ფერმერი/Farmer

ფერმერი/Farmer Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ფერმერი/Farmer, Business service, Kutaisi, Baghdati, Imereti, Kutaisi.

აფრიკული ლოქო ანუ მარმარილოს კლარისებული ლოქო ანუ ნილოს კლარიასი, (ლათ. Clarias gaziepinus).აშკარაა, რომ საქართველოს აქვ...
14/06/2024

აფრიკული ლოქო ანუ მარმარილოს კლარისებული ლოქო ანუ ნილოს კლარიასი, (ლათ. Clarias gaziepinus).
აშკარაა, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი წყლის რესურსების პოტენციალი აკვაკულტურის სახეობის განვითარებისათვის. ამას ადასტურებს რამდენიმე მონაცემი:

ზღვის გარეშე, წყლის რესურსებით, საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყანაში 25 ათასზე მეტი მდინარე და წყაროა, საერთო სიგრძით-55 ათასი კმ, ასევე 860 ტბა და 12 წყალსაცავი, რომელთა ფართობი 277 კვ. კმ-ს აჭარბებს. თუმცა, თევზის ფერმებში მოშენების, ანუ აკვაკულტურის განვითარების დონის მიხედვით, ექსპერტების მოსაზრებით, არათუ ევროპასა და მსოფლიოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებს (მაგ, სომხეთს, თურქეთს) მკვეთრად ჩამორჩება;
ექსპერტების გათვლებით, დღეისათვის საქართველოში 350-მდე თევზსაშენია. მათი წარმოებული პროდუქციის საერთო რაოდენობა კი წელიწადში, დაახლოებით 3 ათას ტონას შეადგენს. მაშინ, როცა ქვეყანა 21 ათასი ტონის იმპორტს ახორციელებს. 2014 წელს თევზის პროდუქტების შესაძენად საქართველოდან 36,7 მილიონი დოლარი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ეტაპზე საქართველოში აკვაკულტურის წარმოება შემოიფარგლება სანაკადო სისტემის მცირე საფერმერო მეურნეობებში კალმახის გამოყვანით. შიდა აუზებში კალმახის გამოყვანით ტბებში და წყალსაცავებში თევზის ჭერით, გამოყვანილი ხელოვნურ პირობებში. ძირითადი სახეობები წარმოდგენილია: კარპით, სქელშუბათი და თეთრი ამურით. გასაგებია, რომ ქვეყანაში აკვაკულტურის განვითარება იმყოფება საწყის ეტაპზე, მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, აკვაკულტურული სექტორს გააჩნია კარგი პოტენციალი სხვადასხვა ჯიშის თევზის წარმოების გაზრდისათვის, როგორც შიდა წყლებში, ისე საზღვაო აკვატორიაში და აგრეთვე სიღარიბის დასაძლევად სოფლად.

მთელ მსოფლიოში შეინიშნება აკვაკულტურის წარმოების განვითარების წინსწრებითი ზრდა სამრეწველო თევზჭერასთან შედარებით. ადამიანის არაპროდუქტიული სამეურნეო საქმიანობის გამო, სულ ნაკლები თევზი რჩება ველურ ბუნებაში და ამიტომ სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებულია პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2020 წლისათვის სამომხმარებლო კალათა მხოლოდ 35-%-ით შეივსება ველური ბუნებიდან და 65% იქნება ხელოვნურად გამოყვანილი თევზი.

ამრიგად, სახეზეა ტენდეცია თევზჭერისა და აკვაკულტურის გარდაქმნისა, რაც შემოსავლის ძირითად წყაროდ ითვლება ხალხის მეტი რაოდენობისათვის, მაგრამ არაეფექტური პრაქტიკა და მმართველობა საფრთხეს უქმნის ამ სექტორის სტაბილურობას.

აშკარაა, რომ საქართველოში აკვაკულტურის ბიზნესის მომგებიანობა საკმაოდ მაღალია. ამავე დროს, ტრადიციულმა და აუზის მეთევზეობამ უკვე აითვისა ქვეყნის მნიშვნელოვანი წყლის რესურსები. დიდი და თავისუფალი წყლის რესურსები უფრო მცირდება და მცირდება. ამიტომ საჭიროა ახალი ბიოტექნოლოგიების ათვისება, რომლებშიც თევზპროდუქტიულობა ბევრად უფრო მაღალი იქნება. ანუ იმავე წყლის რესურსებიდან მივიღოთ მეტი პროდუქცია. ეს როგორ უნდა გავაკეთოთ? პირველი მიმართულებაა -თევზის გამოყვანის უფრო პროდუქტიული სისტემების ათვისება, მეორე-კულტივირებული თევზების ასორტიმენტის გაფართოება.

ბევრი სპეციალისტის აზრით, ახლო მომავალში ერთ-ერთი პერსპექტიული შეიძლება იყოს აფრიკული ლოქო.

აფრიკული ლოქოს შესახებ

მსოფლიო აკვაკულტურაში აფრიკული ლოქო დიდი ხანია ცნობილია, როგორც გამოყვანის ღირებული ობიექტი. აქვს ზრდის მაღალი დონე და არამომთხოვნადია გარემო ფაქტორებისადმი.

დაახლოებით სამი ათწლეულის წინ აფრიკული ლოქო იყო ინტროდიცირებული ევროაზიურ კონტინენტზე ნიდერლანდებში, უნგრეთში, მოგვიანებით კი იტალიაში, ჩეხეთში და პოლონეთში, სადაც გახდა თბილწყლების მოყვარულ თევზის კულტურის ძალიან პოპულარულ ობიექტად.

ევროპაში ამ ახალი სახეობის დანერგვა და ათვისება ხდებოდა სოფლის მეურნეობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით და ამ ორგანიზაციის მონაცემებით 2020 წლისათვის პროგნოზირებულია აფრიკული ლოქოს წარმოების გაზრდა 400 ათას ტონამდე წელიწადში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსოფლიო მოსახლეობის ზრდის და მსოფლიო ოკეანის რესურსების მნიშვნელოვანი შემცირების გათვალისწინებით.

ლოქო ადვილად ეჩვევა ნებისმიერი ტიპის კვებას. დაბალი ცილის შემცველობით და მცენარეული კომპონენტების უფრო მაღალი პროპორციით.

ყველაზე სასარგებლო თვისებები აფრიკული ლოქოს გამოსაყვანად არის:

→ ჩქარი ზრდა (მაღალხარისხიან საკვებზე 6-7 თვეში აღწევს 1 კგ წონას);

→ გაშენების დროს შესაძლებელია თევზის მაღალი სიმკვრივით ჩასმა(400კვ/მ3)

→ განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა (შეიძლება დარჩეს ცოცხალი წყლის გარეშე ტენიან გარემოში. ტემპერატურის არანაკლებ 14-25 გრადუსისა 1,5-2 დღის განმავლობაში)

განსაკუთრებით აღსანიშნავია უკანასკნელი გარემოება-ლოქოს ბიოლოგია. მას შეუძლია იცოცხლოს უწყლოდ ორი დღის განმავლობაში უბრალო ჰაერის სუნთქვით. საქმე იმაშია, რომ ლოქოს აქვს როგორც ლაყუჩები, აგრეთვე ფილტვები. ის ძალიან ძლიერი და ჭკვიანი თევზია. თავის ქვეყანაში აფრიკაში ლოქოს შეუძლია 1 კილომეტრის გავლა ახალი წყლის მოსაძებნად. (როდესაც წყალსაცავში წყალი შრება)

აფრიკული ლოქოს ხორცის სასარგებლო თვისებები

აფრიკული ლოქოს ხორცი ძალიან სასარგებლოა ახალგაზრდებისათვის და ბავშვებისათვის. ის შეიცავს მცირე რაოდენის შემაერთებელ ქსოვილს და ამიტომ ძალიან კარგად ითვისებს ადამიანის ორგანიზმი. ამის გარდა ლოქოს ფილე შეიცავს მნიშვნელოვან ამინომჟავებს, რაც იძლევა საშუალებას ის გამოყენებული იქნას ხორცის სრულფასოვან შემცვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ ლოქოს ხორცი ითვლება ძალზედ ცხიმიანად, ის არ შეიძლება ჩაითვალოს მაღალკალორიულად. მისი ჭამა შეუძლია მათაც ვინც იცავს დიეტას ან სურს წონის დაკლება. თუ ადამიანი დავადებულია სიმსუქნით ან დიაბეტით -მათთვის სასარგებლო იქნება ლოქოს შუა ნაწილის ჭამა. მომზადებული ორთქლზე, რაც ითვლება შესანიშნავ დიეტურ კერძად.ზოგადად აფრიკული ლოქო უნივერსალური თევზია, რომლის ჭამა ყველასათვის შესაძლებელია.

