04/03/2026
OxGEn Solutions, როგორც Oxford Nanopore Technologies-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, გთავაზობთ სეკვენირების უახლეს პლატფორმას, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის მოლეკულური ბიოლოგიის შესაძლებლობებს.
ნანოპორული ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა ნატიური დნმ/რნმ მოლეკულების პირდაპირი სეკვენირებაა. სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Oxford Nanopore არ საჭიროებს PCR ამპლიფიკაციას, რაც გამორიცხავს ამპლიფიკაციით გამოწვეულ ცდომილებებს და ინარჩუნებს ეპიგენეტიკურ ინფორმაციას (მეთილირების ანალიზი).
გამოყენების ძირითადი მიმართულებები:
➤მიკრობიოლოგია: პათოგენების სწრაფი იდენტიფიკაცია, რეზისტენტობის გენების განსაზღვრა და მეტაგენომური კვლევები რეალურ დროში.
➤HLA Typing: მაღალი რეზოლუციის ტიპირება რთული გენომიური რეგიონების ზუსტი იდენტიფიკაციისთვის.
➤ონკოლოგია: სიმსივნური მარკერების კვლევა, სომატური მუტაციების აღმოჩენა და სტრუქტურული ვარიაციების დეტალური ანალიზი.
გრძელი წაკითხვები (Long-reads): საშუალებას იძლევა სრულად დაიფაროს გენომის რთული და განმეორებადი უბნები.
OxGEn Solutions უზრუნველყოფს ტექნოლოგიის სრულ მხარდაჭერას, აპარატურულ გამართვასა და ავტორიზებულ სერვისს.
დამატებითი ინფორმაციისთვსი დაგვიკავშირდით:
📞 +995 599 374 374
📧 [email protected]
🌐 www.oxgensolutions.com