BDO Georgia

BDO Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from BDO Georgia, Business service, 2 Tarkhnishvili Street, Tbilisi.
(2)

BDO is one of the leading global accounting and consulting organisations uniquely built to provide the absolute highest standards of service and a collaborative culture that values all of its relationships.

სიჩქარე, სიზუსტე და გუნდური მუშაობა.ვამაყობთ, რომ BDO საქართველო Kolkhi Georgian Racing Team-ის მხარდამჭერია NASCAR Euro...
22/05/2026

სიჩქარე, სიზუსტე და გუნდური მუშაობა.

ვამაყობთ, რომ BDO საქართველო Kolkhi Georgian Racing Team-ის მხარდამჭერია NASCAR Euro Series-ში. 🏎️

Kolkhi GRT

BDO-სა და Tech Association of Georgia-ს ორგანიზებით, საერთაშორისო კომპანიებისა და დამსაქმებლებისთვის პირველი სამუშაო შეხ...
21/05/2026

BDO-სა და Tech Association of Georgia-ს ორგანიზებით, საერთაშორისო კომპანიებისა და დამსაქმებლებისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც შრომითი მიგრაციის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიეძღვნა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია განახლებული რეგულაციების, უცხოელი პროფესიონალების დასაქმებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პროფესიული განმარტებები ბიზნესისთვის პრაქტიკულ საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში, BDO-სა და Tech Association of Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ერთობლივი ინიციატივების განვითარებასა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

21/05/2026

🚀 BDO და Tech Association of Georgia ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებზე თანამშრომლობას აძლიერებენ.

პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებისა და რეგულაციების გაზიარებაზე, პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაცვლასა და სხვადასხვა ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე.

BDO-სა და Tech Association of Georgia-ს მიერ ორგანიზებული პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც შრომითი მიგრაციის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიეძღვნა, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება პარტნიორობის გაღრმავებას, ერთობლივი ინიციატივების განვითარებასა და ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თანამშრომლობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ბიზნესისა და ტექნოლოგიური სექტორის დაახლოებისა და საქართველოში თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ბიზნეს გარემოს განვითარების მიმართულებით.

სიჩქარე, სიზუსტე და გუნდური მუშაობა - ეს ის ღირებულებებია, რომლებიც BDO-სა და Kolkhi GRT-ს აერთიანებს 🏁ვამაყობთ, რომ BDO...
20/05/2026

სიჩქარე, სიზუსტე და გუნდური მუშაობა - ეს ის ღირებულებებია, რომლებიც BDO-სა და Kolkhi GRT-ს აერთიანებს 🏁

ვამაყობთ, რომ BDO საქართველო პირველი ქართული დამოუკიდებელი გუნდის, Kolkhi Georgian Racing Team-ის ოფიციალური მხარდამჭერია NASCAR Euro Series-ში.

მეტი ინფორმაცია ჩვენი თანამშრომლობისა და გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ 👇

BDO-სა და Amadeo-ს პარტნიორობა ბიზნესს ფინანსური მართვის ახალ სტანდარტს სთავაზობს. ტექნოლოგიური პლატფორმისა და ფინანსური...
19/05/2026

BDO-სა და Amadeo-ს პარტნიორობა ბიზნესს ფინანსური მართვის ახალ სტანდარტს სთავაზობს.

ტექნოლოგიური პლატფორმისა და ფინანსური ექსპერტიზის სინთეზით კომპანიები სრულ ფინანსურ ხილვადობას იღებენ, რაც სტრატეგიული პროცესების ეფექტიანად მართვის გარანტიაა.

👇 თანამშრომლობის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ BM.GE-ს სტატიაში

დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში, მონაცემებზე დაფუძნებული მართვა ბიზნესისთვის მხოლოდ არჩევანი აღა...

თანამედროვე შრომის ბაზარზე ხელფასი და ბონუსების სისტემა მხოლოდ ანაზღაურების ფორმა აღარ არის, ის ორგანიზაციის კულტურის, მ...
15/05/2026

თანამედროვე შრომის ბაზარზე ხელფასი და ბონუსების სისტემა მხოლოდ ანაზღაურების ფორმა აღარ არის, ის ორგანიზაციის კულტურის, მოტივაციისა და პროდუქტიულობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. როგორ იცვლება შრომის ბაზარი, რა როლს თამაშობს ბონუსების სისტემა და რა გავლენა აქვს თანამშრომლის მოტივაციას ბიზნესის გრძელვადიან წარმატებასა და მდგრადობაზე.

გაეცანით ჩვენი Payroll გუნდის მიერ მომზადებულ სტატიას შრომის ბაზრის თანამედროვე ტენდენციების შესახებ 👉 https://shorturl.at/BgKcM

📮 BDO ამბობსსაკანონმდებლო ცვლილებების ცოდნა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. უკვე ათწლეულზე მეტია, BDO-...
06/05/2026

📮 BDO ამბობს

საკანონმდებლო ცვლილებების ცოდნა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. უკვე ათწლეულზე მეტია, BDO-ს საგადასახადო ექსპერტები ამუშავებენ და საკანონმდებლო მაცნის ფორმატში აზიარებენ იმ სიახლეებს, რომელიც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია.

