12/11/2023
აი რატომ უნდა ამოხვიდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე მანგლისში და დაისვენოთ!!!
მანგლისი
ადმინისტრაციული მდებარეობა – თეთრიწყაროს რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა – თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობები, მდ. ალგეთის ხეობა. სიმაღლე ზღვის დონიდან – 1204 მ. რელიეფი – ბორცვებიანი პლატო.
კლიმატი
– საშუალო მთის (ქვედა სარტყელი).
ზამთარი ზომიერად ცივი, თოვლის საფარი მდგრადია დეკემბრიდან მარტის დასაწყისამდე. იანვრის საშუალო ტემპერატურაა –2,20C.
ზაფხული ზომიერად მშრალი, ზომიერად თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 18,40C. ნალექების წლიური რაოდენობა – 690 მმ. ჰაერის
საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა – 72%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 2200 საათი.
მანგლისი – ფლორა
– წიწვოვანი, ფოთლოვანი და სტეპის ტიპის ბალახოვანი ჯიშები
მანგლისი – ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი:
საშუალო მთის ქვედა სარტყლის ჰავა. მკურნალობის სახეობა: პასიური კლიმატოთერაპია…