07/11/2025
🥳 მეღვინეობა ქებურიას მნიშვნელოვანი წარმატება და აღიარება მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ღვინის კონკურსზე - Asia Wine Trophy.
🌎კონკურსში მონაწილე 34 ქვეყნის 4300 ბოთლიდან, 140 ღვინის ექსპერტისგან შემდგარმა პროფესიონალმა ჟიურიმ ჩვენი სამი ღვინო ოქროს მედლებით დააჯილდოვა:
🥇მუკუზანი 2022
🥇საფერავი 2022
🥇რქაწითელი ქისი ქვევრი 2022
🍷 აღსანიშნავია, რომ აზიის ყველაზე დიდი და მსოფლიოს ეს წამყვანი ღვინის კონკურსი OIV-ის (ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორიგანიზაცია) პატრონაჟით ყოველწლიურად ტარდება.
👏 გვინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც თავისი შრომითა და პროფესიონალიზმით წვლილი შეიტანა ამ დიდ წარმატებაში - ვაზის დარგვიდან, ღვინის ჩამოსხმამდე. ყველას ვულოცავთ ამ ერთობლივი შრომის საერთაშორისო აღიარებას.