Wild Cult Grape / ველური და კულტ. ვაზი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Wild Cult Grape / ველური და კულტ. ვაზი

Wild Cult Grape / ველური და კულტ. ვაზი გვერდი ემსახურება სამეცნიერო და პოპულარული ინფორმაციის მიწოდებას ფართო საზოგადოებისთვის

გთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო სტატიას ქართული ველური და ველურად  მოზარდი ვაზის შესახებ.
30/08/2024

გთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო სტატიას ქართული ველური და ველურად მოზარდი ვაზის შესახებ.

Wild grapevines of Georgia and their relationship with local cultivars: a Bayesian analysis of seed morphology Authors Maia Kikvadze Faculty of Agrarian Sciences and Biosystems Engineering, Georgian Technical University, Tbilisi, Georgia. Javier Valera Departamento de Prehistoria, Arqueología, Hist...

13/08/2024

ხეზე გაშვებული ვაზი.

05/07/2024
19/06/2023

გთავაზობთ კიდევ ერთ საინტერესო სტატიას ქართული ვაზის გენოფონდის შესწავლის შესახებ.

სათაური -საქართველოში აღმოჩენილი ველურად მოზარდი ვაზის (Vitis vinifera L.)
ფორმების ენო-კარპოლოგიური დახასიათება

ავტორები: კიკვაძე მ., კიკილაშვილი შ., გოცირიძე ო., რივერა დ., მაღრაძე დ.

02/04/2023

ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის განკუთვნილ სამეურნეო ნაგებობას მთელ საქართველოში „მარანი“, ანუ „საღვინე სახლი“ ეწოდება (სულხან-საბა ორბელიანი, 1991).

ქართველი ისტორიკოსებისა და ეთნოლოგების ნაწილი (თოფურია, 1984, ბოხოჩაძე, 1963, ლეკიაშვილი, 1980) ტერმინ „მარანს“ „მარი“-სთან აკავშირებს, რომელიც თიხის დიდ ჭურჭელს აღნიშნავს და ქართული ოთხთავის უძველეს ხელნაწერებში ზეთის საწყაოს მნიშვნელობით მოიხსენიება. ხოლო სიტყვა „სა-მარე“ „მარის“ მოსათავსებელი ადგილია, სადაც „მარი“ იმარხება. ამ დასახელებით „მარანი“ ისტორიულ წყაროებში VIII-IX საუკუნიდან მოიხსენიება და გამოხატავს ჭურჭლის კრებით სახელს

წყარო
"ვაზისა და ღვინის კულტურა საქართველოში" მ.მირველაშვილი., დ. მაღრაძე. 2015წ

კრიკინა ვაზის შესახებ ერთ-ერთ უძველეს წერილობით ჩანაწერს ვხვდებით ქართლის ცხოვრებაში, რომელიც მე-13 საუკუნეს განეკუთნება...
31/01/2023

კრიკინა ვაზის შესახებ ერთ-ერთ უძველეს წერილობით ჩანაწერს ვხვდებით ქართლის ცხოვრებაში, რომელიც მე-13 საუკუნეს განეკუთნება.

ჟამთააღმწერელი ქუთაისში საქართველოს მეფე დავით VI ნარინთან მონღოლთა ყაენის თეგურდარის ლაშქართან ერთად სტუმრობას აღწერს. მისი გადმოცემით ჯარის ნაწილი აჭარა-ნიგალისხევიდან შემოსულა, რომელთაც რთული გზა გამოუვლიათ.

"რომელი ყოვლად უვალი იყო კაცთაგან, და არა დასაჯერებელ არს კაცთაგან, უკეთუ ვისმე ეხილნეს მთანი იგი. რომელ წარვნეს, რამეთუ ყოვლად შესაძრწუნებელ არს სვლა კაცისა, არა თუ ცხენისა, პრირველ სიმყაფრითა და მერმე ტყისა სიხშირითა შქერთა და ეკალთა, რომელსა ბურწუმალ ეწოდების, განრთხმული ბრძღუამლითა, რომელი ნადირთაგანაც უვალი იყო ადგილი"

ბრძღუამლი ველური ვაზის ერთ-ერთ სინონიმად არის მიჩნეული.

ჟამთააღმწერელი, ქართლის ცხოვრება II, 1959. გვ 261

ფოტო: დ. მაღრაძე

23/01/2023

გთვაზაობთ კიდევ ერთ საინტერესო სტატიას ქართული ვაზის გენოფონდის შესახებ.

სტატია - ველურად მოზარდი ვაზის (Vitis vinifera L.) ეკო-გეოგრაფიული გარემო საქართველოში

ავტორი - მაია კიკვაძე

უსურვაზი იც. ჯავახიშვილის ცნობით ტერმინი "უსურვაზი" უნდა მომდინარეობდეს სიტყვა უსრულისაგან.მისი განმარტებით ძველად უსრულ...
23/09/2022

უსურვაზი

იც. ჯავახიშვილის ცნობით ტერმინი "უსურვაზი" უნდა მომდინარეობდეს სიტყვა უსრულისაგან.
მისი განმარტებით ძველად უსრულად მოიხსენიებდნენ 5-10 წლამდე ბავშვს.
გამომდინარე იქიდან, რომ ველური ვაზი მცირე ზომის და მეჩხერი მტევნით ხასიათდება, მისითვის მოსახლეობას უსრული ვაზი უნდა ეწოდებინათ, ხოლო დროთა განმავლობაში სახელი დამკვიდრდა, როგორც უსურვაზი.

