28/05/2020
🎒დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ვალდებულებები ოფისში დაბრუნებისას
🎒Obligations of Employer & Employees during Return to work Onsite
For English, please scroll down
🥳 ნელ-ნელა ვუბრუნდებით ოფისებს?! საკმაოდ დიდი ხანია ველით ამ დღეს და ძალიან მოკლე დროში გვიწევს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
❗️ რა არის მთავარი? რა თქმა უნდა, სწორი საპასუხო რეაგირება, მათ შორის კი სამუშაო ადგილზე დაბრუნების სწორი ორგანიზება და დაგეგმარება.
პირველ რიგში გაითვალისწინეთ თანამშრომლების, მენეჯერების მაქსიმალური ინფორმირებულობა და ჩართულობა. თანამედროვე სამყარო გვაძლევს ტექნოლოგიურად ამის საშუალებას, ამიტომ გამოიყენეთ ისინი და ჩართეთ თქვენი კოლეგები ამ პროცესში. იქნება ეს ონლაინ პრეზენტაციების თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, მთავარია მათაც იგივე იცოდნენ, რაც თქვენ, ისინიც ისეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკითხს, როგორც თქვენ, რათა მთავარი მიზანი იყოს მიღწეული.⚽️🏈
სანამ ზოგადად მიმოვიხილავთ დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ვალდებულებებს, ჩვენ გთავაზობთ კონსულტაციებს:
1. სამუშაო ადგილზე დაბრუნების პრეზენტაცია;
2. სამუშაო ადგილზე დაბრუნების დაგეგმარება/ორგანიზება;
3. შიდა კვლევების ჩატარება, რომლებიც ადგენს თანამშრომლეთა მდგომარეობას და დამოკიდებულებას კომპანიისადმი პანდემიის პირობებში; თანამშრომლეთა მდგომარეობას და დამოკიდებულებას კომპანიისადმი სახლიდან მუშაობის პერიოდში; და სხვა...
აქვე, იხილეთ კონსოლიდირებული ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის შესახებ და სხვა ინფორმაცია, რომლებიც გამონაკლისთა სიაში მყოფ კომპანიებს გამოადგებათ.
❗️ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე შევავსოთ განაცხადი (http://orginspect.moh.gov.ge/ #/login);
❗️ დამსაქმებლების ვალდებულება:
⚠️სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
⚠️მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;
⚠️შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები გააჩნიათ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს მათი ინფორმირება;
⚠️განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ
⚠️იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;
⚠️შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;
⚠️გამოიყენოს თანამშრომელთა როტაცია;
⚠️საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბედე);
⚠️უზრუნველყოს ოფისებში ავეჯის ისეთი განლაგება, რომ მოსაუბრეებს შორის დაცული იყოს 2 მ დისტანცია;
⚠️ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
⚠️სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
⚠️უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
❗️ დასაქმებულის ვალდებულებისთვის იხილეთ ფოტო
🥳We are slowly returning to the offices and we have been waiting for this day for a long time,whereas in a very short time we had to make quick decisions.
❗️ What are the key aspects during this transition period? Of course, the right response, including proper organization and planning of return to work.
⚽️🏈First of all, keep in mind the maximize the awareness and involvement of employees and managers. The modern technologies do allow us to do this, so please use them and involve your colleagues in this process. Be it through online presentations or other means of communication, the main thing is that they know the same you do, they should treat the issue as responsibly as you, in order to achieve the main goal.⚽️🏈
Before reviewing the obligations of employers and employees in general, we offer consultations:
1. Presentation of return to work;
2. Planning / organizing return to work;
3. Conducting internal surveys that determine the Sentiment around COVID 19 pandemic; Sentiment around Remote Working and etc.
4. Any other concerned
❗️Hereby, see consolidated information on recovering economic activity and other information that will be useful to companies on the list of exceptions.
❗️In order to restore economic activity, please visit the Ministry of Health website to fill out an application (http://orginspect.moh.gov.ge/ #/login);
❗️The Obligation of employers:
⚠️To control the health condition of the staff before starting work; even If there is no case of infection, develop an emergency action plan that will help reduce the number of missed working days due to illness, and in case of detection - prevent the spread of the disease;
⚠️To develop policies and procedures for the immediate isolation of persons with COVID-19 signs and / or symptoms, to inform them in this regard;
⚠️Place announcements about COVID-19 and other preventive measures in a visible place;
⚠️Make the most use of remote work, with employees who can do the job remotely;
⚠️To impose restrictions on working hours within the framework of the possibility;
⚠️Use employee rotation;
⚠️If necessary, provide employees with the necessary personal protective equipment (gloves, masks) based on the specifics of the job;
⚠️Such a furniture layout in the offices to maintain a distance of 2 m between the speakers;
⚠️Place disinfectant rugs at the entrance of administrative buildings, indicating the relevant mandatory mark;
Put surface disinfectants and rules for their proper use in the workplace;
⚠️To ensure that at least 70% of the hand-treated solution containing alcohol is required for periodic hand disinfection at work;
⚠️For the Obligation of the employee, see the photo: