12/08/2026
🇬🇪🇪🇸 “მეღვინეობა ჯობავა” VinoINFLUENCERS World Awards 2026-ის ოფიციალური სპონსორია
17–19 სექტემბერს “მეღვინეობა ჯობავა” ესპანეთში, VinoInfluencers World Awards 2026-ში მიიღებს მონაწილეობას, როგორც ღონისძიების სპონსორი.
საერთაშორისო ღონისძიება მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან ერთ სივრცეში გააერთიანებს ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალებს, მეღვინეებს, იმპორტიორებს, ღვინის ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს, ბრენდებსა და ღვინის ინფლუენსერებს.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ღვინის დეგუსტაციები, food pairing გამოცდილებები და შეხვედრები, რომლებიც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, ერთმანეთს გაუზიარონ ღვინის ისტორია და სხვადასხვა ქვეყნის კულტურა.
“მეღვინეობა ჯობავა”-სთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ქართული ღვინო და ქართული ღვინის კულტურა მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიის წამყვან წარმომადგენლებს გავაცნოთ, შევქმნათ ახალი პროფესიული კავშირები და ჩვენი ღვინოები ახალ საერთაშორისო აუდიტორიას წარვუდგინოთ.
განსაკუთრებული მადლობა ანდრე და კარლა ბაადერებს მხარდაჭერისა და ამ პროცესში ჩვენთან ერთად ყოფნისთვის.
შევხვდებით ესპანეთში 🍷