08/09/2019
შრომის უსაფრთხოების ლიცენზირებული სპეციალისტების ჯგუფი გთავაზობთ, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონით (ძალაშია 2019 წლის 1 სექტემბრიდან) გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაციის კანონმდებლობისა და მაკონტროლებელი ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად შედგენას, თქვენ სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი შრომის უსაფრთხოების პროცედურების დაგეგმვასა და მათ განხორციელებაზე კონტროლს.
აღნიშნული მომსახურება გულისხმობს:
1. კომპანიაში შრომის უსაფრხოების სისტემის დანერგვას.
2.კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შედგენას.
3. სამუშაო სივრცეში არსებული საფრთხეების გამოვლენასა და არსებული რისეკბის შეფასებას.
4. არსებული რისკების შესამცირებლად პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი შესრულების კონტროლს.
5.დასაქმებულთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული, სავალდებულო ტრენინგების ჩატარებას.
6. სამუშაო პროცესთან დაკავშირებული უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების აღრიცხვასა და მოკვლევას.
7. პერიოდულ მონიტორინგს, რეპორტინგსა და გამოვლენილ დარღვევებზე რეკომენდაციების გაცემას.
შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა დაგეხმარებათ დასაქმებულებს შეუქმნათ უსაფრხო სამუშაო გარემო და თავიდან აიცილოთ მაკონტროლებელი ორგანოს სანქციები.
ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში, მომსახურებას გაგიწევენ შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოცდილი ლიცენზირებული სპეციალისტები.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ პირადი შეტყობინება ან მოგვწერეთ მეილზე [email protected]