გარდა ამისა ლოქოს ხორცი დიდ რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ამიტომაც ის სასარგებლოა გულის, ჰიპერტონიის დაავადებისათვის. აგრეთვე მის შემცვლელობაშია კალციუმი, რაც ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას. ცხიმოვანი მჟავეები პასუხისმგებელია ქოლესტერინთან ბრძოლისათვის და პროფილაქტიკისთვის.

გემოვნური თვისებები

აფრიკულ ლოქოს აქვს მინიმალური რაოდენობის ძვალი. რბილი და ნაზი ხორცი კი მოტკბო გემოთი. ლოქო ითვლება ცხიმიან თევზად, ცხიმი მცირე რაოდენობით კუდში, რაც არ უშლის ხელს გურმანებს დატკბნენ მისი შესანიშნავი გემოთი.

კულინარიაში გამოყენება

ლოქოს დიდი ხნის შენახვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ქონი , რომელსაც ის შეიცავს მწარდება, მაგრამ შეიძლება მისი გაყინვა. ლოქოს ფილე გამოიყენება სხვადასხვა (მათ შორის ტრადიციულ და რიტუალურ)კერძების მოსამზადებლად. (კერძოდ ლოქო ქინძმარში) და აგრეთვე სხვადასხვა სახის საჭმლებში და სალათებში. ძალზე გემრიელია შებოლილი.

აფრიკული ლოქოს გამოყვანის მეთოდები

აფრიკის ქვეყნებში , ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში ლოქო გამოყავთ სააუზე სათევზე მეურნეობების პირობებში დაწყებული ლიფსიტის გამოყვანის პირველი ეტაპებიდან.

ჩვენს პირობებში აფრიკული ლოქოს გამოყვანა შესაძლებელია აუზებში, თხრილებში და აგრეთვე ბოჭკებშიც (კასრებში) კი.

კვების რაციონში უნდა შედიოდეს ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს დიდ რაოდენობით ცილებს. გამოიყენება კობრის ან კალმახის სპეციალური საკვები. თევზს აგრეთვე შეიძლება მიეცეს ცხოველური და მცენარეული საკვები. მაგ. თევზის ნარჩენები სუბპროდუკტები, ჭიები და მწერები.

გასაგებია, რომ საქართველოს ზომიერ კლიმატის პირობები მკვეთრად გამოხატულ სეზონურობით ამ ტროპიკულ ობიექტის მოშენებას თავისებურ სპეციფიკას აკისრებს. ოქტომბრის ბოლოდან შუა აპრილის პერიოდში ღია პირობებში აფრიკული ლოქო იყინება და კვდება, ხოლო მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ლოქო სწრაფად იზრდება. შეუძლია მიაღწიოს ერთ სავეგეტაციო პერიოდში 1,2-1,5-კგ-ს , რაც ხელს უწყობს მისი მოშენებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

ამავდროულად, ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე, აფრიკული ლოქო გამოჰყავთ, ინდუსტრიულ მეურნეობებში, დახურულ და ზრუნვადი სისტემების პირობებში.

აფრიკული ლოქოს მოშენება შესაძლებელია დახურული წყალმომარეგების დანადგარებში. საჭირო იქნება დიდი ფინანსური ინვესტიციები, შენობის რეკონსტრუქციისათვის ან მშენებლობისთვის და გაზომვითი ხელსაწყოების შეძენაზე ბასეინში მიკრო კლიმატის საკონტროლოდ.

დახურული წყალმომარაგების ობიექტების ძირითადი უპირატესობებიდან პირველ რიგში უნდა აღინიშნოს:

→ უკუგების ვადები. წყალმომარაგების დახურულ სისტემაში თევზის მოშენების უკუკლების ვადები საშუალოდ 2-4 წელია.

→ მისი კომპაქტური ზომების და ტექნოლოგიის წყალობით, სააუზო თევზის მეურნეობა შესაძლებელია განთავსდეს აგრალურ ტიპის ნებისმიერ ფართობზე შენობის გათბობის შესაძლებლობით;

→ ამ ტექნოლოგიით ღირებული თევზის ჯიშების გაშენება ჩვენს ქვეყანაში ყველგან შესაძლებელია, მიუხედავად კლიმატური პირობებისა და დაბალი ჰაერის ტემპერატურისა. აგრეთვე შეზღუდული წყალმომარაგების წყაროთი;

→ ბიზნესის სეზონურობის არარსებობა საშუალებას აძლევს დანადგარის მფლობელებს დამოუკიდებლად დაგეგმონ გაყიდვების მოცულობა და შეერწყოს სამომხმარებლო ბაზრის პირობებს;

→ ეს სისტემა საშუალებას იძლევა, რომ გამოვიყვანოთ უმაღლესი ხარისხის თევზი. ამით მას შეექმნება არსებობის იდეალური გარემო, სადაც თევზის დაავადების რისკები არ არსებობს.

ზოგიერთი წყაროს თანახმად, პირველად დახურული წყალმომარაგების დანადგარები გამოიყენეს აშშ-ში, ,,ცივი ომის“ პერიოდში. საჭირო იყო შექმნილიყო დანადგარი თავშესაფარში თევზის გამოსაყვანად ბირთვული ომის შემთხვევაში. ახლა ეს დანადგარები გამოიყენება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

დახურული წყალმომარაგების დანადგარები შედგება წყლის რამოდენიმე რეზერვუარიდან (აუზებიდან), რომელსაც აქვს მაგარი კარკასი. ზოგიერთ რეზერვუარში ჩასმულია თევზი, სხვებში კი მიმდინარეობს წყლის მექანიკური და ქიმიური გაწმენდა. წყლის ჟანგბადით გამდიდრება ხდება გენერატორის საშუალებით, წყალი არ დგას, ის მოძრაობს წრიულად.

საქართველოს ფერმერებისათვის, აფრიკული ლოქოს გამოყვანა შეიძლება გახდეს სწრაფად მზარდ ბიზნესად. დღევანდელ დღეს აფრიკული ლოქოს გაყიდვის საბითუმო ფასია 12-13 ლარი კილოგრამში.

პირველად საქართველოში აფრიკული ლოქოს რეცირკულაციურ სათევზე მეურნეობაში მოყვანა დაიწყო შპს ,,ლოქო“-მ, რომელიც სოფ. სართიჭალაშია განთავსებული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი.

https://www.google.ge/search?q=%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9D&sca_esv=b1f6889afc73a5b3&sca_upv=1&ei=0ilsZuTMHNCDxc8P_5yMkAI&udm=&ved=0ahUKEwjk_Z6J_9qGAxXQQfEDHX8OAyIQ4dUDCBE&uact=5&oq=%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%9D&gs_lp=Egxnd3Mtd2l6LXNlcnAiJeGDkOGDpOGDoOGDmOGDmeGDo-GDmuGDmCDhg5rhg53hg6Xhg50yBRAAGIAEMgUQABiABDIGEAAYFhgeMgYQABgWGB4yCBAAGIAEGKIEMggQABiABBiiBDIIEAAYgAQYogRIlzNQAFifLHACeACQAQCYAaECoAH2EqoBBjAuMTMuMbgBA8gBAPgBAZgCD6ACsxOoAgDCAggQABiABBixA8ICCxAAGIAEGLEDGIMBwgIOEAAYgAQYsQMYgwEYigXCAgoQABiABBhDGIoFmAMDkgcGMS4xMy4xoAeGZw&sclient=gws-wiz-serp =ive&vld=cid:bc46f164,vid:wkI4sOIJNbI,st:0

ფუტკრის მოვლა-პატრონობის საქმეში და ამისთვის ჩასატარებელ სამუშაოებში მეფუტკრე სპეციალისტების და მოყვარულთა წინაშე მდგარ ...
14/06/2024

ფუტკრის მოვლა-პატრონობის საქმეში და ამისთვის ჩასატარებელ სამუშაოებში მეფუტკრე სპეციალისტების და მოყვარულთა წინაშე მდგარ მრავალ ამოცანათა შორის, პირველი რიგის საკითხებს წარმოადგენს ფუტკრის ოჯახის დათვალიერების წესების ცოდნა.

