Crystal Consulting • კრისტალ კონსალტინგი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Crystal Consulting • კრისტალ კონსალტინგი

Crystal Consulting • კრისტალ კონსალტინგი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Crystal Consulting • კრისტალ კონსალტინგი, Business consultant, N 72 Tamar Mepe Street, Tbilisi.

31/12/2025

🎄მიკრობანკი “კრისტალი” გილოცავთ ახალ, 2026 წელს!

🤝ჩვენი წლის ბოლო პოსტი ტრადიციულად, ახალი წლის მილოცვასთან ერთად, მადლობას და იმ ერთობლივ ძალისხმევას ეძღვნება, რომელმაც ეს წელი ჩვენთვის მნიშვნელოვანად აქცია.

🧡2026 წელს მიკრობანკის ახალი სტატუსით ვხვდებით. ამ წარმატების მიღწევის გზაზე მუდმივად ვგრძნობდით ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების ნდობას, ლოიალობას, თანადგომასა და მხარდაჭერას, რაც უდიდეს მოტივაციას გვაძლევდა და ყოველთვის გვიბიძგებდა განვითარებისკენ.

👥მადლობა ჩვენს გუნდს, კრისტალელებს, რომლებმაც ეს წარმატება თავიანთი უზარმაზარი შრომით, ერთგულებითა და თავდადებით შექმნეს.

🎯გვჯერა, რომ 2026 წელსაც ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. თქვენი მუდმივი მხარდაჭერა კი კვლავ იქნება ის განსაკუთრებული მოტივატორი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაგრძელოთ მუდმივი განვითარება, პასუხისმგებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საქმიანობა.

🎁გისურვებთ, ახალი წელი ახალი შესაძლებლობების რეალიზების, სურვილების ახდენისა და სიკეთის მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის!

👋🎆შევხვდებით 2026 წელს!

💙სიყვარულით,
კრისტალი

✨ 2025 წელს რომ გადავავლოთ გონების თვალი და დავფიქრდეთ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე ბიზნესში, რომლებიც დომინირებდა, ალბათ ...
19/12/2025

✨ 2025 წელს რომ გადავავლოთ გონების თვალი და დავფიქრდეთ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე ბიზნესში, რომლებიც დომინირებდა, ალბათ ამ შეკითხვებით უნდა დავიწყოთ:

🤖 როგორ გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტის ძალა ეთიკურად და მოვახდინოთ მისი ინტეგრირება ეფექტურად ოპერაციებში?
🌍 როგორ შევქმნათ უფრო მდგრადი და მრავალფეროვანი მიწოდების ჯაჭვი არასტაბილური გლობალური ეკონომიკის პირობებში?
🎯 როგორ მოვიზიდოთ და შევინარჩუნოთ კვალიფიციური ადამიანური რესურსი სწრაფად ცვალებად სამუშაო ბაზარზე?
⚖ როგორ შეიძლება დავაბალანსოთ დისტანციური, ჰიბრიდული და ტრადიციული სამუშაო გარემო, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს პროდუქტიულობა და თანამშრომელთა კმაყოფილება?
📱როგორ მოვერგოთ მომხმარებელთა საჭიროებებსა და ქცევებს ციფრულ ეპოქაში?
🌱 რა და როგორ შეიძლება გავაკეთოთ უფრო მეტი გარემოსდაცვითი, სოციალური და კორპორაციული ქცევის, გადაწყვეტილებებისა და პრაქტიკის დანერგვისთვის?

🚀ეს კითხვები სწორედ იმ კომპლექსურ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ასახავს, რომლებიც ბიზნესს 2025 წელს გაუჩნდა.

🚀მარკეტინგი ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იგი ეხმარება ბრენდებს აუდიტორიის პოვნაში, ცნობადობის ზრდა...
18/12/2025

🚀მარკეტინგი ბიზნესის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იგი ეხმარება ბრენდებს აუდიტორიის პოვნაში, ცნობადობის ზრდასა და მომხმარებელთან მყარი კავშირის ჩამოყალიბებაში.

