15/12/2021
🛴🌳 18 დეკემბერს 15:00 საათზე რუსთავის ცენტრალურ პარკში ქ. რუსთავის მერიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება პროექტი "ეკო მეგობრული რუსთავი". პროექტის ფარგლებში პარკში მოხდება ელექტრო სკუტერების გამოფენა და ასევე ახალგაზრდა მხატვრების მიერ მიერ საკუთარი შემოქმედების დემონსტრირება ეკო მეგობრულ თემატიკაზე
🛴🌳სკუტერების ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიები წარადგენენ თავიანთ საუკეთესო მოდელებს და კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ დამსწრე საზოგადოებას სკუტერების მოხმარების წესების შესახებ
🛴🌳სკუტერების ფედერაციის ორგანიზებით ორი მსგავსი გამოფენა ჩატარდა მზიურის და დედაენის პარკში. მათ სტუმრების და მოსახლეობის მხრიდან ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰქონდა
🛴ღონისძიების მონაწილე კომპანიები არიან :
✅Scroll
✅Xiaomi Georgia
✅IYI Electric Scooters
✅Eleven Georgia
✅Lux Ride
✅MetroMart
✅Kicky.city
✅Ilori
🛴ღონისძიების სტუმრებს შეეძლებათ სკუტერების გაცნობის გარდა დაათვალიერონ არტისტების ნამუშევრები, დაისვენონ სპეციალურად მოწყობილ ზონაში, მოუსმინონ მუსიკას, გადაიღონ სურათები და გაატარონ სასიამოვნო დრო
🛴თუ ფლობთ ელექტრო სკუტერს, გვესტუმრეთ თქვენი სკუტერით და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება. თუ არ ფლობთ სკუტერს, მაინც გვესტუმრეთ და გაეცანით ეკო-მეგობრულ სატრანსპორტო ალტერნატივას