ფუტკრის ოჯახების სრული დათვალიერება წელიწადში 6-7-ჯერ ტარდება.

მთავარი ღალიანობის დროს, თაფლის გამოღებით, საზამთრე მარაგების მომზადებისათვის – ოჯახების ბუდის მთლიანი დაშლა და დათვალიერება საჭირო არ არის.

ძლიერი ოჯახებისაგან განსხვავებით სუსტი ოჯახები უფრო მეტჯერ მოითხოვენ ბუდის დათვალიერებას.

ზოგიერთ ოჯახში სრულდება დამატებითი სამუშაოები, როგორიცაა აღმზრდელი ოჯახების შექმნის, ჭიის მიღების, სანაყრე მდგომაროების სალიკვიდაციო და სხვა სამუშაოები.

ფუტკრის ოჯახები დამატებით დათვალიერებას საჭიროებენ მაშინ, როცა მათ ღალაზე გადასატანად სამთაბაროდ ამზადებენ. სასწრაფო, გადაუდებელი მეორე დათვალიერება უნდა მოხდეს 10-12 გრადუსი ტემპერატურის პირობებში, ერთი ან ორი ბოლო ჩარჩოს შემოწმებით.

საამისოდ ყველაზე კარგი პერიოდი 9-14 საათია, რადგან ამ პერიოდში მოღალე ფუტკრის უმრავლესობა დაკავებულია სკის გარეთა სამუშაოთი და სკაში დარჩენილ ახალგაზრდა ფუტკრებთან მუშაობა გაადვილებულია.

მეფუტკრის მიერ შესასრულებელი გეგმიური დათვალიერებები:

1. ზერელე დათვალიერება – ბუდის გაუხსნელად, მარტო ჩარჩოების გაწევით;

2. ბუდის მთლიანი დათვალიერება – საგაზაფხულო შემოწმების დროს;

3. ბუდის მთლიანი დათვალიერება – ოჯახის სანიტარული დამუშავებისათვის;

4. ბუდის მთლიანი დათვალიერების გარეშე – ბუდის გაფართოება ბოლო 2-3 ჩარჩოს გადაწევით;

5. ბუდის ნაწილობრივი გასინჯვა – ფუტკრისა და ბარტყის წართმევით ხელოვნური ნამატის შედგენისათვის;

6. ბუდის მთლიანი გასინჯვა – მეორე კორპუსის ან საკუჭნაოს დადგმისათვის;

7. ბუდის მთლიანი დათვალიერება – მთავარი ღალიანობის წინ;

8. ბუდის დათვალიერების გარეშე – თაფლის გამოღება მეორე კორპუსის ან საკუჭნაოს მოხსნით;

9. ბუდის მთლიანი დათვალიერება – საშემოდგომო რევიზიის დროს;

10. ოჯახების მთლიანი დათვალიერება – ბუდის ზამთრისათვის მომზადების დროს.

მრავალი პრაქტიკოსი მეფუტკრის აზრით, მეფუტკრეობაში ყოველწლიურად მრავალი, მნიშვნელოვანი და წვრილმანი სამუშაოა შესასრულებელი და რომელიმე მათგანის გადადება დაუშვებელია, ვინაიდან შემდგომში დაუდევრობის გამოსწორება შეუძლებელი გახდება.

საფუტკრეში ჩასატარებელი სამუშაოების დაგეგმვისათვის პრაქტიკოს მეფუტკრეებს გთავაზობთ ავიღოთ კალენდარი და მოვნიშნოთ მთაფარი ღალის (თაფლგროვის) დაწყების თარიღი – … (თარიღი უნდა ითვალისწინებდეს ადგილობრივ პირობებს). პირველი ყვავილობის (თარიღი…) და მთავარი ღალას შორის დისტანცია შეადგენს – სულ … დღეს.

ამ მოკლე პერიოდში მეფუტკრემ ხელი უნდა შეუწყოს ფუტკრის ოჯახში მუშა ფუტკრის რაოდეობის 60 000 – მდე გაზრდას.

შეგახსენებთ, რომ ფუტკრის განვითარებას კვერცხიდან – მუშა ფუტკრის სტადიამდე დაჭირდება – 40 დღე და კარგი დედა ფუტკარი დღე-ღამეში დებს 2000-2500 კვერცხს.

აქედან გამომდინარეობს საჭირო რაოდენობის მუშა ფუტკრის მიღება /აქვე უნდა გავითვალისწინოთ ჩარჩოების, ანუ ფიჭებიისა და სამუშე უჯრადების რაოდენობა/ და სასურველი მოცულობის სასაქონლო თაფლის მიღებაც.

სასურველი შედეგის მისაღწევად უნდა ვიცოდეთ და საჭირო ვადებში შევასრულოდ ყველა ტექნოლოგიური ოპერაცია და სავალდებულო სამუშაოები:

საგაზაფხულო სეზონური სამუშაოები
1. ფუტკრის ოჯახების საგაზაფხულო რევიზია;
2. გასაწმენდი გამომღერა და გამოზამთრების შედეგად გაუმართავი ოჯახების გამოსწორება. საგაზაფხულო ზრდა. ამანათ-ნაყარის გამოყენება;
3. თაფლგროვისათვის მომზადება, ფუტკრის ბუდის შედგენა, განახლება, გაფართოება. ქუჩაკის -ფიჭათშუალედის მუშა ფუტკრის და მამალი ფუტკრისთვის საჭირო ზომებით დაყენება. სანაყრე გაჭირვების სადედეების გამოვლენა;
4. ფიჭით უზრუნველყოფა, ფიჭაში თაფლის, ჭაოსა და ბარტყის განლაგების განსაზღვრ;
5. საკვები და საგაზაფხულო გამაღიზიანებელი კვება.

ზაფხულის სეზონური სამუშაოები
1. მომზადება ღალისათვის. ფუტკრის ძლიერი ოჯახების შედგენა;
2. მთავარი თაფლგროვა-ღალა და მისი ტიპები;
3. მთაბარობა – საფუტკრის გადაყვანა რეგიონის/ზონის თაფლოგროვის ტერიტორიებზე. თაფლოვანი მცენარეების ყვავილობაზე, თაფლგროვის სიმძლავრეზე დაკვირვება და ღალის დაწყების განსაზღვრა;
4. საზაფხულო რევიზია და თაფლის გამოწურვა.

საშემოდგომო სამუშაოები
1. ტერიტორიის მომზადება გამოზამთრებისათვის;
2. ფუტკრის ოჯახების საშემოდგომო რევიზია. გამოზამთრების თვალსაზრისით არასაიმედო ოჯახის გამოვლენა. დახმარების გაწევა გაზაფხულზე კეთილსაიმედო ოჯახების განვითარებისათვის;
3. ფუტკრის ოჯახის მომზადება დასაზამთრებლად:
ა) ბუდის საშემოდგომო შევიწროება, შედგენა ზამთრობისათვის, დათბუნება;
ბ) საკვებით უზრუნველყოფა;
გ) ცვილის ნედლეულის გადამუშავება, სორტირება, შენახვა, საფუტკრის ფიჭით უზრუნველყოფა;
დ) ინვენტარის შენახვისთვის მომზადება;
ე) აღრიცხვიანობა საფუტკრეში.

