LSG Solutions • ელესჯი სოლუშენს

LSG Solutions • ელესჯი სოლუშენს პროექტირება და მშენებლობის მენეჯმენტი - LSG Solutions

LSG Solutions-ის მომსახურება მოიცავს პროექტირებისა და მშენებლობის მენეჯმენტის სრულ სპექტრს. პროექტირების ფარგლებში LSG Solutions-ი გთავაზობთ არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და საინჟინრო სერვისებს. მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით კომპანია უზრუნველყოფს პროექტირების პროცესის მართვას, ხარჯების დაგეგმარებასა და ტენდერების მართვას. ასევე მშენებლობის ზედმახედველობას და შენობის ექსპულატაციაში მიღების ეტაპზე მხარდაჭერას. გარდა ამისა, LSG Solutions-ს პროცესების მართვა სრულად აქვს გაციფრულებული და იყენებს Procore Technologies-ს. რეგიონში არსებული სტანდარტების ამაღლებისა და ევროპულ მიდგომებთან მიახლოვებისთვის LSG Solutions თანამშრომლობს ისეთ ლიდერ კომპანიებთან, როგორიცაა Multiconsult Group - 1908 წელს ნორვეგიაში დაფუძნებული სამშენებლო კონსულტაციის კომპანია.

ძლიერი პარტნიორობა საერთო ხედვას, პროფესიულ გამოცდილებასა და ნდობას ეფუძნება.​​LSG Solutions-სა და GRAFT-ს მრავალწლიანი ...
11/09/2026

ძლიერი პარტნიორობა საერთო ხედვას, პროფესიულ გამოცდილებასა და ნდობას ეფუძნება.​
​
LSG Solutions-სა და GRAFT-ს მრავალწლიანი პარტნიორობა სხვადასხვა პროექტზე აერთიანებს საერთაშორისო არქიტექტურულ ხედვასა და LSG Solutions-ის ადგილობრივი ბაზრების, ტექნიკური და იურიდიული სპეციფიკის სიღრმისეულ ცოდნას. ამ გამოცდილებისა და ცოდნის გაერთიანება საერთაშორისო არქიტექტურული ხედვის ადგილობრივ კონტექსტში ეფექტიან განხორციელებას უწყობს ხელს.​
​
GRAFT-ის CEO, Thomas Willemeit, LSG Solutions-ს ცენტრალური აზიის ბაზრებზე სასურველ პარტნიორად ასახელებს და განსაკუთრებულად აღნიშნავს გუნდის იურიდიულ და ტექნიკურ ექსპერტიზას, ოპერატიულობასა და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას, როგორც მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საფუძველს.

08/09/2026

პროფესიული ზრდა რეალურ პროექტებზე მუშაობის, ახალი პასუხისმგებლობებისა და მუდმივი განვითარების შედეგია.​
​
გაიცანით ანა კინწურაშვილი და მისი გზა LSG Solutions-ში - სტაჟირებიდან უმცროსი არქიტექტორის პოზიციამდე ✨

7-8 ოქტომბერს LSG Solutions ტაშკენტში, „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზის“ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. LSG Solutio...
03/09/2026

7-8 ოქტომბერს LSG Solutions ტაშკენტში, „საქართველო-უზბეკეთი აბრეშუმის გზის“ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.

LSG Solutions-ისთვის საერთაშორისო ბიზნეს პლატფორმებში მონაწილეობა ახალი პარტნიორობების, პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და რეგიონულ ბაზრებთან თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

📍 JW Marriott Hotel Tashkent

🚀 LSG Solutions • ელესჯი სოლუშენს გამოფენა "საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზის" მონაწილეა!

LSG Solutions წარმოადგენს მულტიდისციპლინური დიზაინისა და სამშენებლო მენეჯმენტის კომპანიას, რომელიც პროექტის დაგეგმვიდან განხორციელებამდე ინტეგრირებულ მომსახურებებს უზრუნველყოფს.
კომპანიის პროექტების პორტფელი 3.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.