👉გთავაზობთ მოკლე და პრაქტიკულ თვითშეფასების კითხვარს, რომელიც დაგეხმარება:

✔️გაარკვიო, რამდენად სწორად გაქვს განსაზღვრული მარკეტინგული მიზნები
✔️შეაფასო, მუშაობს თუ არა შერჩეული არხები
✔️ დაინახო ძლიერი მხარეები და ის სფეროები, სადაც გაუმჯობესებაა საჭირო

🎯 შეავსე კითხვარი და მიიღე მკაფიო სურათი, სად დგას თქვენი ბიზნესი დღეს!
🔗https://forms.gle/P8b7RbdN5zzcYfLd9

ℹ️სერვისის მიზანია მიკრობანკების დაშვებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში მომხმარებელთა გათვითცნობიერება და ცოდნის გაღრმავება, რაც დაგეხმარებათ უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

🚀2026 წლის მოახლოებასთან ერთად ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია იმ ცვლილებების გააზრება, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესითა დ...
16/12/2025

🚀2026 წლის მოახლოებასთან ერთად ბიზნესებისთვის მნიშვნელოვანია იმ ცვლილებების გააზრება, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესითა და მომხმარებელთა ქცევის ტრანსფორმაციით არის განპირობებული. ეს ტენდენციები დღეს აყალიბებს გარემოს, სადაც გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს.

🤖 ხელოვნური ინტელექტი (AI)
➡️AI ნელ-ნელა ბიზნესის ყოველდღიური მუშაობის განუყოფელ ნაწილად იქცევა. ის ამარტივებს პროცესებს, ამცირებს ხარჯებს და კომპანიებს ეხმარება მომხმარებელთან უფრო სწრაფ და ზუსტ კომუნიკაციაში. ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებსა და სერვისებში ინტეგრირებით, მომხმარებელი იღებს უკეთეს და უფრო პერსონალიზებულ გამოცდილებას.

🔐 მონაცემთა კონფიდენციალურობა
➡️ მომხმარებლები და პარტნიორები სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გამჭვირვალობას - იმას, თუ რამდენად გულწრფელად განმარტავს ბრენდი მომხმარებლის მონაცემების შეგროვების, გამოყენებისა და დაცვის წესებს. მონაცემთა უსაფრთხოება და გაცნობიერებული თანხმობა პირდაპირ განსაზღვრავს ბრენდის სანდოობასა და მის რეალურ ღირებულებას.

🌱ESG — გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა
➡️ ESG დღეს უკვე აღარ არის უბრალოდ ტრენდი, ის განსაზღვრავს, რამდენად სანდო და ძლიერი იქნება ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში. მომხმარებლები, ინვესტორები და თანამშრომლები უფრო მეტად ირჩევენ კომპანიებს, რომლებიც: ზრუნავენ გარემოზე, ქმნიან სამართლიან და ინკლუზიურ სამუშაო გარემოს, საქმიანობენ ეთიკურად და გამჭვირვალედ.

💬 მომხმარებელთა გამოცდილება (CX)
➡️ დღეს მომხმარებელი აღარ ყიდულობს მხოლოდ პროდუქტს — ის ყიდულობს გამოცდილებას. კომუნიკაციის სიმარტივე, რეაგირების სისწრაფე და პერსონალიზებული მიდგომა — სწორედ ეს დეტალები აქცევს შემთხვევით მყიდველს ლოიალურ კლიენტად.

🧠 ტექნოლოგია + ადამიანი
➡️ AI-ს სწრაფი განვითარების მიუხედავად, ბიზნესისთვის ყველაზე ღირებული რესურსი კვლავ ადამიანია — კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება და ემპათია. თანამშრომლების განვითარება, სწავლა და გადამზადება ნიშნავს უფრო მოქნილ, მოტივირებულ და კონკურენტუნარიან გუნდს.

📲ციფრული მარკეტინგი — რეალური კავშირი მომხმარებელთან
➡️ ბიზნესებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთან პირდაპირი და გულწრფელი კომუნიკაცია. ისტორიები, რეალური გამოცდილება და პერსონალიზებული კონტენტი ბევრად უფრო ძლიერ კავშირს ქმნის, ვიდრე სტანდარტული რეკლამა.

💼მიკრობანკი „კრისტალი“, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, აგრძელებს მეწარმეების გაძლიერებას დაფინანსების მექანიზმებით...
12/12/2025

💼მიკრობანკი „კრისტალი“, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, აგრძელებს მეწარმეების გაძლიერებას დაფინანსების მექანიზმებით, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით.

📝მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგ ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო კომპლექსური გახდა. ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პარალელურად, კომპანია მეწარმეებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს.