ფუტკრის მოვლა – პატრონობა ზამთარში
1. ზამთრის პერიოდში საფუტკრის მოვლა;
2. ფუტკრის ოჯახების შენახვა;
3. სკებისა პერიოდული გარეგანი დათვალიერება, პრობლემური (ჭარბად ხმაურიანი) ოჯახების გამოვლენა, სათანადო ღონისძიებების გატარება;
4. საწყობში ფიჭის ვარგისიანობის და შენახვის პირობების დაცულობის გადამოწმება;
5. ფუტკრის ოჯახების გამოზამთრება და მომზადება მეფუტკრეობის აქტიური სეზონისათვის.

მეფუტკრეობის სახელმძღვანელო-შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.

ვერტიკალური სოფლის მეურნეობა.ნავარაუდებია, რომ 2050 წლისთვლის მსოფლიოს მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება, შესაბამისად, კვ...
14/06/2024

ვერტიკალური სოფლის მეურნეობა.

ნავარაუდებია, რომ 2050 წლისთვლის მსოფლიოს მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება, შესაბამისად, კვების პრობლემა უფრო დიდ გამოწვევად იქცევა. ინდუსტრიული განვითარებისა და ურბანიზაციის გაძლიერებული ტემპის გამო დედამიწა ნაყოფიერი მიწების მნიშვნელოვან ნაწილს კარგავს. მეცნიერების ვარაუდით, უკანასკნელი 40 წლის მანძილზე დედამიწამ ნაყოფიერი მიწების ერთი მესამედი დაკარგა. რთული სათქმელია, კიდევ რამდენს დავკარგავთ მომავალი 40 წლის განმავლობაში. ბევრი ფიქრობს, რომ ვერტიკალური სოფლის მეურნეობა (იგივე ვერტიკალური მიწათმოქმედება) ამ პრობლემის გადაჭრის გზა და აგროკულტურის მომავალია.

რა არის ვერტიკალური სოფლის მეურნეობა?
ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა გულისხმობს საკვების წარმოებას რამდენიმე სართულიან ზედაპირზე. უფრო კონკრეტულად, იმის ნაცვლად, რომ პროდუქტი შეიქმნას ჩვეულებრივ ერთდონიან მიწაზე ან სათბურში, ვერტიკალური მეურნეობის სისტემაში ის რამდენიმე, ერთმანეთზე შვეულად განლაგებულ ზედაპირზე იქმნება.

ეს თანამედროვე მიდგომა დახურულ სივრცეში სოფლის მეურნეობის უკვე არსებულ მეთოდებს იყენებს. კონტროლდება ტემპერატურა, შუქი, ტენიანობა და მისთ. ამ ყველაფრით ვერტიკალური მეურნეობა შეგვიძლია შევაფასოთ როგორც სასათბურე მეურნეობის განვითარებული, შედარებით მდგრადი მეთოდი. გასათვალისწინებელია, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი მზის სინათლის გამოყენება სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელია და ის სპეციალური განათებით უნდა შეიცვალოს. ვერტიკალური სოფლის მეურნეობის მთავარი მიზანი შეზღუდულ სივრცეში გამოშვების მნიშვნელოვნად გაზრდაა.

როგორ მუშაობს ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა?
ამ სისტემის ძირითადი მიზნები შეგვიძლია ოთხ დიდ მიმართულებად დავყოთ:

ფიზიკური მოწყობა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სისტემის მთავარი მიზანია შედარებით მცირე სიდიდის ფართობზე დიდი რაოდენობის პროდუქტის წარმოება.
განათება
მსგავს მეურნეობაში ხელოვნური და ბუნებრივი განათების იდეალური კომბინაცია უნდა გამოიყენებოდეს.
ზრდის წყარო
მიწის ნაცვლად ვერტიკალურ სოფლის მეურნეობაში უმეტესად აერო- და აკვაპონიკური მეთოდები გამოიყენება. ხშირად იყენებენ ტორფსა და ქოქოსის კანს.
მდგრადი მახასიათებლები
მსგავსი ტიპის მეურნეობა, ენერგიის დანახარჯების შესამცირებლად, ხშირად იყენებს მდგრადი განვითარებს არაერთ მახასიათებელს. მაგალითად, ჩვეულებრივი სოფლის მეურნეობისგან განსხვავებით მას 95%-ით ნაკლები წყალი ჭირდება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
პუნქტობრივად ჩამოვაყალიბოთ ვერტიკალური სოფლის მეურნეობის რამდენიმე დადებითი და უარყოფითი მახასიათებელი.

დადებითი მხარეები
ვერტიკალური მეურნეობა მომავალში საკვების გაზრდილი მოთხოვნის; დაკმაყოფილების საშუალება იქნება;
მისი საშუალებით წარმოება სეზონზე აღარაა დამოკიდებული;
იყენებს ბევრად ნაკლებ წყალს;
ამინდი ხელშემშლელი ფაქტორი აღარაა;
შესაძლებელია მეტი ბიოპროდუქტის წარმოება.
უარყოფითი მხარეები
მსგავსი მეურნეობის წამოწყება საკმაოდ ძვირია და მისი ეკონომიკური მიზანშეწონილობა ბოლომდე შესწავლილი არ არის;
დაბინძურების პრობლემის მოგვარება საკმაოდ რთული და ძვირია;
საკმაოდ მაღალია შრომის დანახარჯები;
მეურნეობა ზედმეტადაა დამოკიდებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ასე რომ მომავალში ენერგიის მიწოდების შემცირების რისკი საკმაოდ მძიმე საკითხია.
შეგვიძლია დასკვნის სახით აღვნიშნოთ, რომ ვერტიკალური სოფლის მეურნეობის სისტემა იმდენად ახალი ხილია მსოფლიოსათვის, რომ მისი შესწავლისა და დამუშავების შემდეგ, ბევრი ასპექტი გამოიკვეთება. გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ეს სისტემა სოფლის მეურნეობის მომავალია, რადგან მისი სავარაუდო უარყოფითი შედეგები თვალშისაცემია. თუმცა, ის დადებითი მხარეები, რაც ამ სისტემას გააჩნია, თანამედროვე სოფლის მეურნეობის პრობლემებისთვის ნამდვილად პერსპექტიულ გადაჭრის გზად ისახება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა ₾11.4 მლნ–ის სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.პრემიერ-მინისტრის ინიციატივი...
14/06/2024

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფერმერებმა ₾11.4 მლნ–ის სასოფლო-სამეურნეო საქონელი შეიძინეს.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.

პროგრამის ფარგლებში, 132,729 ფერმერმა აგრობარათი უკვე გააქტიურა; სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 11,390,867 ლარი.

აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 500-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი.

ფერმერთა საყურადღებოდ!

აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმეთ ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიეთ ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს.

პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზისა (1501) და ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით.

აშშ მოდერნიზებული ფერმების სმარტ ტექნოლოგიების საოცარი სამყაროაშშ-ის თანამედროვე სოფლის მეურნეობის ინტელექტუალური ტექნოლ...
26/05/2020

აშშ მოდერნიზებული ფერმების სმარტ ტექნოლოგიების საოცარი სამყარო

აშშ-ის თანამედროვე სოფლის მეურნეობის ინტელექტუალური ტექნოლოგია_ World Amazing Techniques.
სუპერთანამედროვე სასოფლო-სამეურნეო მოწყობილობების და მეგა ტექნოლოგიების საოცარი სამყარო. უყურეთ ვიდეოფილმს და დატკბით.

Intelligent technology smart animal husbandry farming. World Amazing Modern Agriculture Equipment and Mega Machines. Best unusual bulls Super Charolais from ...

