FinSPOT • ფინსპოტი

FinSPOT • ფინსპოტი ბიზნესს ვეცნობით აქ.

სივრცე, სადაც ვეცნობით ბიზნესს – დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე და ფაქტებზე დაყრდნობით.

ფინსპოტი ასევე ფარავს საერთაშორისო კომპანიების ისტორიებსა და ბიზნეს ამბებს ნიუსლეთერის მეშვეობით.

----

A space where we explore businesses - through independent analysis and fact-based insights. finSPOT also covers stories, insights, and selected news for international companies through its newsletter.

----

გეცანით ფინსპოტის ვებსაიტზე განთავსებულ "მნიშვნელოვან გაფრთხილებას".

💡 გავეცნოთ ცემენტის წარმოების ბიზნესს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:1️⃣ შპს „ქართული ცემენტი“ (Hunnewell Cement; ყოფილი ...
15/09/2026

💡 გავეცნოთ ცემენტის წარმოების ბიზნესს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს „ქართული ცემენტი“ (Hunnewell Cement; ყოფილი HeidelbergCement Georgia)
2️⃣ შპს „ჯორჯიან ბილდინგ გროუფ“ (GBG)
3️⃣ შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ (GCC)
4️⃣ შპს „ევროცემენტი“ (Evrocement)
5️⃣ შპს „სტანდარტ ცემენტი“ (Standard Cement)
6️⃣ შპს „მეგა ცემენტი“ (Mega Cement)
7️⃣ შპს „მაქს იმპორტი“ (Max Import)
-------

📑 კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ცემენტის ბაზარი 2023 წლის 2.64 მილიონი ტონიდან 2024 წელს 3.01 მილიონ ტონამდე გაიზარდა (+14%). ბაზარი მზარდია და, ამავდროულად, მაღალკონცენტრირებული.

📑 წარმოდგენილი 7 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 2024 წელს ₾918 მილიონი შეადგინა, 20%-ით მეტი წინა წელთან შედარებით, ხოლო ჯამური წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა: ₾118 მილიონიდან ₾215 მილიონამდე. ხუთწლიან ჭრილში ჯამური შემოსავალი 2019 წლიდან გაორმაგდა, EBITDA კი 3.2-ჯერ, ₾82 მილიონიდან ₾261 მილიონამდე გაიზარდა.

📑 Hunnewell Cement-ზე შვიდეულის შემოსავლის 72%, EBITDA-ს 87% და წმინდა მოგების 88% მოდის. კომპანიის ხელმძღვანელობის შეფასებით, მისი წილი ქვეყნის ცემენტის ბაზარზე დაახლოებით 60%-ია. დანარჩენი ექვსი კომპანია ერთად აღებული ₾259 მილიონის შემოსავალსა და ₾34 მილიონის EBITDA-ს ქმნის, ანუ ისეთივე მასშტაბისაა, როგორიც Hunnewell-ის მხოლოდ ბეტონის მიმართულება.

🔎 რატომ არის ერთი კომპანია ასეთი დიდი? ცემენტის ბიზნესში ორი ძირითადი კომპონენტია. პირველი კლინკერის წარმოებაა: კირქვისა და თიხის 1,450 გრადუსზე გამოწვა უზარმაზარ ღუმელებში, რაც ძალიან ენერგოტევადი და კაპიტალტევადი პროცესია (ერთი ღუმელის აშენება ასეულობით მილიონი დოლარი ღირს). მეორე კომპონენტი კლინკერის დაფქვაა დანამატებთან ერთად, რის შედეგადაც ცემენტი მიიღება. ეს კი ბევრად იაფი და მარტივია. Hunnewell საქართველოში ერთადერთი კლინკერის მწარმოებელია. დანარჩენი ექვსი კომპანია საფქვავი სადგურებია, რომლებიც კლინკერს იმპორტით იღებენ, ძირითადად აზერბაიჯანიდან (იმპორტის დაახლოებით 70%) და თურქეთიდან (დაახლოებით 30%), და ადგილზე ფქვავენ. ეს დიდწილად განსაზღვრავს კომპანიების მომგებიანობასაც - ვინც კლინკერს თვითონ აწარმოებს, მარჟასაც თვითონ აკონტროლებს; ვინც ყიდულობს, იმის მარჟა კლინკერის ფასსა და ლარის კურსზეა დამოკიდებული.

💴 2022-2024 წლებში 7 კომპანიამ მფლობელებზე ჯამურად ₾247 მილიონი გაანაწილა. ამ თანხის 99% ორ კომპანიაზე მოდის.