🎓სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კრისტალისა და Andersen Georgia-ს ორგანიზებით გამართული ტრენინგი, თემაზე: „საგადასახადო რისკების მართვა და პრევენცია ბიზნესის მფლობელებისთვის

👇ვრცლად იხილეთ

მიკრობანკი „კრისტალი“ მეწარმეების გაძლიერებას აგრძელებს კრისტალისა და Andersen Georgia-ს ერთობლივი ტრენინგი

📈 იმისთვის, რომ კომპანიამ მიაღწიოს გრძელვადიან წარმატებას და ოპერაციულ ეფექტურობას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიან...
12/12/2025

📈 იმისთვის, რომ კომპანიამ მიაღწიოს გრძელვადიან წარმატებას და ოპერაციულ ეფექტურობას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანური რესურსების მართვის (HR) პროცესების სწორად და სტრატეგიულად წარმართვას.

📝გთავაზობთ პრაქტიკულ კითხვარს, რომელიც დაგეხმარებათ ობიექტურად შეაფასოთ თქვენი კომპანიის HR პროცესების მიმდინარე მდგომარეობა.

💡თქვენი მიდგომების დეტალური ანალიზი საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ ის კონკრეტული ძლიერი მხარეები და შესაძლებლობები, რომელთა გაუმჯობესება პოზიტიურ გავლენას მოახდენს ორგანიზაციის მუშაობაზე.

👇კითხვარის გასავლელად და მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიე ბმულს:
🔗 https://forms.gle/ShCiBDzik5ncmp9X9

ℹ️სერვისის მიზანია მიკრობანკების დაშვებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში მომხმარებელთა გათვითცნობიერება და ცოდნის გაღრმავება, რაც დაგეხმარებათ უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

🧭გინდა გაიგო, რამდენად ეფექტურია ლიდერშიპი შენს კომპანიაში?🎯ლიდერშიპი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ორგანიზაციის წარმატე...
11/12/2025

🧭გინდა გაიგო, რამდენად ეფექტურია ლიდერშიპი შენს კომპანიაში?

🎯ლიდერშიპი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია ორგანიზაციის წარმატებისთვის. ძლიერი და შთამაგონებელი ლიდერები ქმნიან პოზიტიურ სამუშაო გარემოს, აძლიერებენ თანამშრომლების მოტივაციას და უზრუნველყოფენ მიზნების ეფექტურ შესრულებას.

ჩვენი კითხვარი დაგეხმარება შეაფასო:

✅ რამდენად ეფექტურია შენი ლიდერშიპი.
✅ როგორ აისახება მართვის სტილი გუნდზე.
✅ როგორ ხდება თანამშრომლების ჩართულობა და ორგანიზაციული კულტურის განვითარება.

გადადგი პირველი ნაბიჯი უკეთესი შედეგებისკენ! 🚀
👉შეავსე მარტივი კითხვარი: https://forms.gle/RMAYbx1EXiTHJ6nC6

ℹ️სერვისის მიზანია მიკრობანკების დაშვებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში მომხმარებელთა გათვითცნობიერება და ცოდნის გაღრმავება, რაც დაგეხმარებათ უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

⏳ ბოლო ათწლეულმა ლიდერობის კონცეფცია რადიკალურად შეცვალა. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, ახალმა სამუშაო დინამიკამ და თანამშრო...
10/12/2025

⏳ ბოლო ათწლეულმა ლიდერობის კონცეფცია რადიკალურად შეცვალა. ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, ახალმა სამუშაო დინამიკამ და თანამშრომლების მოლოდინების ცვლილებამ ხისტი, იერარქიული მართვის მოდელი ჩაანაცვლა.

🎯 დღეს აქცენტი გადატანილია თანამშრომლების პოტენციალის განვითარებაზე, ნდობის ჩამოყალიბებასა და პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის შექმნაზე.

👇რა შეიცვალა?

🌍 გლობალიზაციამ ლიდერებს გამოწვევებიც და შესაძლებლობებიც ერთნაირად მოუტანა. დღეს ლიდერობა მოითხოვს სხვადასხვა კულტურისა და ბიზნეს პრაქტიკის გააზრებას.
თანამედროვე ლიდერს უნდა შეეძლოს მულტიკულტურულ გარემოში ნავიგაცია, მრავალფეროვან გუნდებთან ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნება.