LSG Solutions ახორციელებს დიზაინის, პროექტების მართვის, სამშენებლო ზედამხედველობისა და საინჟინრო მომსახურებებს რთული და მასშტაბური პროექტებისთვის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ჰოსპიტალითი, კომერციული უძრავი ქონება, ინდუსტრია, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა და მრავალფუნქციური განვითარება.

📆7 ოქტომბერი · კონფერენცია
📆8 ოქტომბერი · ბიზნეს გამოფენა "საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა"
📍სასტუმრო JW Marriott Hotel Tashkent

🚀 LSG Solutions is participating in the Georgia-Uzbekistan Silk Road Business Exhibition!

LSG Solutions is a multidisciplinary design and construction management company providing integrated services from project planning through delivery.

With a project portfolio exceeding USD 3.5 billion, LSG Solutions provides design, project management, construction supervision, and engineering services for complex, large-scale developments across the hospitality, commercial real estate, industrial, infrastructure, energy, healthcare, and mixed-use sectors.

📆 October 7 · Conference
📆 October 8 · Georgia–Uzbekistan Silk Road Business Exhibition
📍 JW Marriott Hotel Tashkent

მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის პროექტი განხორციელების შემდეგ ეტაპზე გადავიდა.​დიზაინის ეტაპის დასრულების ...
02/09/2026

მესტიის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის პროექტი განხორციელების შემდეგ ეტაპზე გადავიდა.​

დიზაინის ეტაპის დასრულების შემდეგ, მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა.​
​
ახალი ტერმინალის სრული დიზაინი LSG Solutions-ის გუნდმა, მთავარი არქიტექტორის - ნინო გრიგოლაშვილის ხელმძღვანელობით, კონკურსში გამარჯვებული არქიტექტურული კონცეფციის საფუძველზე შეიმუშავა. პროექტი აერთიანებს არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და MEP საინჟინრო გადაწყვეტებს, ფასადისა და განათების დიზაინსა და ლანდშაფტურ დაგეგმარებას.​
​
LSG Solutions-ის გუნდისთვის განსაკუთრებით ღირებულია, რომ ჩვენი არქიტექტურული და საინჟინრო ხედვა საფუძვლად უდევს პროექტს, რომელიც სვანეთის ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

25/08/2026

თეორიული ცოდნიდან რეალურ საინჟინრო გამოცდილებამდე ✨​
​
LSG Solutions-სა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის პირველი თანამშრომლობა სტუდენტებისთვის პროფესიულ გარემოსთან დაახლოების შესაძლებლობად იქცა.​
​
როგორ განვითარდა ეს თანამშრომლობა და რა გამოცდილება მიიღეს სტუდენტებმა - ნახეთ ვიდეოში 🎥

სკოლა „პროგრესი“ LSG Solutions-ის მიერ BIM მეთოდოლოგიით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.​​„პროგრესი...
19/08/2026

სკოლა „პროგრესი“ LSG Solutions-ის მიერ BIM მეთოდოლოგიით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია.​
​
„პროგრესი“ 20 000 მ² ფართობის მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც აერთიანებს სკოლას, საბავშვო ბაღსა და სპორტულ კომპლექსს. ​
​
LSG Solutions-მა შეიმუშავა პროექტის სრული MEP დიზაინი, ერთიან BIM მოდელში, სადაც კოორდინაცია გაუწია სამ დამოუკიდებელ ფუნქციურ ბლოკს ყველა საინჟინრო დისციპლინისთვის და მოამზადა სრულად შეთანხმებული სატენდერო დოკუმენტაცია. ამ მიდგომამ მნიშვნელოვნად შეამცირა შეუსაბამობები, დააჩქარა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი და უზრუნველყო მაღალი ხარისხის საპროექტო შედეგი.​
​
სკოლა "პროგრესის" განხორციელება კიდევ ერთხელ ადასტურებს LSG Solutions-ის შესაძლებლობას, BIM-ზე დაფუძნებული ინტეგრირებული სამუშაო პროცესით ეფექტიანად მართოს დიდი მასშტაბის, კომპლექსური პროექტები, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის საინჟინრო გადაწყვეტილებები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა.

