ტობა - ეკო სოფელი • Toba Eco Village

ტობა - ეკო სოფელი • Toba Eco Village Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ტობა - ეკო სოფელი • Toba Eco Village, Business service, Martvili.

ტურიზმის ორ დამოუკიდებელ მიმართულებას, სათავგადასავლო და გასტრონომიულ ტურიზმის აერთიანებს ტობა - ეკო სოფელი • Toba Eco V...
13/08/2024

ტურიზმის ორ დამოუკიდებელ მიმართულებას, სათავგადასავლო და გასტრონომიულ ტურიზმის აერთიანებს ტობა - ეკო სოფელი • Toba Eco Village, რაც ასე ძალიან მოსწონთ ჩვენს უცხოელ და ქართველ სტუმრებს😇

საცხენოსნო ტურები✅
მეგრული ავთენტური კერძები✅
საკვების მომზადების მასტერკლასები✅
სოფლად და მთაში ცხოვრების გამოცდილების გაზიარება✅
📞555266961
📞595508565

26/06/2024

რონალდოს ელარჯზე ვეპატიჟებით!🫡

04/05/2024

აღდგომა სიყვარულის ტრიუმფია, წყალობისა და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე!
ქრისტე აღდგა! ✨💛

27/03/2024

გილოცავთ გამარჯვებას!🥳🥳🥳
საქართველო ევროპაშიი🇬🇪🇪🇺

🚀❤️
26/02/2024

🚀❤️

🚀 "starta"-ს მონაწილის ბიზნეს ისტორია

🏞 ტობა - ეკო სოფელი • Toba Eco Village , მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფ.ბალდის მთებში, ტობასა და ონიორეს ჩანჩქერებთან. ბრენდი აერთიანებს აგრო კაფეს და საოჯახო ფერმას. 2019 წლიდან დღემდე, ,,ტობა” აგრო და გასტრონომიული ტურიზმის მოყვარული ათასობით ვიზიტორისთვის, საინტერესო, გემრიელ და ჯანსაღ ობიექტად იქცა.

✨ როგორ გაჩნდა თავდაპირველი იდეა და საიდან იწყება “ტობა'' - ეკო სოფელის ისტორია?

👥 მას შემდეგ, რაც მარტვილის მუნიციპალიტეტის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა დაინტერესებამ იმატა, დადგა საჭიროება საოჯახო სასტუმროს და კვების ობიექტების არსებობის. 2014 წელს სოფ.ბალდაში გაჩნდა პირველი საოჯახო სასტუმრო, რომლის დამფუძნებელიც იყო დედა, საოჯახო ბიზნესში კი ჩაგვრთო მთელი ოჯახი. აქ უკვე დავიწყეთ მომხარებლის ბაზრის კვლევა, ნელ-ნელა მოვერგეთ მათ საჭიროებებს და ინტერესებს, რის შემდეგაც, ჩვენი სოფლიდან ექვს კილომეტრში, მთებში,საქართველოს უმაღლეს ჩანჩქერთან ახლოს, დავაარსეთ ღია ტიპის აგრო კაფე და იქვე მოვაშენეთ საოჯახო ტიპის ფერმა.

✨ რატომ არის თქვენი “ტობა'' - ეკო სოფელის არსებობა საჭირო დღეს ქართული ბაზრისთვის?

გასტრონომიული ტურიზმი საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ ტურისტს მთელი ეროვნული არამატერიალური თუ მატერიალური ფასეულებები, რიტუალები, ტრადიციები, ფოლკლორი, ცხოვრების სტილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ადგილზე ავთენტურ სიტუაციაში გააცნოს. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის UNWTO-ს გლობალურ ანგარიშშიც დიდი აქცენტი კეთდება აგროტურიზმის და სასოფლო ტურიზმის განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას. საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის განვითარებაში ,,ტობა'' - ეკო სოფელს თავისი, მცირე წვლილი შეაქვს, ჩვენს სტუმრები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანილი პროდუქტებით, ადგილობრივ კერძების ავთენტური გემოს შექმნის ტექნოლოგიურ პროცესებს, ადგილზე ეცნობიან და მასში მონაწილეობას იღებენ.🌾

✨ ყველაზე დიდი სირთულე და გამოწვევა, რასაც ბიზნესის კეთების პროცესში გადააწყდით?

🏔 ეკო სოფელი მდეობარეობს მთაში, გზა რთულად მისასვლელი და დამღლელია,
ჩვენამდე მოსული სტუმრების ერთადერთი წუხილიც ფეხით სავალი 6 საათიანი დამღლელი გზა იყო, თუმცა ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა ახალ შესაძლებლობად ვაქციეთ და შევიძინეთ ცხენები, დამღლელი გზა კი
დამატებითი თავგადასავლებით ჩავანაცვლეთ. 🐎

✨ გვესაუბრეთ SMEDA-ს როლზე თქვენი ბიზნესის განვითარებაში?

თამამად მინდა აღვნიშნო, რომ SMEDA-ს გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი ბიზნეს მენტორებით, რომლებიც გარდა იმისა, რომ ყველა საჭირო ცოდნას გვიზიარებდნენ პროექტის ფარგლებში, რაც დამწყებ მეწარმეებს სჭირდებათ, ყოველთვის მზად იყვნენ დამატებით გამოეყოთ დრო კონკრეტული ქეისებისთვის. მათთან ერთად აღმოვაჩინე დაშვებული შეცდომები და ვიპოვეთ პრობლემის გადაჭრის გზები. საბოლოოდ SMEDA-მ დადებითი გავლენა იქონია ჩემს ბიზნეს საქმიანობაზე, რისთვისაც საჯაროდ ვუხდი უდიდეს მადლობას. 🤝

✨ რა მიმდინარე სიახლეები გაქვთ და სამომავლო გეგმებიც გაგვიზიარეთ?