🟢 ცემენტისა და ბეტონის მწარმოებლების დეტალური ფინანსური მიმოხილვა, თითოეულის ისტორიული მონაცემები, დივიდენდების მოცულობა და მფლობელების ვინაობა finSPOT-ის პლატფორმაზე.
ლინკი კომენტარში⬇️

💡 გავეცნოთ სადაზღვევო სექტორს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:1️⃣ სს "თიბისი დაზღვევა" (TBC Insurance - თიბისი დაზღვევა)2️...
06/09/2026

💡 გავეცნოთ სადაზღვევო სექტორს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ სს "თიბისი დაზღვევა" (TBC Insurance - თიბისი დაზღვევა)
2️⃣ სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" (ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding)
3️⃣ სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" (ალდაგი | Aldagi)
4️⃣ სს "სადაზღვევო კომპანია იმედი ელ" (იმედი L • Imedi L)
5️⃣ სს "არდი დაზღვევა" (არდი • ARDI)
6️⃣ სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" (Irao • ირაო)
7️⃣ სს "რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" (Benefits • ბენეფიტსი)
-------

📑 2025 წელს საქართველოს 19 ლიცენზირებულმა მზღვეველმა ჯამურად ₾1.4 მილიარდის პრემია მოიზიდა. წარმოდგენილ შვიდ კომპანიაზე ბაზრის 81% მოდის. შთამბეჭდავია ზრდა ისტორიულ ჭრილშიც: ექვსი კომპანიის (2024 წლიდან მოქმედი Ardi-ს გარეშე) ჯამური მოზიდული პრემია 2019 წლიდან 2.5-ჯერ გაიზარდა, ჯამური წმინდა მოგება კი 6.5-ჯერ, ₾15 მილიონიდან ₾101 მილიონამდე.

📑 საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სამედიცინო დაზღვევა დომინირებს. 2025 წელს მოზიდული პრემიის 43% სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევაზე მოდიოდა, 21% ავტოკასკოზე, 11% ქონების დაზღვევაზე, 9% სიცოცხლის დაზღვევაზე და 6% ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევაზე.
▫️ეს განსაზღვრავს იმასაც, თუ როგორ გამოიყურება თითოეული კომპანიის ბიზნესი: Imedi L-ისა და Ardi-ს პრემიის 85-87% სამედიცინო დაზღვევაა, GPI-ისა და Benefits-ის 57-58%, TBC Insurance-ს დაბალანსებული პორტფელი აქვს (ავტოკასკო 31%, სამედიცინო 24%, სიცოცხლე 23%, ქონება 12%), Aldagi კი ერთადერთია, რომელიც სამედიცინო დაზღვევას პრაქტიკულად არ ყიდის.

📑 აღსანიშნავია, რომ შვიდი კომპანიიდან ექვსი სამი ჯგუფის საკუთრებაა: Georgia Capital-ის სადაზღვევო ჰოლდინგი „ა ჯგუფი“ Aldagi-ს, Imedi L-სა და Ardi-ს აკონტროლებს, რაც ჯამურად ბაზრის 33%-ია, ავსტრიული Vienna Insurance Group GPI Holding-სა და IRAO-ს ფლობს (24%), ხოლო TBC Insurance TBC Bank Group-ის შვილობილია (18%).
▫️შესაბამისად, 3 ჯგუფი ბაზრის სამ მეოთხედს აკონტროლებს, Benefit კი ერთადერთი დამოუკიდებელი კერძო მოთამაშეა შვიდეულში.

💱 სექტორის მომგებიანობა საკმაოდ მაღალია. შვიდეულმა 2025 წელს ჯამურად ₾110 მილიონის წმინდა მოგება მიიღო, კაპიტალის უკუგება (ROAE) კი კომპანიების მიხედვით 1%-დან 53%-მდე მერყეობს. მოგების ორი მესამედი ორ კომპანიაზე (TBC Insurance და Aldagi) მოდის.

💰 ეს მოგება მფლობელებამდეც აღწევს. 2025 წელს შვიდეულმა ₾72 მილიონის დივიდენდი გაანაწილა, ბოლო სამ წელში (2023-2025) კი ჯამურად ₾153 მილიონი. ორმა კომპანიამ ამ პერიოდში დივიდენდი საერთოდ არ გასცა, ერთს კი მფლობელებისგან კაპიტალის შევსება დასჭირდა.

🟢 რა დგას ამ ციფრების უკან: სადაზღვევო კომპანიების დეტალური ფინანსური ანალიზი, თითოეული კომპანიის 2019-2025 წლების მონაცემები, დივიდენდების მოცულობა და მფლობელების ვინაობა finSPOT-ის პლატფორმაზე.
ლინკი კომენტარში⬇️

05/09/2026

📊 სექტორის მომგებიანობა, კომპანიების შედარება და თითოეულის ფინანსური ისტორია. ერთ ეკრანზე. 60+ ქვესექტორი. 330+ კომპანია.