💻 ტექნოლოგიამ შეცვალა კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ანალიტიკური და ავტომატიზაციის ინსტრუმენტები ათავისუფლებს დროს, რათა ლიდერმა ფოკუსირება მოახდინოს სტრატეგიულ აქტივობებზე და მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

🧠 ემოციური ინტელექტის როლი ლიდერშიპში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც გულისხმობს როგორც საკუთარი ემოციების ამოცნობის და მართვის უნარს, ისე სხვების ემოციების გააზრებას. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერებს უკეთ შეუძლიათ მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება გუნდში, ეფექტური კომუნიკაცია და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

🤝 თაობათა ცვლამ გააჩინა თანამშრომლობითი ხელმძღვანელობის მოდელი, სადაც ღია კომუნიკაცია და აქტიური მოსმენა პრიორიტეტულია. ის გულისხმობს ისეთი გარემოს, სადაც ყველა თანამშრომელი გრძნობს დაფასებასა და პატივისცემას. ასეთ დროს ლიდერი პრიორიტეტს ანიჭებს თანამშრომლების საჭიროებებს და ხელს უწყობს მათ ზრდასა და განვითარებას. თანამშრომლობითი მოდელი მოითხოვს აზროვნების შეცვლას, ლიდერების მზადყოფნას მოუსმინონ უკუკავშირებს, ისწავლონ შეცდომებზე და მუდმივად გაუმჯობესდნენ.

⚖️ ეთიკისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერებამ ხელი შეუწყო ეთიკური ლიდერობის კულტურის განვითარებას, რომელიც იწყება მკაფიო მოლოდინებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებით. ეს ნიშნავს საზოგადოების ინიციატივების მხარდაჭერას და ორგანიზაციაში მრავალფეროვანი, ინკლუზიური გარემოს შექმნას.

🤝ახალი პარტნიორობა - მიკრობანკი კრისტალი და Andersen in Georgia მეწარმეების მხარდაჭერის გაძლიერებაზე თანამშრომლობენ📝ანდე...
03/12/2025

🤝ახალი პარტნიორობა - მიკრობანკი კრისტალი და Andersen in Georgia მეწარმეების მხარდაჭერის გაძლიერებაზე თანამშრომლობენ

📝ანდერსენ ჯორჯიასა და მიკრობანკ კრისტალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეებისთვის პროფესიულ მხარდაჭერას, ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული ცოდნის ხელმისაწვდომობის ზრდას და მცირე ბიზნესის ოპერირების ხარისხის გაუმჯობესებას.

✍️მემორანდუმს ხელი კრისტალის ლიზინგის დირექტორმა, კახა გაბესკირიამ და ანდერსენ ჯორჯიას დირექტორმა და უფროსმა პარტნიორმა, გიორგი სვანაძემ მოაწერეს.

🚀მემორანდუმის ფარგლებში, ანდერსენ ჯორჯია კრისტალის მეწარმე კლიენტებს უსასყიდლოდ გაუწევს მხარდაჭერას.

👉ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/4p8LoxE

🚀მიკრობანკი „კრისტალი“ აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას არა მხოლოდ ფინანსური სერვისებით, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და...
01/12/2025

🚀მიკრობანკი „კრისტალი“ აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას არა მხოლოდ ფინანსური სერვისებით, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე ბიზნეს ინსტრუმენტების გაზიარებით. ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პარალელურად, კომპანია მეწარმეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს.

💼„კრისტალისა“ და CX Hub • Customer Experience Management Agency-ს პარტნიორობით ჩატარდა საინტერესო და პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე: „როგორ გავზარდოთ გაყიდვები მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნით“.

👇ვრცლად იხილეთ აქ

მიკრობანკი „კრისტალი“ აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას არა მხოლოდ ფინანსური სერვისებით, არამედ ცოდნი...

🚀მიკრობანკი „კრისტალი“ აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას არა მხოლოდ ფინანსური სერვისებით, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და...
26/11/2025

🚀მიკრობანკი „კრისტალი“ აგრძელებს ბიზნესების მხარდაჭერას არა მხოლოდ ფინანსური სერვისებით, არამედ ცოდნის, გამოცდილებისა და თანამედროვე ბიზნეს ინსტრუმენტების გაზიარებით. ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო კომპლექსური ხდება — ახალი საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პარალელურად, კომპანია მეწარმეებს მათ საჭიროებებზე მორგებულ ფინანსურ და ბიზნესთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სერვისებს სთავაზობს.

📅25 ნოემბერს „კრისტალისა“ და CX Hub • Customer Experience Management Agency-ს პარტნიორობით ჩატარდა საინტერესო და პრაქტიკული ვორქშოპი თემაზე: „როგორ გავზარდოთ გაყიდვები მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნით“.

