩევით, დასრულებული მის სტილისტიკასა და ხასიათზე მუშაობით. ჩემი ყველაზე დიდი პროფესიული მიღწევა არის ის, რომ შევძელი, როგორც მეღვინემ, შემექმნა ღვინოები, რომლებიც ასახავს ჩემს ხედვას და გემოვნებას. ვამაყობ, რომ ჩემი ღვინოები გამოირჩევა ინდივიდუალობით და მომხმარებელი მათში გრძნობს როგორც terroir-ს, ისე იმ შრომას და ცოდნას, რაც პროცესში იდება“.

🥂ნინო მერის მაძღარაშვილი მომავალში საკუთარ თავს ხედავს როგორც ძლიერი ქართული ღვინის ბრენდის შემქმნელს საერთაშორისო ბაზარზე. იმ ახალგაზრდებს კი, რომლებსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ რომელი პროფესია შეისწავლონ, ურჩევს აუცილებლად სცადონ საკუთარი თავი ამ სფეროში.

🔰ნინო მერის მაძღარაშვილი: „ახალგაზრდებს ვურჩევდი, არ შეეშინდეთ და აუცილებლად სცადონ საკუთარი თავი ამ სფეროში. კოლეჯი „აისი“ არის გარემო, სადაც მიიღებენ რეალურ, პრაქტიკულ გამოცდილებას პროფესიონალი მასწავლებლებისგან. პროგრამა ისეა აწყობილი, რომ ეტაპობრივად გაძლევს თავდაჯერებას და გაჩვენებს, რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია მეღვინეობა. თუ აქვთ ინტერესი ღვინის შექმნის პროცესის მიმართ - ეს სწორი ადგილია დასაწყებად. ყველაზე მთავარი კი არის, რომ აქ სწავლა გაძლევს მყარ საფუძველს, რომლის შემდეგაც უკვე შეგიძლია საკუთარი გზა შექმნა ამ სფეროში“.

#კოლეჯიაისი #აქშენიმომავალია #ისწავლააისში
www.collegeaisi.ge

Address

64, Tamari Str
Dedoplistskaro
1600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Nino Meris Wine Cellar / ნინო მერის მარანი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Nino Meris Wine Cellar / ნინო მერის მარანი:

Shortcuts

Share