🟢 ბიზნესს რეალურად ვეცნობით აქ ➡️ finspot.ge

💡 გავეცნოთ ღვინის წარმოების ბიზნესს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:1️⃣ სს „ბადაგონი“ (Badagoni)2️⃣ სს „თბილღვინო“ (Tbilvi...
19/08/2026

💡 გავეცნოთ ღვინის წარმოების ბიზნესს შემდეგი 7 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ სს „ბადაგონი“ (Badagoni)
2️⃣ სს „თბილღვინო“ (Tbilvino)
3️⃣ სს „თელიანი ველი“ (Teliani Valley)
4️⃣ სს „თელავის ღვინის მარანი“ (მარანი | Marani)
5️⃣ შპს „წინანდლის ძველი მარანი“ (მილდიანი | Mildiani)
6️⃣ შპს „რთველისი“ (Rtvelisi)
7️⃣ შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“ (GWS)
-------

📑 ანალიზი მოიცავს 7 კომპანიას, რომელთა 2024 წლის შემოსავალი დაახლოებით ₾20-60 მილიონის ფარგლებშია. კომპანიების ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად განსხვავდება, რაც სხვადასხვა ზრდის ტემპის, ლევერიჯისა და გამოცდილების მქონე კომპანიების შედარების შესაძლებლობას გვაძლევს.

📑 ანალიზში წარმოდგენილია როგორც ათწლეულების გამოცდილებისა და ყველაზე მდგრადი ფინანსური პროფილის მქონე „მარანი“, ისე 2019 წელს დაფუძნებული „რთველისი“, რომელმაც ასეთ მოკლე დროში ₾23 მილიონიან შემოსავალს მიაღწია.
▫️ანალიზი ასევე მოიცავს კარგად ნაცნობ და მრავალწლიანი ისტორიის მქონე ბრენდებს: ₾50 მილიონზე მეტი შემოსავლის მქონე „ბადაგონს“, რომლის Net Debt/EBITDA 7.7x-ს აღწევს; ₾32-მილიონიან „თელიანი ველს“, რომლის სესხები აქტივების 72%-ია და რომელმაც 2024 წელიც ზარალით დაასრულა; ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე ძლიერი პოზიციისა და ყველაზე მაღალი სარეკლამო დანახარჯების მქონე „თბილღვინოს“; შვიდეულში ყველაზე მაღალი მარჟისა და კაპიტალის უკუგების მქონე „მილდიანს“; და საერთაშორისო ჯგუფის წევრ GWS-ს.

📑 შვიდეულის ჯამურმა შემოსავალმა 2024 წელს ₾227 მილიონი შეადგინა, თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა წელს. 4 კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა, ხოლო „რთველისის“, „მილდიანისა“ და „თბილღვინოს“ ზრდა 10%-43%-ის ფარგლებში იყო. შესაბამისად, შვიდეულის საერთო მასშტაბი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა შემოსავლები კომპანიებს შორის საგრძნობლად გადანაწილდა.

📑 წარმოდგენილი კომპანიების საშუალო შეწონილი EBITDA მარჟა 14.5% იყო. ზარალიანი „თელიანი ველის“ გამოკლებით, იგივე მაჩვენებელი 17.9%-მდე იზრდება, რაც საკმაოდ ჯანსაღი მაჩვენებელია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ღვინის მწარმოებლებისთვის.
▫️2022-2024 წლებში „ბადაგონმა“, „თბილღვინომ“, „მარანმა“ და „მილდიანმა“ მფლობელებზე ჯამურად ₾45.6 მილიონი გაანაწილეს. ამ ოთხეულიდან განაწილება საკუთარი თავისუფალი ფულადი ნაკადებით მხოლოდ „მარანმა“ დაფარა. დანარჩენებმა კი დივიდენდები ახალი სესხებით, დაგროვილი ფულადი მარაგითა და/ან აქტივების გაყიდვით დააფინანსეს. GWS-სა და „თელიანი ველს“ პირიქით, მფლობელებისგან ფინანსური დახმარება დასჭირდათ და შესაბამისად დივიდენდებიც არ გაუციათ.

🟢 კომპანიების შემოსავლების ჩაშლა, მომგებიანობის დეტალები, დივიდენდების მოცულობა, მფლობელების ვინაობა და სრული ფინანსური ანალიზი ხელმისაწვდომია finSPOT-ის პლატფორმაზე.
ლინკი კომენტარში⬇️

💡 გავეცნოთ გათბობა-გაგრილების სისტემების ბიზნესს შემდეგი ხუთი კომპანიის მაგალითზე:1️⃣ შპს „თერმო ცენტრი“ (Thermo Center ...
10/08/2026

💡 გავეცნოთ გათბობა-გაგრილების სისტემების ბიზნესს შემდეგი ხუთი კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს „თერმო ცენტრი“ (Thermo Center • თერმო ცენტრი)
2️⃣ სს „ქებული კლიმატი“ (ქებული კლიმატი • Qebuli Climate)
3️⃣ შპს „თერმორუმი“ (თერმორუმი • Thermorum)
4️⃣ შპს „ARTLINE WINGS“ (Celsius • ცელსიუსი)
5️⃣ შპს „ტუმბო“ (Tumbo • ტუმბო)

📑 წარმოდგენილი 5 კომპანიის ძირითადი საქმიანობა გათბობა-გაგრილების ტექნიკის იმპორტი და რეალიზაციაა. პროდუქცია მოიცავს ევროპულ და აზიურ ბრენდების გათბობის ქვაბებს, კონდიციონერებს, რადიატორებს, წყალგამაცხელებლებს, ტუმბოებსა და სხვა სანტექნიკას.