26/05/2020

მოამზადეთ ხსნარი და დაიხსენით მცენარეები ხავსმღიერების ტყვეობისგან

სოფლებში გავლისას თვალის ერთი შევლებითაც შეუძლებელია ყურადღების გარეშე დარჩეს ხეებზე, ხეხილზე, ციტრუსზე, ვაზსა და ბუჩქოვან მცენარეებზე გავრცელებული ხავსმღიერების სიმრავლე.

მემამულეები ხშირად მოგვმართავენ და გვეკითხებიან, თუ რამდენად მავნე არიან ისინი და როგორ შეიძლება მათგან მცენარის გათავისუფლება.

ხავსმღიერები (ლიქინები) სოკოსგან და წყალმცენარეებისგან შემდგარი ორგანიზმებია. ისინი მთელი ზედაპირით აქტიურად ითვისებენ მცენარისგან წყალსა და მასში გახსნილ ნივთიერებებს, კეტავენ კანის სასუნთქ უჯრედებს და ხელს უშლიან მცენარის შიგა ქსოვილში ჰაერის მიწოდებას, რითაც მცენარეს უსპობენ ნორმალური განვითარების შესაძლებლობას.

გარდა ამისა, მასში იზრდებიან და თავს აფარებენ სხვადასხვა მავნებლები. ხავსმღიერები თანდათანობით იწვევენ მცენარის დაკნინებასა და საბოლოო კვდომას.

აღსანიშნავია, რომ ლიქინები ადვილად იტანენ ხანგრძლივ და ძლიერ გამოშრობას და სათანადო პირობების შექმნისას ისევ ცოცხლდებიან.

რკინის ძაღას სამუშაო ხსნარის დამზადება და გამოყენება

ხავსამღიერებისგან მცენარეთა დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალების _ რკინის ძაღას (რკინის გოგირდმჟავა მარილი) მცენარეთა სამკურნალო ხსნარის დამზადებისთვის საჭიროა ასევე ჩაუმქრალი კირი.

გთავაზობთ სამუშაო ხსნარის დამზადებისა და გამოყენების წესს:

იგი ჩამოგავს ბორდოს ხსნარის (შაბიამანი + კირი) დამზადების ტექნოლოგიას.

რკინის ჭურჭელი ნაკლებად გამოსადეგია. 10 ლ სამუშაო ხსნარის დასამზადებლად საჭიროა 0,2 კგ რკინის ძაღა და ერთი 1 კგ ჩაუმქრალი კირი, ცალ-ცალკე გაიხსნას წყალში. კირის აღნიშნული რაოდენობის ჩასაქრობად საჭიროა 2,5 ლ წყალი, ხოლო რკინის ძაღას ვხსნით 1 ლ წყალში.

საერთო შესარევ ჭურჭელში ჯერ ვასხამთ კირის რძეს, რომელსაც ვუმატებთ რკინის ძაღას ხსნარს და ვავსებთ წყლით 10 ლ-მდე. ეს პროპორციები შენარჩუნებული უნდა იყოს ნებისმიერი რაოდენობის სამუშაო ნაზავის დამზადებისას.

მიღებული სამკურნალო ნარევი გამოყენებული უნდა იქნეს 1 დღის (მაქსიმუმ დღე-ღამის) განმავლობაში. შესასხურებელ აპარატში ჩასხმის დროს ან საერთო ჭურჭლიდან ნაწილის გადმოღებისას, აუცილებელია მისი ენერგიული მორევა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ხდება მასის შრეებად დაშლა.

ხის შტამბსა და მსხვილ ტოტებზე, განსაკუთრებით, თუ დაავადება ძლიერ არის გავრცელებული, უმჯობესია ნარევის წასმა ფუნჯის მეშვეობით. ამ შემთხვევაში კირის რძის გაწურვა სამუშაო ხსნარის დამზადებისას საჭირო არ არის. ხსნარი წარმოადგენს როგორც სამკურნალო, ასევე დამცავ საშუალებას. ე.ი. შეთეთრება აღარ არის საჭირო.

ვარჯის დანარჩენი ნაწილის, ასევე მცირე ზომის ხეებისა და ბუჩქოვანი მცენარეების მკურნალობისთვის, მიზანშეწონილია შემასხურებელი აპარატის გამოყენება.

შესხურება უნდა მოხდეს მცენარეზე ყველა მხრიდან. ძლიერ დაზიანებული ხეები ჯერ მასზე ასვლით უნდა შეიწამლოს ზემოდან, შემდეგ კი ქვემოდან. ბოლოს კი ტანი და მსხვილი ტოტები უნდა დაიფაროს ფუნჯის გამოყენებით.

პრეპარატის ფუნჯით წასმა დასაშვებია წლის ნებისმიერ დროს, შესხურებით ვარჯის მკურნალობა კი მისაღებია გვიან შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზე. მისი ეფექტურობა მაღალია, თუ გარემოს ტემპერატურა დღეღამის განმავლობაში +5 გრადუსზე დაბლა არ ეცემა.

გირჩევთ, თქვენ ბაღებში არსებულ დაავადებულ მცენარეებს დროულად ჩაუტაროთ მკურნალობა და დაუბრუნოთ სიცოცხლისუნარიანობა, მომავალში კი იგივე გაიმეოროთ ხავსმღიერების პირველივე ნიშნების გამოჩენისთანავე.

ავტორი: მარინე სუნგულია, gurianews

25/05/2020
რა პროფილაქტიკური სამუშაოები შესასრულებელი  გაზაფხულზე მეფრინველეობაში გაზაფხული მეფრინველეობაში ინკუბაციის ინტენსიური პ...
25/05/2020

რა პროფილაქტიკური სამუშაოები შესასრულებელი გაზაფხულზე მეფრინველეობაში

გაზაფხული მეფრინველეობაში ინკუბაციის ინტენსიური პერიოდია. ამ დროს სასოფლო-სამეურნეო ფრინველის ყველა სახეობაში წარმოებს ნამატის მიღება, რაც განსაკუთრებულ ძალისხმევას და ყურადღებას საჭიროებს.
მნიშვნელოვანია დაცული იყოს ასაკობრივად ტემპერატურეული რეჟიმი, შესაბამისი განათების ინტენსივობის და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის ფონზე. ასევე მნიშვნელოვანია მაღალი ენერგეტიკული ღირებულების სრულფასოვანი საკვები, სხვადასხვა სახეობისთვის შესაბამისი საკვების რეცეპტი და დღიური ნორმა.

აუცილებელია შემდეგი პრევენციული ღონისძიებების გატარება. კერძოდ, ქათმის და ინდაურის მოზარდი პირველივე დღიდან მუშავდება მარეკის ვაქცინით, საწიწილეში აეროზოლური გაფრქვევის საშუალებით.
მე-5 და 15 დღეზე უნდა დამუშავდეს „ლასოტას“ ვაქცინით, ფრინველის ე.წ. ცრუ ჭირზე.

მე-8 დღეზე მუშავდება ვაქცინით „გამბორო.“ ზემოთ დასახელებული ორივე ვაქცინა ფრინველს ეძლევა სასმელი წყლის მეშვეობით.

პარალელურად 14 და 19 დღის ასაკაში მუშავდება სხვადასხვა ბრონქეალურ დაავადებებზე.

2 თვის ასაკში კი აუცილებელია აიცრას H ვაქცინით ნიუკასლის დაავადებაზე და დამუშავდეს ე.წ. ფრინველის ყვავილზე შესაბამისი ვაქცინით.

20 დღის ასაკიდან აუცილებელია რამდენიმეჯერ ჩაუტარდეს დეჰელმინთიზაცია.

რაც შეეხება წყალში მცურავ სახეობებს (იხვი და ბატი) მათ 15 დღიდან – 4 თვის ასაკამდე აუცილებელია ჩაუტარდეთ დეჰელმინთიზაცია რამდენიმეჯერ, 15-20 დღის ინტერვალით.