🌐თანამედროვე ბიზნესები მომხმარებლის გამოცდილების მიმართულებით სულ უფრო რთულ გარემოს აწყდებიან: კონკურენცია იზრდება, მომხმარებელთა მოლოდინები სწრაფად იცვლება, ხოლო კარგი მომსახურება დღეს მხოლოდ მინიმალურ სტანდარტად ითვლება. წარმატებისთვის კომპანიებს სჭირდებათ გამართული პროცესები, პერსონალიზებული მიდგომა, ციფრული გამოცდილების გაუმჯობესება, თანამშრომელთა მაღალი ჩართულობა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები.

💼შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესის დამფუძნებლები, დირექტორები და სხვადასხვა მიმართულების მენეჯერები, რომლებიც ყოველდღიურად მართავენ პროცესებს და ზრუნავენ მომხმარებელთან ურთიერთობის ხარისხზე.
💬ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეებმა იმსჯელეს იმ რეალურ გამოწვევებზე, რომლებიც CX-ს უკავშირდება — როგორ აისახება მომხმარებლის შთაბეჭდილება გაყიდვებზე, როგორი უნდა იყოს ეფექტიანი მომხმარებლის მოგზაურობა (Customer Journey), რა მნიშნელობა აქვს მომხმარებლის ხმის სისტემას (VoC) და რატომ არის თანამშრომელთა გამოცდილება მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი.

🎙️ვორქშოპს უძღვებოდნენ CX Hub-ის თანადამფუძნებლები და მმართველი პარტნიორები - ნანა ახობაძე და ნათია ჯიბლაძე, რომლებმაც გააზიარეს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება, რეალური ბიზნესქეისები და ის ინსტრუმენტები, რომელთა ინტეგრაცია ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ყოველდღიურ პროცესებში.

⭐ მონაწილეებმა ვორქშოპი პოზიტიურად შეფასეს. აღნიშნეს, რომ პრაქტიკული ნაწილი განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა — მიღებული ცოდნა და გაზიარებული ინსტრუმენტები უშუალოდ დაეხმარებათ პროცესების გაუმჯობესებაში.

🙏მადლობა ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის!

📌„კრისტალი“ განაგრძობს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას, რათა კიდევ უფრო მეტმა მეწარმემ მიიღოს საჭირო ცოდნა,უნარები, დაინახოს ახალი შესაძლებლობები და წარმატებით განავითაროს საკუთარი ბიზნესი.

#შენიშესაძლებლობებისბანკი

ბევრი ბიზნესი დიდ რესურსს — დროს, ენერგიასა და ფინანსებს ხარჯავს ახალი მომხმარებლების მოსაზიდად, მაგრამ ავიწყდება მთავარ...
19/11/2025

ბევრი ბიზნესი დიდ რესურსს — დროს, ენერგიასა და ფინანსებს ხარჯავს ახალი მომხმარებლების მოსაზიდად, მაგრამ ავიწყდება მთავარი ფაქტი:
🔁 არსებული მომხმარებლის შენარჩუნება 5-ჯერ უფრო იაფია!

თუ თქვენს ბიზნესში:
📉 მომხმარებლების გადინება მაღალია
⚠️ პრეტენზიების მართვა რთული
📊 გაყიდვები ვერ აღწევს სასურველ ზრდას

სავარაუდოდ, მიზეზი მომხმარებლის გამოცდილების (CX) მართვის სტრატეგიის არქონაა.
🙅‍♂️ მომხმარებელი, რომელიც ვერ იღებს დადებით გამოცდილებას, ირჩევს კონკურენტ ბრენდს.

ჩვენი ვორქშოპი დაგეხმარებათ:
🔍 გამოავლინოთ ის სუსტი წერტილები, რომლებიც აფერხებს თქვენს ბიზნესს;
🎯 შექმნათ CX სტრატეგია, რომელიც მომხმარებლის ხმას რეალურ გაყიდვებად აქცევს.

📅 ჩაინიშნეთ: 25 ნოემბერი / 18:00
📝 დარეგისტრირდით დღესვე და გადადგით პირველი ნაბიჯი განვითარებისკენ!
👉https://forms.gle/FjxS14B8dqwaTA3o9

ℹ️ტრენინგის მიზანია მიკრობანკების დაშვებულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში მომხმარებელთა გათვითცნობიერება და ცოდნის გაღრმავება, რაც დაგეხმარებათ უფრო ეფექტური და ინფორმირებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში.

Address

N 72 Tamar Mepe Street
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Crystal Consulting • კრისტალ კონსალტინგი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share