Sofisfactory • სოფისფაქტორი

Sofisfactory • სოფისფაქტორი Sales Outsourcing & Business Development - გაყიდვების აუთსორსინგი & ბიზნესის განვითარება

29/07/2026

💡 "წარმატების მისაღწევად სულაც არ არის აუცილებელი იყო უკიდურესად დისციპლინირებული ადამიანი. სინამდვილეში, წარმატებას შეიძლება მიაღწიო იმაზე ნაკლები დისციპლინითაც, ვიდრე წარმოგიდგენია- ერთი მარტივი მიზეზის გამო: წარმატება მდგომარეობს სწორი საქმის კეთებაში და არა ყველაფრის სწორად კეთებაში" -გარი კელერი.

#აკეთესწორად #აკეთგულით

29/05/2026

📌მზა რეცეპტები ცხოვრებაში არ არსებობს. შესაბამისად, არც გაყიდვებში არსებობს გზა “გადააკოპირე და დააგენერირე შედეგი”.

✅რეალური გზა შედეგამდე, არა სხვისი წარმატების კოპირებით, არამედ საკუთარი ქმედებების გააზრებით იწყება, რადგან საბოლოოდ, გაყიდვებში წარმატება დისციპლინის, თანმიმდევრული მუშაობის და მუდმივი თვითანალიზის შედეგია.

#ტრენინგები #განვითარება #გაყიდვები

by Levan Lomidze ❤🙏

📢 სტარტაპ ბიზნესსა თუ უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებში, დამფუძნებლებს თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე ფი...
27/05/2026

📢 სტარტაპ ბიზნესსა თუ უკვე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებში, დამფუძნებლებს თითქმის ყოველთვის ერთი და იგივე ფიქრი აწუხებთ. რამდენად სწორად ნაწილდება რესურსები, რა მუშაობს ეფექტურად და სად არის ცვლილებების საჭიროება.

📈 წლების განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ბიზნესის განვითარების პროცესში მონაწილეობამ, მაჩვენა, რომ ტრანსფორმაციის ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანი და საბოლოო საზომი მაინც გაყიდვების ზრდაა.

ამ გზაზე, 12 წლის წინ გავიცანი ვატო Vato, საინტერესო იდეებით სავსე, რომლის გამოცდილებაც, არაერთი სტარტაპ ბიზნესის განვითარების პროცესს მოიცავს.

წლებთან ერთად ჩვენი ერთობლივი ხედვის, გამოცდილებისა თუ პრაქტიკის სინთეზმა ახალი ეტაპისთვის გაგვაერთიანა.

💡 ჩვენი მიდგომა მარტივია, მაგრამ სწორხაზოვანი: იდეა უნდა გადაიქცეს სტრუქტურად, სტრუქტურა -ოპერაციულ სისტემად, ხოლო სისტემა კი პროგნოზირებადი გაყიდვების ზრდად.

🎯 ჩვენ არ ვმუშაობთ „რჩევებზე“, ჩვენ ვმუშაობთ რელურ ცვლილებაზე, სადაც სტრატეგია, ოპერაციები და გაყიდვები ერთ სისტემაშია მოქცეული.სწორედ ასეთ პროცესებში იწყება ბიზნესის რელაური განვითარება, სწორედ ასეთ პროცესში იწყებენ ციფრები ცვლილებას.



Show translation

13/05/2026

💡 როცა ყოველ ჯერზე, ტრენინგზე, სხვადასხვა გამოცდილებისა და ხედვის მქონე ადამიანებთან მიწევს შეხვედრა, როგორც პრაქტიკოსი ტრენერი, ამ პროცესში ერთგვარ ინტელექტუალურ და პროფესიულ „შერკინებაში“ შევდივარ, რადგან გამოცდილება გამოცდილებას ეჯახება, უნარები -უნარებს, ცვლილებების ხედვა -ცვლილებების ახლებურ შესაძლებლობებს.

📈 და ბოლოს დგება ის შედეგი, რომლისთვისაც ამ პროცესს სრული ლეგიტიმაცია აქვს. როცა ადამიანები არა მხოლოდ ახალი ცოდნით მიდიან, არამედ ახალი ჩვევების, მიდგომებისა და მოქმედების ახლებური ტაქტიკებისთვის ღია არიან. სწორედ, ასეთი მიდგომა იწვევს განსხვავებული შედეგების გენერირებას.

მე რა მომაქვს? ბევრი საფიქრალი და ასმაგად მოზღვავებული ენერგია.

დიახ,ასეთია ეს საოცარი ტრანსფორმაციის პროცესი.
დიახ, ასეთია ეს "შერკინება”.

#ტრენინგები #განვითარება #ცვლილება

05/05/2026

ერთხელ, ერთმა საოცარმა ადამიანმა, ეროვნებით ლატვიელმა ასეთი ამბავი გამიზიარა:

ყოველ დილას, ზამთარ-ზაფხულ, დილის შვიდ საათზე სამსახურში მიმავალი ერთსა და იმავე სცენას აწყდებოდა: მისი ქუჩის მეეზოვე ფერად მანათობელი მანქანიდან გადმოდიოდა, ქუდის მოხდით ქედს იხრიდა, ყოველ ჯერზე დალოცავდა და დასძენდა - გილოცავთ, ეს საოცარი დღე თქვენთვის გათენდა, წარმატებას გისურვებთ!