📑 სექტორის ზრდის ტემპი ბოლო წლებში დაბალი იყო. 2021-2024 წლებში ხუთეულის ჯამური შემოსავალი საშუალოდ წლიურად (CAGR) მხოლოდ 4.7%-ით იზრდებოდა და 2024 წელს ₾137 მილიონს გადააჭარბა. 2024 წელს კი შემოსავლები ხუთიდან ოთხ კომპანიას შეუმცირდა, გაიზარდა მხოლოდ „ტუმბოს“ ბრუნვა (+23.7%).

📑 2024 წელს ასევე გაუარესდა კომპანიების მომგებიანობა. ხუთეულის ჯამური EBITDA 32%-ით, ₾9.5 მილიონამდე შემცირდა, საშუალო შეწონილი EBITDA მარჟა 9.8%-დან 6.9%-მდე დაეცა, ხუთიდან სამმა კომპანიამ კი წელი ზარალით დაასრულა.

📑 ამასთან, მასშტაბი მომგებიანობაში პირდაპირ არ აისახება. შემოსავლით ორი ლიდერი („თერმო ცენტრი“ და „ქებული კლიმატი“) ხუთეულის ბრუნვის 61%-ს ქმნის. ყველაზე მაღალი EBITDA მარჟა (22.1%) კი ყველაზე მცირე მოთამაშეს, „ტუმბოს“, აქვს, რაც მისი განსხვავებული ბიზნესმოდელისა და პროდუქციის მიქსის შედეგია (დეტალები სრულ ანალიზში).

💰 თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირება ჯგუფში ფაქტობრივად ერთ კომპანიაზეა კონცენტრირებული. 2021-2024 წლებში „თერმო ცენტრის“ მიერ გაცემულმა დივიდენდებმა წარმოდგენილი კომპანიების ჯამური დივიდენდების 82% შეადგინა.

🟢 თითოეული კომპანიის დივიდენდების მოცულობა, მფლობელების ვინაობა, მარჟებისა და მომგებიანობის დეტალები და სრული ფინანსური ანალიზი ხელმისაწვდომია finSPOT-ის პლატფორმაზე.
ლინკი კომენტარში⬇️

💡 გავეცნოთ ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესს შემდეგი 6 კომპანიის მაგალითზე:1️⃣ შპს "მარსი" (Crystalbet)2️⃣ შპს "ფულ ჰაუს...
05/08/2026

💡 გავეცნოთ ონლაინ აზარტული თამაშების ბიზნესს შემდეგი 6 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს "მარსი" (Crystalbet)
2️⃣ შპს "ფულ ჰაუსი" (Crocobet)
3️⃣ შპს "ეი ბი ჯორჯია" (Adjarabet)
4️⃣ შპს "ბეთლაივი" (Betlive)
5️⃣ შპს "ლიდერ-ბეთ სლოტი" (Leaderbet)
6️⃣ შპს "ევროპაბეთი" (Betsson, ex Europebet)

📑 წარმოდგენილი კომპანიები მომხმარებლებს სთავაზობენ ონლაინ კაზინოს თამაშებს, სპორტულ ფსონებსა და peer-to-peer თამაშებს.

📑 2024 წელს ექვსი ონლაინ კაზინოს ერთობლივმა შემოსავალმა თითქმის ₾2.0 მილიარდი შეადგინა, 16%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს. 2019 წელს მათი ჯამური შემოსავალი ₾773 მილიონი იყო. შესაბამისად, 5 წელიწადში კომპანიების მასშტაბი 2.5-ჯერ გაიზარდა.

📑 გაზრდილი საგადასახადო ტვირთი ნეგატიურად აისახა ონლაინ კაზინოების მომგებიანობის მაჩვენებლებზე, თუმცა კომპანიების მომგებიანობა კვლავ მაღალი რჩება. ექვსი კომპანიის ჯამური EBITDA ₾615 მილიონი იყო, საშუალო შეწონილი EBITDA მარჟა კი 31%-ზე მეტი.

📑 2024 წელს წარმოდგენილი კომპანიების ჯამურმა თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა (unlevered FCF) ₾651 მილიონი შეადგინა. თავისუფალი ფულადი ნაკადების უმსხვილესი გენერატორები იყვნენ Crystalbet და Crocobet, რომლებზეც სექტორის თავისუფალი ფულადი ნაკადის 60% მოდის.