2-3 თვის ასაკში მუშავდება მათთვის დამახასიათებელი ჭირის ვაქცინით. ფრინველის დანარჩენი სახეობები (მწყერი, ციცარი, ხოხობი და სხვ.) სხეულის მაღალი ტემპერატურის გამო არ მიეკუთვნებიან სხვადასხვა ინფექციური დაავადებების რისკ-ჯგუფს, თუმცა აუცილებელია იმყოფებოდნენ ინტენსიური დაკვირვების ქვეშ, პერიოდული დეჰელმინთიზაციის ფონზე.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

რა გავლენა აქვს მარიხუანის მოხმარებას ადამიანზე 1.რა ხდება?მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ სოციალურ ქსელებსა და...
24/05/2020

რა გავლენა აქვს მარიხუანის მოხმარებას ადამიანზე

1.რა ხდება?
მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ სოციალურ

ქსელებსა და მედიასაშუალებებში ერთმანეთისგან განსხვავებული ინფორმაცია, ზოგიერთ შემთხვევაში კი დეზინფორმაცია ვრცელდება.

ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეები მარიხუანაში "ეროვნულობისა და ტრადიციების განადგურების საფრთხეს ხედავენ". ლეგალიზაციის მომხრეების ნაწილი ამბობს, რომ მარიხუანა ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის, მაგრამ თამბაქოზე და ალკოჰოლზე გაცილებით უსაფრთხოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეა და კვლევებითაც დასტურდება, მნიშვნელოვანია ზუსტად ვიცოდეთ რისკები, რომელიც მარიხუანის მოხმარებას ახლავს თან.

ფარმაკოლოგიის დოქტორმა, დერილ ინაბამ და ნარკოტიკების განათლების სფეროში წამყვანი კომპანიის, CNS ფროდაქშენის დირექტორმა, უილიამ კოენმა მოამზადეს სახელმძღვანელო, სადაც საუბარია ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტების შესახებ. ნაშრომი მერვე გამოცემაა და ქართულ ენაზე ევროკომისიის TEMPUS-ის დაფინანსებით ითარგმნა. სახელმძღვანელოს ავტორები, სხვა ნივთიერებებთან ერთად, მარიხუანის მოხმარებით გამოწვეულ ეფექტებზეც წერენ. უნდა აღინიშნოს, რომ ის ყველა საზიანო შედეგი, რომელიც მარიხუანასა და ნებისმიერ სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ახლავს, მომხმარებელთა მხოლოდ გარკვეულ ნაწილში იჩენს თავს.

2.რა ხანმოკლე ფიზიკური ეფექტები აქვს მარიხუანის მოხმარებას?

მარიხუანის მოხმარებისას მალევე დგება ფიზიკური რელაქსაციის ან მოშვების, ტკივილის კონტროლის ეფექტი: თვალები წითლდება, ფილტვების გაღიზიანების გამო მომხმარებელი ხშირად ახველებს, იმატებს მადა და კუნთების კოორდინაცია მსუბუქად ან საშუალო დონეზე ირღვევა. მცირე დოზით მიღებისას მარიხუანა ამსუბუქებს ასთმის სიმპტომებს, მაგრამ დიდმა დოზებმა შეიძლება ასთმის შეტევა გამოიწვიოს. დიდი დოზებით მიღებისას დოფამინზე ზემოქმედება და გულისცემის მომატებული სიხშირე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებაში მოხვედრის ძირითადი მიზეზებია.

სხვა ფიზიკური ეფექტებია გულისცემის მცირედ მატება, არტერიული წნევის დაწევა, თვალის წნევის დაქვეითება. ეპილეფსიის მქონე პირებს მარიხუანა გულყრებთან გამკლავებაში ეხმარება.

მარიხუანა აქვეითებს მოძრავი ობიექტებისთვის თვალის მიდევნების უნარს და იწვევს "კვალის დატოვების" ფენომენს, რაც მოძრავი ობიექტის ნარჩენი ხატების "დანახვას" გულისხმობს. აღნიშნული ეფექტები ართულებს ამოცანების შესრულებას, რომელიც სიღრმის აღქმას და თვალისა და ხელის კარგ კოორდინაციას მოითხოვს (თვითმფრინავის მართვა, ბურთის დაჭერა).

სტიმულატორის თუ დეპრესანტის ეფექტი დამოკიდებულია კანაფის სახეობაზე, ასევე ტვინში მოხვედრილი ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) რაოდენობაზე, გარემოზე, სადაც ხდება მოხმარება, ასევე მომხმარებლის პიროვნულ და ნეიროქიმიურ თავისებურებებზე.

მარიხუანა აძლიერებს მადას და აღძრავს გამძაფრებული შიმშილის გრძნობას. მარიხუანის მოწევის შემდეგ გემოს აღქმა არ ძლიერდება, ის არ ცვლის მჟავე, ტკბილი, მარილიანი ამ მწარე გემოების აღქმას.
მარიხუანამ შეიძლება გამოიწვიოს მამაკაცის ჰორმონის, ტესტოსტერონის გამოყოფის მცირე, დროებითი შეფერხება. ეს მნიშვნელოვანი დეტალია ჰორმონალური დისბალანსის მქონე ან გარდატეხის და სექსუალური მომწიფების პერიოდში მყოფი მომხმარებლებისთვის.

3.რა ხანმოკლე ფსიქიკური ეფექტები აქვს მარიხუანის მოხმარებას?

მარიხუანის მოწევიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მომხმარებელი ოდნავ დაბნეული ხდება და მენტალურად გამოეყოფა გარემოს. მარიხუანა იწვევს deja vu განცდას − თითქოს, ახლა რაც ხდება, ადრეც მომხდარა; ასევე იწვევს ძილიანობას, დისტანცირებას, კონცენტრაციის სირთულეს.
ძლიერმოქმედმა სახეობებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, მომატებული სიფხიზლე, მნიშვნელოვანი დარღვევები დროის, ფერების და ხმების აღქმაში. ძალიან ძლიერი დოზების მიღება იწვევს ილუზიებს, მომხმარებლებს აქვთ შეგრძნება, თითქოს მათ ფეხქვეშ რაღაც მოძრაობს, აქვთ ჰალუცინაციები. ყველაზე ხშირად ნახსენები ფსიქოლოგიური რეაქციებია —
პარანოია და დეპერსონიფიკაცია.

4.რა გავლენას ახდენს მარიხუანა მეხსიერებასა და სწავლაზე?
ხანმოკლე მეხსიერების მუშაობაში თავის ტვინის ყველაზე აქტიურად ჩართული ნაწილი ჰიპოკამპია, რომელიც მიმდინარე სენსორულ ინფორმაციას მოსახმარად ინახავს. საბოლოოდ, ეს ინფორმაცია ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის. როდესაც ორგანიზმში ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) მსგავსი გარე კანაბინოიდი ხვდება, ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ხანმოკლე მეხსიერების მუშაობისთვის საჭირო ჰიპოკამპის მოცულობას.

როდესაც მოხმარებას წყვეტენ, ხანმოკლე მეხსიერება თითქმის სრულად აღდგება, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ წარსული გამოცდილებები და ფაქტები ხანმოკლე მეხსიერებაში არ გადამუშავდა, მაშინ ეს ინფორმაცია სამუდამოდ იკარგება. რაც უფრო ქრონიკული ხასიათისაა მოხმარება, მით მეტია დაკარგული ინფორმაციის რაოდენობაც.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა ანელებს სწავლის პროცესს და ხანმოკლე მეხსიერებაზე ზემოქმედებით არღვევს კონცენტრაციას, ხანგრძლივ მეხსიერებაზე მისი გავლენა სუსტია. ამით შეიძლება აიხსნას ზოგი სტუდენტის კარგი ნიშნები მარიხუანის რეგულარულად მოხმარების მიუხედავად, მაშინ, როდესაც სხვებს ცუდი მოსწრების გამო სასწავლებლიდან რიცხავენ.