⭕️ გაეცანით მაისის ნომერს: https://shorturl.at/1n1rn

🔗 მიიღეთ საკანონმდებლო სიახლეები ავტომატურ რეჟიმში, გამოიწერეთ საკანონმდებლო მაცნე: https://shorturl.at/xqGiP

BDO-ს გლობალურმა ქსელმა Business Services & Outsourcing (BSO) მიმართულების კონფერენციას უმასპინძლა. „Never Normal“ რეალო...
01/05/2026

BDO-ს გლობალურმა ქსელმა Business Services & Outsourcing (BSO) მიმართულების კონფერენციას უმასპინძლა. „Never Normal“ რეალობაში, სადაც ბიზნეს გარემო მუდმივად იცვლება, მსგავსი შეხვედრები გადამწყვეტია გამოცდილების გაზიარების, ინოვაციების დანერგვისა და საერთო წარმატებისთვის.

მოხარულები ვართ, რომ კონფერენციას ჩვენი გუნდიდან მიშა ჟუჟუნაშვილი ესწრებოდა.

მიშა ჟუჟუნაშვილი, დირექტორი, CFO აუთსორსინგი:

🗣️ „კონფერენცია უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან ინტეგრაციისა და BSO სპეციფიკების გასაცნობად. საინტერესოა იმ პრაქტიკის გაზიარება, რაშიც ესა თუ ის ქვეყანაა ძლიერი, სხვების გამოცდილების გააზრებით ჩვენ ვპოულობთ გზებს, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს ცოდნა მაქსიმალურად ეფექტურად ჩვენს საქმეში.

წლევანდელი ფორუმის ერთ-ერთი წამყვანი თემა ხელოვნური ინტელექტი (AI) იყო. ბევრი ვორქშოპი დაეთმო იმას, თუ როგორ შეიძლება AI რესურსის მაქსიმალური ათვისება თანამედროვე ბიზნესში. ასევე, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი 'One BDO' პრინციპს, იმისთვის BDO მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთიან, ძლიერ ბრენდად აღიქმებოდეს.”

წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლეა, რომლებსაც მიღებული ცოდნისა და გაძლიერებული კოლაბორაციის დახმარებით დავნერგავთ.

შრომითი მიგრაციის წესები კვლავ განახლდა, დაზუსტდა კანონის მოქმედების ფარგლები, გაფართოვდა გამონაკლისები და უფრო კონკრეტუ...
30/04/2026

შრომითი მიგრაციის წესები კვლავ განახლდა, დაზუსტდა კანონის მოქმედების ფარგლები, გაფართოვდა გამონაკლისები და უფრო კონკრეტულად განისაზღვრა შრომითი საქმიანობის ნებართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მოცემული ცვლილებები კიდევ უფრო მკაფიოს ხდის რეგულაციების პრაქტიკაში გამოყენებას.

დეტალებისთვის გაეცანით -ის მიერ მომზადებულ საინფორმაციო პუბლიკაციას და იყავით ინფორმირებული: 🔗 https://shorturl.at/HL8Ri

🚀 BDO საქართველოს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების თანამშრომლებმა 2026 წლის მარტის ACCA-ს საგამოცდო სე...
22/04/2026

🚀 BDO საქართველოს აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულების თანამშრომლებმა 2026 წლის მარტის ACCA-ს საგამოცდო სესიაში საქართველოში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და Prizewinner-ის სტატუსი მოიპოვეს:

▪️ საბა ცოტნიაშვილი - Financial Reporting (FR)
▪️ მარიამ ტყემალაძე - Strategic Business Leader (SBL)

მოცემული შედეგები მკაფიოდ ასახავს პროფესიონალიზმს, შრომისმოყვარეობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ მიდგომას, იმ თანმიმდევრული და მიზანმიმართული ძალისხმევის შედეგს, რომელიც მათ პროფესიულ განვითარებაში იკვეთება.

ჩვენთვის გამორჩეულად ძვირფასია თითოეული ბიდიოელის წარმატება და გვიხარია, რომ ACCA-ის გამოცდებზე, რომელიც მნიშვნელოვანი პროფესიული სტანდარტია, საქართველოში საუკეთესო შედეგების მიღების ტრადიციას ღირსეულად ვაგრძელებთ.

Payroll-ის შიდა რესურსით მართვა დროთა განმავლობაში კომპლექსურ ფუნქციად ყალიბდება, რომელიც ზრდის ოპერაციულ დატვირთვას. რა...
15/04/2026

Payroll-ის შიდა რესურსით მართვა დროთა განმავლობაში კომპლექსურ ფუნქციად ყალიბდება, რომელიც ზრდის ოპერაციულ დატვირთვას. რა განაპირობებს ამ სირთულეს და როგორ ვლინდება ის პრაქტიკაში, ნახეთ BDO-ს გზამკვლევში.

Address

2 Tarkhnishvili Street
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 17:00

Telephone

+995322545845

Alerts

Be the first to know and let us send you an email when BDO Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to BDO Georgia:

Share