ეს პატარა რიტუალი წლების განმავლობაში, მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.

ერთხელაც, როცა ყველა მიზანი, რისთვისაც წლები შრომობდა მიღწეული ჰქონდა, როცა უკვე ქალაქგარეთ, ფეშენებელურ ვილაში ცხოვრობდა და ყოველდღიურად, დილის 7 საათზე აღარ უწევდა სამსახურში წასვლა, მოულოდნელად, საყიდლებზე გამოსულმა უცნაური სიცარიელე იგრძნო.

იმავე საღამოს, ძველ მისამართზე მცხოვრებ მეზობელს წერილი მიწერა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ნამდვილად არ იყო, მივიდოდა თუ არა ადრესამტამდე სათქმელი, მეორე წერილი მეეზოვისთვის გადასაცემად დაურთო.

ერთი თვის თავზე პასუხი დაუბრუნდა. წერილს 80 წელს გადაცილებული მეეზოვე წერდა:
„თქვენმა წერილმა ძალიან შემძრა. მთელი ცხოვრება საკუთარ ადგილს და დანიშნულებას ვეძებდი. ხშირად, რთულ დღეებში ბევრჯერ მიკითხავს უფლისთვის, რისთვის გამაჩინე ღმერთო?

და აგერ, ცხოვრების მიწურულს, თქვენს წერილში ვიპოვე პასუხი, როცა მწერდით რომ, ჩემთან შეხვედრის ყოველი დილა, თქვენთვის მნიშვნელოვანი იყო, როცა მწერდით, რომ ჩემი სიტყვები სტიმულს გაძლევდათ, როცა მწერდით, რომ ყოველ ჯერზე, მიზნისკენ მიმავალ გზაზე მოტივაციას გმატებდით. სწორედ ახლა, ამ წუთებში გავათვიცნობიერე, რომ ჩემი მისია ქუჩების დასუფთავება კი არა, ადამიანებისთვის ყოველდღიურობის გალამაზება ყოფილა"

მოსმენილმა ძალიან შემძრა და ხანგრძლივად დამაფიქრა.

თქვენ თუ გიფიქრიათ- რას ემსახურება თქვენი ყოველდღიური რუტინა, ან კი, რა არის თქვენი ნამდვილი მისია ამ სამყაროში.

🎯 საოცარი ორი დღე ყველაზე სმარტ და პროგრესულ HT Solutions-გუნდთან ლოპოტაზე, ჩემთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა....
16/03/2026

🎯 საოცარი ორი დღე ყველაზე სმარტ და პროგრესულ HT Solutions-გუნდთან ლოპოტაზე, ჩემთვის ერთ-ერთ დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, პიროვნული განვითარების პრაქტიკული მაგალითები, კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების რეალური ქეისების განხილვა-გააზრებამ, სიმულაციურ თამაშებთან ერთად პროცესი არა მხოლოდ საინტერესო და სასარგებლო, არამედ სასიამოვნოც გახადა.

💥მონაწილეთა არნახულმა სილაღემ კი უფრო გააფერადა სატრენინგო საათები. HT Solutions მადლობა ნდობისთვის და მეგობრობისთვის ❤



🚀

23/02/2026

❌ თუ ეძებთ მხოლოდ „მოტივაციას“, სწრაფ ხრიკებს ან იაფ ცოდნას - მაშინ ასქროლე.

🎯 ეს პროგრამა შექმნილია მათთვის, ვინც მზად არის გაყიდვებში დიდი გამოწვევებისთვის.

💡აქ ისწავლით როგორ შექმნათ სისტემა, რომელიც მუდმივად ყიდის.

📩 მომწერეთ პირად შეტყობინებაში

16/02/2026
09/02/2026

🏔️ არცერთი გზა, რომელსაც ცხოვრებაში ვირჩევთ ან თავად ცხოვრება გვთავაზობს მარტივი არ არის.

სვლა ყოველთვის ძალას მოითხოვს - შრომას, მოთმინებას, რუტინას, დისციპლინას, საკუთარ თავთან მუდმივ ბრძოლას.

💡 გამარჯვებები მოდის, მაგრამ წამიერად. გაჩერდები და ქრება. მერე, კვლავ გაუჩერებლად უნდა იარო.

ამ გზაზე უსამართლობას, იმედგაცრუებას, პატარა ადამიანების დიდ ჩრდილებს ბევრჯერ გადაეყრები, მაგრამ თუ იცი, სად გინდა მისვლა, მაშინ, ამ სოცრად მებრძოლი გოგოს მსგავსად, კვლავაც გადაყლაპავ მწარე ცრემლებს და ისევ თავიდან ცდი…

🎯 და სწორედ ამ ცდაში, ამ დაუსრულებელ მცდელობებშია ჩვენი ცხოვრების აზრიც.

#არგაჩერდე
#არდანებდე
#ბევრჯერცადე

Address

Business Center Atrium, Giorgi Saakadze II Lane
Tbilisi
110160

Telephone

+995577461008

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sofisfactory • სოფისფაქტორი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share