მარიხუანის მოწევისას ბევრი აზრი და გრძნობა ინტერნალიზებული ხდება. ისინი, ვისაც მარიხუანის ხანგრძლივად მოხმარების ისტორია აქვს, ცდებიან, როდესაც თვლიან, რომ უკეთ სწავლობენ, ფიქრობენ, გრძნობენ და კომუნიკაციის კარგი უნარები აქვთ.
მარიხუანას მოზარდის ტვინზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ტვინზე. მარიხუანის ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა აზროვნების დარღვევამდე მიგვიყვანოს. ადამიანის უნარი, ამოარჩიოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და უგულებელყოს უმნიშვნელო, დროთა განმავლობაში იკარგება.

5.რა გავლენა აქვს მარიხუანას დროის აღქმაზე?

დროებითი დეზინტეგრაცია დროის აღქმას ამახინჯებს. სწორედ ეს მოვლენაა პასუხისმგებელი მარიხუანას სხვადასხვა ეფექტებზე. მოსაწყენი, რუტინული სამუშაოს შესრულებისას დრო თითქოს უფრო სწრაფად გადის. მარიხუანის მოწევა კომპლექსური აქტივობის დროს, როგორიცაა, მაგალითად, გამოცდისთვის მზადება, მოწყენილობას იწვევს და მომხმარებელი ხშირად თავს ანებებს წიგნის კითხვას.

დროის შეგრძნების დამახინჯების ეფექტებს, განსჯის უნარის დაქვეითებასა და ხანმოკლე მეხსიერების დარღვევებს რამდენიმე საქმის ერთად შესრულების და ინტერაქციის უუნარობამდე მივყავართ. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, მარიხუანის მოქმედ და ყოფილ მომხმარებლებს ჩაუტარეს ტესტირება სხვადასხვა ინტენსივობის მოხმარების შეწყვეტიდან 1-ელ, მე-7 და 28-ე დღეს. პირველ და მე-7 დღეს ჭარბად მომხმარებლებმა მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინეს, თუმცა მათი მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობესებული იყო 28-ე დღისთვის.

6.რა ხანგრძლივი ეფექტი აქვს მარიხუანას სასუნთქ გზებზე?

ტეტრაჰიდროკანაბინოლსა და ნიკოტინში შემავალი ძირითადი ფსიქოაქტიური ნივთიერებები განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ, ორივე მათგანის კვამლი ტოქსიკური გაზების ნარევს და სხვადასხვა მყარ ნაწილაკებს შეიცავს. ამდენად, ქრონიკული მოწევა იწვევს სასუნთქი გზების მუდმივ გაღიზიანებას. ექიმ დონალდ ტაშკინის კვლევების თანახმად, მარიხუანის ოთხი ან ხუთი სიგარეტის მოწევის და ბოლის ფილტვებში გაჩერებით ფილტვები და ლორწოვანი მემბრანა ექვემდებარება ზიანის იმავე ჯამურ ზემოქმედებას, როგორიც მთელი კოლოფი სიგარეტის მოწევის შედეგად დგება. ჯანდაცვის სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მარიხუანა სასუნთქ სისტემას აზიანებს.

მარიხუანის რეგულარულად მოწევა იწვევს ხველას, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის სხვა სიმპტომებს. ლორწოვანი მემბრანის მიკროსკოპულ კვლევებში ექიმმა ტაშკინმა აღმოაჩინა, რომ ფილტვების ქსოვილი ყველაზე დაზიანებული იმ ადამიანებს ჰქონდათ, ვინც როგორც სიგარეტის, ასევე მარიხუანის მომხმარებელი იყო.
მარიხუანის მოწევასა და ფილტვის კიბოს შორის კავშირი არ დადგინდა, ჭარბად მოხმარების შემთხვევებშიც კი. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ მარიხუანის მომხმარებლებს შორის სიმსივნის განვითარების დაბალი რისკის მიზეზი შესაძლოა THC იყოს; THC ანადგურებს დაბერებულ უჯრედებს, რომლებიც შესაძლოა სიმსივნურ უჯრედებად იქცეს.

7.რა ხანგრძლივი ფსიქიკური ეფექტი აქვს მარიხუანას?

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანები ნარკოტიკულ საშუალებებს ზოგჯერ სიმპტომების კონტროლის მიზნით იყენებენ. არსებობს კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე პირები კანაფს რელაქსაციის, თვითღირებულების შეგრძნებისთვის და ყურადღების გადატანის მიზნით ეწევიან, რის საჭიროებასაც მათი დაავადება წარმოქმნის.

მეცნიერები ჯერ კიდევ მსჯელობენ, იწვევს მარიხუანა ფსიქოზს ან სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებას, თუ უბრალოდ ზრდის პარანოიის, მწვავე შფოთვისა და დეპრესიის დონეს. რადგან რთულია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს მარიხუანის გავლენა და სხვა ფაქტორები, განსაკუთრებით კი მოხმარებამდე არსებული ფსიქიკური პრობლემები, აღნიშნულ კითხვაზე პასუხი შესაძლოა ვერასოდეს მივიღოთ.

8.იწვევს თუ არა მარიხუანის მოხმარება ტოლერანტობას?

ტოლერანტობა ორგანიზმის მიერ უცხო ნივთიერების მიმღებლობას ნიშნავს. ტოლერანტობა მარიხუანის მიმართ საკმაოდ სწრაფად ყალიბდება, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ბევრი მწეველი სასურველი ეფექტების მიმართ არა ნაკლებად, არამედ მეტად მგრძნობიარე ხდება. ქრონიკული მომხმარებლის ორგანიზმში მარიხუანა 3 თვემდე რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ეფექტების ხანგრძლივობა 4-6 საათია.

9.რას ნიშნავს აღკვეთის მდგომარეობა მარიხუანის მოხმარების დროს?

მარიხუანის აღკვეთის მდგომარეობა ე.წ. ლომკა არ მოიცავს ალკოჰოლის ან ჰეროინის აღკვეთისთვის დამახასიათებელ სწრაფად აღმოცენებად სიმპტომებს, ამიტომაც, ბევრი ადამიანი საერთოდ უარყოფს მის არსებობას. მარიხუანის აღკვეთის სინდრომის ნელ ტემპს ტვინში დარჩენილი THC-ის რაოდენობა განსაზღვრავს. აღკვეთის სიმპტომები მოხმარებისგან მხოლოდ ხანგრძლივი თავშეკავების პერიოდის შემდეგ იჩენს თავს.

მარიხუანის აღკვეთის სიმპტომებია:
ბრაზი, გაღიზიანებადობა, შფოთვა და აგრესია;
ტკივილი და ციება;
დეპრესია;
კონცენტრაციის უუნარობა;
ოფლიანობა;
ლტოლვა ნარკოტიკის მიმართ;
მსუბუქი ტრემორი;
ძილის დარღვევები;
მადის დაქვეითება და მუცლის ტკივილი.

აღნიშნულ სიმპტომებს ყველა მომხმარებელი არ განიცდის, მაგრამ ყველა მათგანს ექნება რამდენიმე სიმპტომი, განსაკუთრებით კი ლტოლვა ნარკოტიკის მიმართ.

10.იწვევს თუ არა მარიხუანა დამოკიდებულებას?

კოკას ფოთლებიდან კოკაინის და ოპიუმიდან ჰეროინის დამზადების ტექნიკების დახვეწის შედეგად აღნიშნული ნივთიერებების ავადმოხმარების მაჩვენებელი გაიზარდა; ოპიატების, დამამშვიდებელი საშუალებების, ალკოჰოლის და რამდენიმე სტიმულატორისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას მეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა, ბოლო 18 წლის მანძილზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა მარიხუანის დამოკიდებულებისა და აღკვეთის სინდრომის ფიზიკური კომპონენტების მნიშვნელობაც.