💰 თავისუფალი ფულადი ნაკადების 80%-ზე მეტი კი დივიდენდებად გაიცემა. მხოლოდ 2024 წელს კომპანიებმა ₾535 მილიონის დივიდენდი გადაიხადეს. 2019-24 წლებში კი ექვსი კომპანიის მიერ გაცემული დივიდენდები ჯამურად ₾2.5 მილიარდია.

💱 ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსხვილი exit-ები სწორედ სათამაშო ბიზნესს უკავშირდება. მხოლოდ საჯაროდ ცნობილი გარიგებებით, ქართველმა მფლობელებმა სათამაშო ბიზნესების გაყიდვით ჯამში დაახლოებით ₾1.6 მილიარდი მიიღეს (რეალური ჯამი უფრო მაღალია, რადგან ზოგიერთი გარიგების ღირებულება არ გასაჯაროებულა).

🟢 თითოეული კომპანიის დივიდენდების მოცულობა, მფლობელების ვინაობა, კაზინოების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების დეტალები და სრული ფინანსური ანალიზი ხელმისაწვდომია finSPOT-ის ვებგვერდზე.
ლინკი კომენტარში⬇️

💡 გავეცნოთ აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურების ბიზნესს შემდეგი 8 კომპანიის მაგალითზე:1️⃣ შპს "ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქ...
15/07/2026

💡 გავეცნოთ აუდიტორული და საბუღალტრო მომსახურების ბიზნესს შემდეგი 8 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს "ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო" (PwC Georgia)
2️⃣ შპს "იუაი" (EY Georgia)
3️⃣ შპს "ქეიფიემჯი ჯორჯია" (KPMG Georgia)
4️⃣ შპს "დელოიტი და ტუში" (Deloitte)
5️⃣ შპს "ბიდიო საქართველო" (BDO Georgia)
6️⃣ შპს "ნექსია ჯორჯია" (Nexia Georgia)
7️⃣ შპს "ფინანსური მართვის ჯგუფი" (FMG- ფინანსური მართვის ჯგუფი)
8️⃣ შპს "ენთები" (AccountAnts • ენთები)

📑 წარმოდგენილი ფირმების ძირითადი საქმიანობა აუდიტორული, საგადასახადო, ფინანსური საკონსულტაციო და იურიდიული მომსახურებაა. ანალიზში ასევე შესულია ორი კომპანია: Ants, რომლის ძირითადი საქმიანობა საბუღალტრო აუთსორსინგია, და FMG, სადაც, საბუღალტრო აუთსორსინგთან ერთად, შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი პროგრამულ გადაწყვეტებზე მოდის.

📑 განხილული 8 ფირმის ჯამურმა შემოსავალმა ბოლო საანგარიშო წელს ₾130 მილიონი შეადგინა. აქედან Big 4-ზე დაახლოებით ₾74 მილიონი (წარმოდგენილი 8 კომპანიის შემოსავლების 57%) მოდის.

📑 საინტერესოა, რომ ქართულ ბაზარზე აუდიტორული კომპანიების შემოსავლები გლობალურ იერარქიას არ ემთხვევა. სექტორის ლიდერი მთლიანი შემოსავლების მიხედვით BDO-ა ₾25.5 მილიონიანი შემოსავლით, რომელიც გლობალური მასშტაბით სიდიდით მეხუთე აუდიტორული ქსელია. თუმცა, BDO-ს ლიდერობა ძირითადად არასააუდიტო მიმართულებებზე დგას. მხოლოდ აუდიტის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით (₾7.0 მილიონი) BDO მაინც მოწინავე პოზიციაზე რჩება და მესამე ადგილზეა, ანუ უსწრებს Big 4-ის ორ წევრს, KPMG-სა (₾6.9 მილიონი) და Deloitte-ს (₾4.8 მილიონი).

📑 ბაზრის ყველაზე დიდი აუდიტორული პრაქტიკა კი PwC-ს აქვს, რომელმაც ამ მიმართულებიდან 2025 კალენდარული წლის განმავლობაში ₾13.8 მილიონი მიიღო.

📑 აღსანიშნავია Nexia საქართველოს მასშტაბიც. Mid-tier ქსელის წევრი ფირმა მთლიანი შემოსავლით (₾14.5 მილიონი) Big 4-ის წევრ Deloitte-ს (₾10.2 მილიონი) უსწრებს, აუდიტიდან მიღებული შემოსავლით კი მხოლოდ ₾1.3 მილიონით ჩამორჩება.

📑 აუდიტორული ბიზნესი, იურიდიულის მსგავსად, კლასიკური asset-light მოდელია: ძირითადი "აქტივი" (ლიცენზირებული პარტნიორები, გუნდის ხარისხი და განმეორებადი მანდატები) ბალანსზე არ ჩანს. ციფრებიც ამას ადასტურებს: ფირმების უმეტესობაში შრომის ანაზღაურება შემოსავლების 62%-72%-ს წარმოადგენს, საბანკო ვალი კი რვიდან შვიდ ფირმას საერთოდ არ აქვს (ერთადერთი გამონაკლისი Ants-ია, რომლის დეტალებიც სრულ ანალიზშია მოცემული).