30/08/2022

სასიამოვნო სიახლე
ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული წიგნი. "კრიკინა ვაზი - გავრცელება საქართველოში და კვლევის თანამედროვე ასპექტები". შეგიძლიათ იხილოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბიბლიოთეკის ელ ბაზაში.

ხიხვირეგიონი: კახეთისინონიმი: ჯანანურასამეურნეო დანიშნულება: საღვინეჯავახიშვილის მიხედვით ჯიშის სახელი მომდინარეობს მისი...
16/08/2022

ხიხვი

რეგიონი: კახეთი

სინონიმი: ჯანანურა

სამეურნეო დანიშნულება: საღვინე

ჯავახიშვილის მიხედვით ჯიშის სახელი მომდინარეობს მისი ლერწმის შეფერილობიდან.

ამპელოგრაფიული აღწერა: (მაღრაძე): ზრდის კონუსი შებუსულია ქეჩისებურად, ზრდასრული ფოთოლი სამნაკვთიანი, საშუალო ან დიდი ზომის, მომგვალო ფორმის, ქვედა მხარე შებუსულია ძლერი აბლაბუდისებური ბუსუსებით. ყვავილის სქესი: ორსქესიანი. მტევანი: საშუალო ზომის ცილინდრულ-კონუსური, მეჩხერი ან საშუალო სიკუმსის, მხრიანი. მწვანე შეფერილობის.
შაქრიანობა: 20-27%
მჟავინობა 4,5-8,8 გ/ლ.
მოსავლიანობა: 4,5-6,0 ტ/ჰა.

ღვინის დახასიათება: ხიხვის ღვინოს აყენებენ როგორც ევროპული, ისე კახური წესით. დგება სადესერტო მაღალი ღირსების ღვინო. ევროპული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, აქვს სასიამოვნო ჯიშური არომატი, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემო. კახურად დაყენებული კი - მუქი ჩალისფერია, საკმაოდ სხეულიანი, სრული და ჰარმონიული. კარდენახის რაიონში მოყვანილი ყურძნისაგან შექმნილი იყო სადესერტო ღვინო „ხიხვი“, რომელიც იყო მუქი ქარვისფერი, ჰარმონიული, ტოკაის ტიპის ღვინისათვის დამახასიათებელი ბუკეტით, 13% ალკოჰოლის, 5-7% საერთო მჟავიანობისა და 24% შაქრის შემცველობით.

დამატებითი ინფორმაცია: ხიხვის გამძლეობა ნაცრის მიმართ სუსტია, ჯავახიშვილის ინფორმაციით 1886 წლისთვის ნაცრის გამო ჯიში თითქმის სრულად განადგურდა კახეთის რეგიონში, ხოლო მისი რეზისტენტულობა ვაზის ჭრაქის მიმართ საშუალოა.

გთავაზოთ ჩვენი გუნდის მიერ შექმნილ კიდევ ერთ საინტერესო ლიტერატურას.წიგნი - "კრიკინა ვაზი (გავრცელება საქართველოში და კვ...
15/07/2022

გთავაზოთ ჩვენი გუნდის მიერ შექმნილ კიდევ ერთ საინტერესო ლიტერატურას.

წიგნი - "კრიკინა ვაზი (გავრცელება საქართველოში და კვლევის თანამედროვე ასპექტები"

ელ ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ლიტერატურა რამიშვილი 1988 რამიშვილი 2001 წითელი წიგნი 1982 ველური ვაზი საქართველოში შენგელი კიკილაშვილი: ველური ვაზის .....

6 ივლის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტების ფარგლებში ს...
07/07/2022

6 ივლის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა "შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტების ფარგლებში სტუდენტების მიერ დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია - დეგუსტაცია".
ღონისძიების ფარგლებში დარგის ექსპერტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ:

• ველური ვაზის ღვინო (2018,2019,2020,2021.)
• გაველურებული ვაზის ღვინო (ცქრიალა და კლასიკური)
• ქართული სელექციური ჯიშების ღვინო (მთის ვაზი,ბესტავაშივილის თეთრი და აგუნა)

აღსანიშნავია, რომ ღვინოები დამზადებული იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევების ფარგლებში:1) საქართველოს ველური ვაზი: შესწავლა და დაცვა NFR – 18-18474. 2) ველურად მოზარდი ვაზი (Vitis vinifera L.) საქართველოში: მოძიება, აღწერა-დახასიათება და კავშირების დადგენა გენოფონდის სხვა წარმომადგენლებთან PHDF – 21-2832. 3)ვაზის ქართული სელექციური ჯიშების ამპელოგრაფიული აღწერა და სამეურნეო მახასიათებლების შესწავლა MR – 21- 498.

პროექტებში ჩართულნი იყვნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები:

• სტუ - შენგელი კიკილაშვილი
• სტუ - მაია კიკვაძე
• კსუ - სანდრო საბაშვილი

პროექტებს ხელმძღვანელობას უწევდა ამავე უნივერსიტეტების პროფესორი - დავით მაღრაძე

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
კსუ CIU მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი / Georgian Technical University

Address

მარშალ გელოვანის გამზირი N6, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Wild Cult Grape / ველური და კულტ. ვაზი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share