როგორც კოკაინმა, ჰეროინმა, ალკოჰოლმა, ნიკოტინმა და სხვა ადიქციურმა ნივთიერებებმა, მარიხუანამაც შეიძლება სისტემატურ მოხმარებამდე მიგვყვანოს, ყველა იმ უარყოფითი შედეგის მოიუხედავად, რომელიც ამ სახის ქცევას მოჰყვება მომხმარებლის ცხოვრებაში.

11.რა სამედიცინო ეფექტები აქვს მარიხუანას?

გასული 150 წლის მანძილზე კანაფისა და მისი ექსტრაქტების სამედიცინო მიზნით გამოყენება კლინიკური და სამეცნიერო კვლევის საგნად არის ქცეული. ისტორიულად, მარიხუანა გამოიყენებოდა კუნთების რელაქსაციისთვის, ტკივილის გასაყუჩებლად, მადის მოსამატებლად, სპაზმებისა და კრუნჩხვების საკონტროლოდ, შფოთვის შესამცირებლად, მშობიარობის ხელშესაწყობად, ხველების შესამსუბუქებლად და ოპიატებისა და ალკოჰოლისგან გამოწვეული აღკვეთის მდგომარეობის სიმპტომების სამკურნალოდ.

კანაფის მოხმარებას რეკომენდაცია გაეწია:
გულისრევის დროს (განსაკუთრებით ქიმიოთერაპიით გამოწვეულ შემთხვევებში);
წონის მოსამატებლად (სხეულის მასის შემამცირებელი დაავადებებისას, როგორიცაა კიბო და შიდსი);
გულყრების დროს, როგორიცაა ეპილეფსია;
ქრონიკული და მწვავე ტკივილების დროს (შაკიკი, კიბო, რევმატიზმი);
გაფანტული სკლეროზის და სხვა აუტოიმუნური დაავადებებისას;
ზოგიერთი ტიპის გლაუკომის (თვალის ქრონიკული დაავადება) დროს;
დეპრესიისა და შფოთვის შესამცირებლად.
ბოლო დროს ჩატარებული კვლევები მარიხუანის სხვა კანაბინოიდებზე − კერძოდ, კანაბიდიოლზეა ფოკუსირებული. ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) კონცენტრაციის მიუხედავად, კანაბიდიოლი (CBD) გავლენას ახდენს კრუნჩხვებზე, გაფანტული სკლეროზის დროს განვითარებულ ტრემორზე და ასევე შფოთვის დონეზე. კანაფ სატივას მეტი გავლენა აქვს სხეულის ტრემორზე, მაშინ, როდესაც კანაფი ინდიკა ტკივილისა და სტრესის სამკურნალო ეფექტური საშუალებაა.

ავიდეკელი მარიხუანის ჰიბრიდია კანაბიდიოლის მაღალი (15,8%) და THC დაბალი შემცველობით (0%- 0,03%). ის სამედიცინო მოხმარების მიზნით შეიქმნა და ფსიქოაქტიური თვისებები ფაქტობრივად არ გააჩნია. მისი გავრცელება ნამდვილი "სამედიცინო მარიხუანის" სახელით ხდება, რადგან ინარჩუნებს სამედიცინო თვალსაზრისით ყველა სასარგებლო თვისებას და არ აქვს ფსიქიკური ეფექტები, რომელიც რეკრეაციული მომხმარებლებისთვისაა მიმზიდველი.

მარიხუანის შემსწავლელი სამედიცინო კვლევები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ამ ნარკოტიკის შესახებ დარგის მკვლევრებს მეტ ინფორმაციას მისცემს.

12.რა გავლენას ახდენს მარიხუანა მანქანის მართვის უნარზე?

საგზაო ტესტირებები, რომელიც ნიმუშად ნერწყვს იყენებს, ადგენს მოიხმარა თუ არა მძღოლმა მარიხუანა, მაგრამ ვერ ზომავს მოხმარებულ რაოდენობას, მოხმარების ვადებსა და ორგანიზმში დარჩენილი ნივთიერების რაოდენობას. ზემოქმედების დონე იმავე მეთოდებით იზომება, რაც ალკოჰოლის შემთხვევაში გამოიყენება.

დღესდღეობით ავტომობილის დაუდევრად მართვის ან სხვა მიზეზით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისთვის მძღოლების ტესტირება ალკოჰოლის გარდა მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკებზე საკმაოდ ხშირ პრაქტიკას წარმოადგენს.
დასკვნების გამოტანა უახლოეს წარსულში მძღოლის მიერ მარიხუანას მოხმარების თაობაზე და მოხმარების წვლილზე ავტოსაგზაო შემთხვევაში უფრო რთულია რამდენიმე მიზეზის გამო:

აღნიშნული ნარკოტიკი ორგანიზმში რამდენიმე დღით რჩება და ტესტით მისი გამოვლენა მოხმარებიდან რამდენიმე კვირაშიც კი შეიძლება მოხდეს;
ორგანიზმიდან გამოსვლის ინდივიდუალური ტემპი რადიკალურად განსხვავებულია ალკოჰოლთან შედარებით, რომელსაც მეტაბოლიზმის განსაზღვრული სიჩქარე აქვს;
სისხლში მარიხუანას დონესა და სხვადასხვა უნარების დაქვეითების კავშირზე სანდო მონაცემები ძალზე მწირია;
უმეტეს შემთხვევებში ადამიანის ორგანიზმში მარიხუანას გარდა სხვა ნარკოტიკიც აღმოჩნდება ხოლმე და როგორც წესი, ეს ალკოჰოლია.
ტესტირების ხელსაწყოებს ტეტრაჰიდროკანაბინოლის მეტაბოლიტების მიკრორაოდენობის გაზომვაც კი შეუძლიათ, მაგრამ ძირითადად ისეა დაკალიბრებული, რომ შარდის ნიმუშის 1 მილილიტრში 50 ნანოგრამიდან იწყებს აზომვას. 50 ნგ/მლ დონე არ ზომავს მოხმარების შედეგად რაიმე უნარის დაქვეითებას, უბრალოდ, ადასტურებს მოხმარების ფაქტს.

მოხმარების ხანგრძლივი ისტორიის მქონე ადამიანის შემთხვევაში თავშეკავების დაახლოებით 3 კვირაა საჭირო 50 ნგ/მლ ზღვარის მქონე ტესტზე უარყოფითი შედეგის მისაღებად და დამატებით 3 კვირა სრულად ნეგატიური შედეგის მისაღებად.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ზღვრად 15 ნგ/მლ აქვს აღებული. არსებობს შემთხვევები, როდესაც ორგანიზმიდან ნარკოტიკის სრულად გამოსვლას 10 კვირა დასჭირვებია. იმ ინდივიდის ტესტს, რომელიც მარიხუანას წვეულებაზე მოწევს, მაგრამ არ არის სტაჟიანი მომხმარებელი, 24-48 საათში უარყოფითი ჩვენება ექნება.

მარიხუანას ან ალკოჰოლის მომხმარებელი მძღოლების ტესტირებამ აჩვენა, რომ მარიხუანას მცირე რაოდენობის მოწევის შემდეგ უნარების შეზღუდვის ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე ალკოჰოლის მცირე რაოდენობის მიღების შემდეგ.

ალკოჰოლი ამცირებს შებოჭილობას და ზრდის საკუთარ თავში დარწმუნების დონეს, მაშინ, როდესაც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ადამიანები ზედმეტად ფრთხილნი და პარანოიდულებიც კი ხდებიან.

მძღოლისთვის, რომელმაც ახლახანს მოწია მარიხუანა, ამოცანების შესრულება, როგორიცაა მანქანის მართვა ნორმალურ პირობებში, ნაცნობ ქუჩებში, არც ისე რთულია. მაგრამ, რთულ სიტუაციასთან შეჯახებისას, სადაც მძღოლს გადაწყვეტილების მიღება და სწრაფად რეაგირება მოეთხოვება, ორგანიზმში მარიხუანის არსებობისას მნიშვნელოვნად იზრდება შეცდომის დაშვების ალბათობა.

Address

Kutaisi, Baghdati, Imereti
Kutaisi
4600

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფერმერი/Farmer posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share