🟢 წარმოდგენილი კომპანიების სრული ფინანსური ანალიზი, დივიდენდების მოცულობა, მფლობელების ვინაობა და ფინანსური ინფორმაცია ისტორიულ ჭრილში ხელმისაწვდომია finSPOT-ის ვებგვერდზე.
ლინკი კომენტარში⬇️

💡 გავეცნოთ იურიდიული მომსახურების ბიზნესს შემდეგი 6 კომპანიის მაგალითზე:1️⃣ შპს "იურიდიული ფირმა ბიელსი" (BLC Law Office...
07/07/2026

💡 გავეცნოთ იურიდიული მომსახურების ბიზნესს შემდეგი 6 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს "იურიდიული ფირმა ბიელსი" (BLC Law Office)
2️⃣ შპს "ბი-ჯი-აი ედვაიზორი სერვისიზ ჯორჯია" (BGI Legal)
3️⃣ შპს "ანდერსენ ლიგალ" (Andersen in Georgia)
4️⃣ შპს "დენტონს საქართველო" (Dentons Georgia)
5️⃣ შპს "ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები" (Nodia, Urumashvili & Partners)
6️⃣ კს "კორძაძის საადვოკატო ბიურო" (Kordzadze Law Office/კორძაძის საადვოკატო ბიურო)

📑 წარმოდგენილი 6 იურიდიული ფირმის ჯამურმა შემოსავლებმა 2024 წელს ₾20 მილიონს გადააჭარბა. სექტორს ახალი ლიდერიც ჰყავს: BLC-მ ₾5.2 მილიონიანი შემოსავლით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და 60%-იანი წლიური ზრდით BGI-სა და Dentons-ს გადაასწრო.

📑 იურიდიული მომსახურება კლასიკური asset-light ბიზნესია. მთავარი აქტივი პარტნიორების რეპუტაცია, იურისტების ხარისხი, კლიენტებთან წვდომა და განმეორებადი მანდატების პორტფელია — ანუ ის, რაც ბალანსზე არ ჩანს. ამას ციფრებიც ადასტურებს: წარმოდგენილი ფირმების უმეტესობაში შრომის ანაზღაურება შემოსავლის 69%-77%-ს შეადგენს, ხოლო ფული და სავაჭრო მოთხოვნები ექვსიდან ხუთ ფირმაში აქტივების საშუალოდ 85%-ია.

📑 საინტერესოა შემოსავლების დინამიკაც, რომელიც უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ მერყევია და იურიდიული ბიზნესის მანდატებზე დამოკიდებულებას აჩვენებს. მაგალითად, 2019 წელს BGI, Dentons და "ნოდია, ურუმაშვილი" ჯამში ₾12.0 მილიონის შემოსავალს გამოიმუშავებდნენ. 2024 წელს იმავე სამეულის ჯამური ბრუნვა ₾10.0 მილიონამდეა შემცირებული. სექტორის მთელი ზრდა კი BLC-სა და Andersen-ზე მოდის.

🎙️ იურიდიული ფირმების დამფუძნებლები, როგორც წესი, ამავდროულად პრაქტიკის აქტიური პარტნიორები არიან და მათი ეკონომიკური სარგებელი ორი არხით ნაწილდება: ხელფასით და დივიდენდით. ამიტომ საოპერაციო თუ წმინდა მოგების მარჟა ფირმებს შორის პირდაპირ შესადარისი არ არის. სადაც პარტნიორები ანაზღაურებას ძირითადად ხელფასის ფორმით იღებენ, მარჟა დაბალი ჩანს, ხოლო სადაც მფლობელის შრომის ღირებულება ხარჯებში თითქმის არ აისახება — ხელოვნურად მაღალი. სწორედ ამიტომ მარჟებს ამ მიმოხილვაში სახელფასო კოეფიციენტთან (შრომის ანაზღაურება/შემოსავალი) და ერთ პარტნიორზე გადაანგარიშებულ მაჩვენებლებთან ერთად განვიხილავთ.

🟢 წარმოდგენილი იურიდიული ფირმების სრული ფინანსური ანალიზი, თითოეულის სახელფასო წილი და დივიდენდების მოცულობა, მფლობელების ვინაობა და ფინანსური ინფორმაცია ისტორიულ ჭრილში ხელმისაწვდომია finSPOT-ის ვებგვერდზე.
ლინკი კომენტარში⬇️

💡 გავეცნოთ საკონდიტრო მაღაზიებისა და საცხობების ბიზნესს 6 კომპანიის მაგალითზე:1️⃣ შპს "არბო 2009" (მადარტი • Madart)2️⃣ ...
28/06/2026

💡 გავეცნოთ საკონდიტრო მაღაზიებისა და საცხობების ბიზნესს 6 კომპანიის მაგალითზე:

1️⃣ შპს "არბო 2009" (მადარტი • Madart)
2️⃣ შპს "FOOD 7" (Tortini • ტორტინი)
3️⃣ შპს "კონდი" (საკონდიტრო ბელა • Patisserie Bela)
4️⃣ შპს "ასორტი-ვერე" (Assorti • ასორტი)
5️⃣ შპს "დოლჩე ვიტა" (დოლჩე ვიტა La Mia Dolce Vita)
6️⃣ შპს "ლიკასთან" (ლიკასთან • Likastan)

📑 წარმოდგენილი 6 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა 2024 წელს დაახლოებით ₾118 მილიონი შეადგინა. "მადარტი" სექტორის უპირობო ლიდერია ₾65 მილიონიანი ბრუნვით, რაც წარმოდგენილი კომპანიების ჯამური შემოსავლის დაახლოებით 55%-ია და უახლოეს კონკურენტს, "ტორტინს", თითქმის 5-ჯერ აღემატება.

📑 აღსანიშნავია სექტორის მაღალი ზრდის ტემპიც. განხილული კომპანიების შემოსავლების საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 21% იყო (5-წლიანი CAGR). ამ მხრივ გამონაკლისია "ასორტი", რომელსაც ბოლო 5 წელში ყველაზე დაბალი ზრდის ტემპი ჰქონდა და საშუალოდ წლიურად 9%-ით იზრდებოდა; "ასორტს" ასევე კონკურენტებთან შედარებით დაბალი მომგებიანობის მაჩვენებლები, მაღალი ლევერიჯი და დაბალი ლიკვიდურობა აქვს.

📑 წარმოდგენილი კომპანიების უმეტესობას სექტორის გათვალისწინებით მაღალი მომგებიანობის მაჩვენებლები აქვს. EBITDA მარჟა საშუალო შეწონილით 16%-ია, წმინდა მოგების მარჟა 13%, ხოლო ამონაგები აქტივებზე (ROAA) 33%. განსაკუთრებით მაღალი მომგებიანობა შედარებით მცირე ბრუნვის მქონე კომპანიებს აქვთ: "ტორტინი", "ბელა", "დოლჩე ვიტა" და "ლიკასთან" 2024 წელს 20%-24%-ის ფარგლებში EBITDA მარჟით ოპერირებდნენ. ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ სწორად მართული შედარებით მცირე ქსელიც შეიძლება მაღალი უკუგების ბიზნესი იყოს.

🎙️ კომპანიების შეფასებისას მნიშვნელოვანია შევაფასოთ ფილიალების ეფექტიანობაც. ამ მხრივ ლიდერობას "მადარტი" ინარჩუნებს, რომლის თითოეულ ფილიალს საშუალოდ ₾16.3 მილიონიანი წლიური ბრუნვა აქვს. მეორე ადგილს "ლიკასთან" იკავებს, რომელიც მხოლოდ ერთი ფილიალით ₾6.3 მილიონ შემოსავალს იღებს. იგივე მაჩვენებლით მესამე ადგილზეა "დოლჩე ვიტა", რომელსაც მხოლოდ 2 ფილიალი აქვს და თითოეული საშუალოდ წლიურად ₾3.8 მილიონს აგენერირებს. საინტერესოა, რომ წარმოდგენილ კომპანიებში შემოსავლით მეორე ადგილზე მყოფ "ტორტინს" 44 გაყიდვის წერტილი აქვს, რის გამოც ფილიალზე საშუალო ბრუნვა ყველაზე დაბალია.

💰 ჯანსაღი მომგებიანობისა და, უმეტეს შემთხვევაში, დაბალი ლევერიჯის ფონზე, განხილული კომპანიების ნაწილი მფლობელებზე ფულს რეგულარულად ანაწილებს. 2019-2024 წლების ჯამური მონაცემებით, წარმოდგენილი 6 კომპანიის მიერ გაცემულმა დივიდენდებმა დაახლოებით ₾24 მილიონი შეადგინა, რაც ამავე პერიოდის ჯამური წმინდა მოგების დაახლოებით 48%-ია.

🟢 წარმოდგენილი საცხობების სრული ფინანსური ანალიზი, თითოეულის დივიდენდების მოცულობა, მფლობელების ვინაობა და ფინანსური ინფორმაცია ისტორიულ ჭრილში ხელმისაწვდომია finSPOT-ის ვებგვერდზე. ლინკი კომენტარში⬇️

💡გავეცნოთ საქართველოს საბანკო სექტორს შემდეგი შვიდი კომერციული ბანკის მაგალითზე:1️⃣ სს "საქართველოს ბანკი" (საქართველოს ...
08/06/2026

💡გავეცნოთ საქართველოს საბანკო სექტორს შემდეგი შვიდი კომერციული ბანკის მაგალითზე:

