29/07/2026
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის 44 ქვეყნის, 2500-მდე დელეგატი დაესწრო.
15–16 ივლისს თბილისში გაიმართა ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო iGaming, Sports & Tech ღონისძიება – SBC Summit Tbilisi 2026, რომელმაც 44 ქვეყნიდან 2 500-მდე დელეგატი, 150-ზე მეტი საერთაშორისო და ქართული კომპანია, ინდუსტრიის ლიდერები, ინვესტორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები გააერთიანა.
ორდღიანი სამიტის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, B2B შეხვედრები და საგამოფენო სივრცეები, სადაც განხილვის მთავარი თემები იყო ინდუსტრიის გლობალური ტენდენციები, ტექნოლოგიური ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტის გავლენა, რეგულირების თანამედროვე მიდგომები და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
სამიტის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო SBC Regulators Forum Tbilisi, რომელიც უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს iGaming სექტორის რეგულატორებმა აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან. ფორუმის ფარგლებში განხილული იყო საერთაშორისო რეგულირების თანამედროვე პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ინდუსტრიის მდგრადი განვითარების გზები.
სამიტის წარმდგენი პარტნიორები: Euro Games Technology Georgia - EGT Georgia და Amusnet Georgia.
მოწვეული სპიკერი: მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული ფერნანდო მორიენტესი.
SMH-ის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდით თითოეულ სპიკერს, პარტნიორს, გამოფენაში მონაწილე კომპანიას, დელეგატს, მედიის წარმომადგენელს, ჩვენს გუნდს, ვინც თავისი პროფესიონალიზმითა და ჩართულობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა SBC Summit Tbilisi 2026-ის წარმატებაში.
SBC Events
SBC Eurasia
Lasha Machavariani