ვაფართოებთ ეკო სოფლის ფერმას, კონკრეტულად რამდენიმე სული წვრილფეხა საქონელი დაგვემატა, სამომავლოდ ვგეგმავთ ფერმის კიდევ უფრო გაზრდას და ახალი სახეობის შინაური ცხოველის და ფრინველის დამატებას. გვსურს ზაფხულის სეზონს შევხვდეთ ხის ოდას სტილის სახლით, რომელიც ზამთრის სეზონზეც შეგვინარჩუნებს მდგრადობას და ამასთან ჩვენი სტუმრების კომფორტული დასვენების გარანტიც გახდება. ⛺

✨ რა რჩევას / რეკომენდაციას მისცემდით იმ ადამიანებს, რომელთაც ბიზნესის დაწყება უნდათ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირთ?

🚀 მზად იყავით, რომ ბიზნესს თან ახლავს სირთულეები, შეიძლება რამდენჯერმე დამარცხდეთ კიდეც, მაგრამ არასოდეს შეუშინდეთ გამოწვევებს! იშრომეთ ბევრი და დაიჯერეთ, რომ აუცილებლად გამოვა!

----------------------------------------------

🚀 Business history of "starta" participant

🏞 "Toba" - eco village, is located in the mountains of Baldi village, Martvil municipality, near Toba and Oniore waterfalls. The brand combines an agro cafe and a family farm. From 2019 until today, "Toba" has become an interesting, tasty and healthy object for thousands of visitors who are fond of agro and gastronomic tourism.

✨ How did the original idea come about and where does the history of "Toba" - Eco Village begin?

👥 After the interest of visitors to the protected areas of Martvil Municipality increased, there was a need to have a family hotel and catering facilities. In 2014, the first family hotel appeared in the village of Balda, the founder of which was the mother, and the whole family was involved in the family business. Here we already started researching the customer market, gradually adapting to their needs and interests, after which, six kilometers from our village, in the mountains, near the highest waterfall in Georgia, we established an open-air agro cafe and built a family farm there.

✨ Why is the existence of your "Toba" - eco village necessary for the Georgian market today?

Gastronomic tourism allows the country to introduce the tourist to all national intangible and material values, rituals, traditions, folklore, lifestyle, production of environmentally friendly products, in an authentic situation on the spot. In the global report of the World Tourism Organization UNWTO, great emphasis is placed on attracting investments in the development of agrotourism and rural tourism, which will contribute to the development of gastronomic tourism. "Toba" eco-village makes its small contribution to the development of gastronomic tourism in Georgia, our guests get to know the technological processes of creating the authentic taste of local dishes with products grown in an ecologically clean environment, and participate in it. 🌾

✨ The biggest difficulty and challenge you faced in the process of doing business?

🏔 The eco village is located in the mountains, the road is hard to reach and tiring.
The only concern of the guests who came to us is the walkway 6
It was an hour-long tiring road, but our biggest challenge was a new one
We turned it into an opportunity and bought horses, and the road was tiring
We replaced it with additional adventures. 🐎

✨ Tell us about the role of SMEDA in the development of your business?

I would like to boldly point out that the SMEDA team is composed of professional business mentors who, in addition to sharing all the necessary knowledge within the project, which start-up entrepreneurs need, were always ready to allocate additional time for specific cases. Together with them I discovered the mistakes made and we found ways to solve the problem. Finally, SMEDA has had a positive impact on my business activities, for which I publicly express my deepest gratitude. 🤝

✨ What are your current news and future plans?

We are expanding the eco village farm, specifically we have added some livestock, in the future we plan to expand the farm even more and add new species of pets and poultry. We want to meet the summer season with a wooden Oda-style house, which will keep us stable even in the winter season and at the same time will guarantee a comfortable rest for our guests. ⛺

✨ What advice/recommendation would you give to people who want to start a business but find it difficult to take this step?

🚀 Be prepared that business is accompanied by difficulties, you may even fail several times, but never be afraid of challenges! Work hard and believe that it will definitely work out!

🚀
02/12/2023

🚀

🇬🇪🇺🇸🚀 150-მდე ქალი მეწარმე გავაერთიანეთ გამოცემაში, რომელიც მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევით პროექტის USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა ფარგლებში.

ℹ️ ნახეთ ონლაინ www.entrepreneur.com/ka/article/465639

გამოიცა კატალოგი სადაც გაერთიანებულია 150-მდე მეწარმე ქალი 🚀❤️დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის USAID/GeorgiaUSAID YES-Georgi...
02/12/2023

გამოიცა კატალოგი სადაც გაერთიანებულია 150-მდე მეწარმე ქალი 🚀❤️

დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის
USAID/Georgia
USAID YES-Georgia ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა
Crystal Fund/ფონდი კრისტალი

USAID YES-Georgia - ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა

08/11/2023

Address

Martvili

Telephone

+995595508565

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტობა - ეკო სოფელი • Toba Eco Village posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share