1️⃣ სს "საქართველოს ბანკი" (საქართველოს ბანკი • Bank of Georgia)
2️⃣ სს "თიბისი ბანკი" (TBC - თიბისი)
3️⃣ სს "ლიბერთი ბანკი" (Liberty • ლიბერთი)
4️⃣ სს "ბაზისბანკი" (Basisbank - ბაზისბანკი)
5️⃣ სს "კრედო ბანკი" (Credo Bank / კრედო ბანკი)
6️⃣ სს "ტერაბანკი" (ტერაბანკი - Terabank)
7️⃣ სს "სილქ ბანკი" (სილქ ბანკი • Silk Bank)
--------

📑 საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა. საქართველოს ბანკსა და თიბისის ერთად საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 75%, ხოლო არასაბანკო დეპოზიტების დაახლოებით 77% უჭირავთ.

📊 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს ბანკი ქვეყნის უმსხვილესი ბანკია თითქმის ყველა ძირითადი ფინანსური პარამეტრით. BOG-ის საბაზრო წილი საკრედიტო პორტფელში 37.8%-ია, თიბისის 37.2%. არასაბანკო დეპოზიტებში სხვაობა უფრო მკაფიოა: 41.7% vs 35.3% (საქართველოს ბანკის სასარგებლოდ).

📑 წლების განმავლობაში თიბისის ჰქონდა უპირატესობა სასესხო პორტფელის მოცულობით. თუმცა, 2025 წელს საქართველოს ბანკის მომხმარებლებზე გაცემული მთლიანი სესხები 15.5%-ით გაიზარდა ₾27.5 მილიარდამდე, მაშინ როდესაც თიბისის სასესხო პორტფელი 10.1%-ით გაიზარდა ₾27.0 მილიარდამდე.

📑 უფრო დიდი სხვაობაა დეპოზიტებში. 2024 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა, როდესაც BOG-მა მომხმარებელთა დეპოზიტები ₾4.4 მილიარდით გაზარდა და თიბისის დეპოზიტების მოცულობას გადაასწრო. 2025 წელს კი სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა და წლის ბოლოსთვის BOG-ის სადეპოზიტო პორტფელი თიბისისას ₾2.9 მილიარდით აღემატებოდა.

📑 დეპოზიტების სტრუქტურა აჩვენებს, რომ BOG-ის უპირატესობა საცალო კლიენტებზე მოდის. 2025 წლის ბოლოს იურიდიული პირების დეპოზიტებში თიბისის ოდნავ მაღალი საბაზრო წილი ჰქონდა: 36.1% vs საქართველოს ბანკის 35.0%. ფიზიკური პირების დეპოზიტებში კი BOG-ის წილი მნიშვნელოვნად მაღალი იყო: 46.1% vs თიბისის 34.7%.

📑 მომგებიანობის სხვაობაც შესამჩნევია. 2025 წელს საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ ₾1.63 მილიარდი შეადგინა, თიბისის წმინდა მოგებამ კი ₾1.28 მილიარდი. ROAE, შესაბამისად, 29.3% და 23.4% იყო. მთლიანობაში, შერჩეულმა შვიდმა კომერციულმა ბანკმა 2025 წელს ₾3.25 მილიარდი წმინდა მოგება გამოიმუშავა, საიდანაც თითქმის 90% ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის.

🎙️ ბანკების მარკეტინგული დანახარჯები აბსოლუტურ მაჩვენებლებში მაღალია. 2025 წელს, მსხვილ ბანკებს შორის, თიბისიმ ყველაზე მეტი დახარჯა მარკეტინგსა და რეკლამაზე როგორც აბსოლუტური, ისე ფარდობითი მაჩვენებლით: ₾55.8 მილიონი, ანუ საოპერაციო ხარჯების 7.2%. საქართველოს ბანკის მარკეტინგულმა დანახარჯებმა ₾40.1 მილიონი შეადგინა, რაც საოპერაციო ხარჯების 4.6% იყო.

💰 სექტორის მაღალი მომგებიანობა აქციონერებისთვის მნიშვნელოვან ფულად ნაკადებშიც აისახება. ბოლო 5 წელში (2021-'25) საქართველოს ბანკმა და თიბისიმ ჯამურად ₾4.8 მილიარდი დივიდენდი გასცეს, მათ შორის ₾1.5 მილიარდი 2025 წელს. ეს აჩვენებს, რომ ლიდერი ბანკები არა მხოლოდ ზრდასა და მაღალ ROE-ს ინარჩუნებენ, არამედ რეგულარულად აბრუნებენ კაპიტალს აქციონერებისთვისაც.

🟢 კომერციული ბანკების სრული ფინანსური ანალიზი, დივიდენდების მოცულობა, მფლობელების ვინაობა და თითოეული ბანკის ფინანსური ინფორმაცია ისტორიულ ჭრილში ხელმისაწვდომია finSPOT-ის ვებგვერდზე. ლინკი კომენტარში⬇️

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when FinSPOT • ფინსპოტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share