24/08/2022
ყველას მოწონს ჯანსაღი და ხასხასა მცენარეების ყურება, იქნება ეს სახლში, სამუშაო სივრცეში, კაფე-რესტორნებში თუ სასტუმროს ჰოლში. მწვანე ბინადრები არა მარტო ესთეტიურ სიამოვნებას გვანიჭებენ, არამედ სასარგებლო თვისებებიც გააჩნიათ, განსაკუთრებით თანამედროვე მეგაპოლისის ეკოლოგიურ ვითარებაში. თუმცა მათი მოვლა არც ისე მარტივია, ყველა დამეთანხმება, ვისაც უცდია. ხშირად ამ საქმეს რომელიმე თანამშრომელს ან დიასახლისებს ანდობენ, რომლებსაც არც დრო აქვთ და არც გამოცდილება, რომ სათანადო ყურადღება მიაქციონ მცენარეებს. შედეგი კი ყოველთვის ერთნაირია - რამდენიმე თვეში ულამაზესი და ძვირადღირებული პალმა ან ფიკუსი ჭკნება, ავადობს, კარგავს დეკორატიულობას და მათი დანახვა აღარავის სიამოვნებს. საჭიროა მათი ახლით ჩანაცვლება ან საერთოდ უარის თქმა ცოცხალ ბინადრებზე. პრობლემის გადაჭრა კი ძალიან მარტივია, მიმართეთ პროფესიონალებს, რომლებიც ან სათანადო კონსულტაციას გაგიწევენ მცენარეთა მოვლასთან დაკავშირებით, ან სულაც თავის თავზე აიღებენ მათზე ზრუნვას, თქვენ კი მხოლოდ მათი ყურებით დატკბებით. ჩვენი გუნდი სრორედ ამისთვის არის მოწოდებული. ჩვენი კომპანიის თანამშრომლები დაგეხმარებიან მცენარეების შერჩევაში, ყიდვაში და განთავსებაში, შემდეგ კი მათ მოვლაში. მოგვმართეთ ნებისმიერ დროს, ჩვენი სამუშაო გრაფიკი მორგებული იქნება თქვენს საჭიროებებზე. მომსახურების ხარისხი გარანტირებულია, ფასები კი კონკურენტული. ველოდებით თქვენს ზარს!