14/08/2026

საინჟინრო სისტემების შექმნა ტექნიკური ცოდნის, მუდმივი ანალიზისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთობლიობაა.​
​
გაიცანით ლიზი თვარაძე და მისი პროფესიული ყოველდღიურობა LSG Solutions-ში🎥

For English, scroll downLSG Solutions იზრდება და ეძებს პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი გამოცდილება მასშტაბუ...
12/08/2026

For English, scroll down

LSG Solutions იზრდება და ეძებს პროფესიონალებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი გამოცდილება მასშტაბურ პროექტებს დაუკავშირონ.

თუ გაინტერესებს არქიტექტურა, ინჟინერია, დიზაინ და სამშენებლო მენეჯმენტი, პროექტების მართვა ან სხვა მომიჯნავე მიმართულებები, გაეცანი ჩვენს მიმდინარე ვაკანსიებს და იპოვე შენი პროფესიული მიზნების შესაბამისი პოზიცია.

გახდი LSG Solutions-ის მრავალპროფილური გუნდის ნაწილი.

🔗 მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გადადი ბმულზე: https://www.linkedin.com/company/lsgsolutions/jobs/

LSG Solutions is growing, and we are looking for professionals ready to bring their expertise to large-scale projects.

Whether your expertise is in architecture, engineering, design and construction management, project management, or a related field, explore our current openings and find a role that aligns with your professional goals.

Join LSG Solutions and become part of our multidisciplinary team.

🔗 Explore our current openings: https://www.linkedin.com/company/lsgsolutions/jobs/

LSG Solutions • ელესჯი სოლუშენს | 2,369 followers on LinkedIn. Design and Project Management | LSG Solutions offers a full range of design and management services. The company handles architectural, structural, and engineering tasks, manages cost planning and tenders, a...

LSG Solutions-მა გაიმარჯვა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და შეიმუშავა წალენჯი...
07/08/2026

LSG Solutions-მა გაიმარჯვა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში და შეიმუშავა წალენჯიხის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის არქიტექტურული პროექტი. ​
​
26,410 მ² ფართობის მრავალფუნქციური კომპლექსის ფარგლებში LSG Solutions-ის საპროექტო არეალი მოიცავდა 250-მაყურებლიან მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზს ტრანსფორმირებადი ტრიბუნებით, საცურაო აუზებს, მათ შორის საბავშვო აუზს, სხვადასხვა სპორტისთვის განკუთვნილ დარბაზებსა და 800-მაყურებლიან ღია საფეხბურთო სტადიონს.​
​
პროექტის არქიტექტურული გადაწყვეტა ეფუძნება ადგილობრივ კონტექსტს, მიმდებარე განაშენიანებას, ფუნქციურ დაგეგმარებასა და ეფექტიან ოპერირებას, რაც მრავალფეროვანი სპორტული სივრცეების ერთიან და ჰარმონიულ გარემოში ინტეგრაციას უზრუნველყოფს..​
​
წალენჯიხის მრავალფუნქციური კომპლექსი LSG Solutions-ის პორტფოლიოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ასახავს კომპანიის გამოცდილებას მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცეების დაგეგმვასა და განვითარებაში.

LSG Solutions მონაწილეობდა Galt & Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში სასაწყობე და ლოჯისტიკურ...
28/07/2026

LSG Solutions მონაწილეობდა Galt & Taggart-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში სასაწყობე და ლოჯისტიკური სექტორის მიმოხილვას მიეძღვნა.​
​
პანელური დისკუსიის ფარგლებში LSG Solutions-ის თანადამფუძნებელმა, სოსო ბერიძემ, ისაუბრა მსხვილი სასაწყობე პროექტების დაგეგმვის ძირითად ეტაპებზე, ტექნიკური მოთხოვნების სწორად განსაზღვრის, რეალისტური ბიუჯეტისა და ვადების დაგეგმვის მნიშვნელობაზე, ასევე ინდუსტრიული პროექტების განხორციელების პროცესში არსებულ ძირითად გამოწვევებზე. ​
​
ღონისძიებაზენ სოსომ, ასევე, წარადგინა LSG Solutions-ის მიერ შემუშავებული ინდუსტრიული პროექტების ბიუჯეტირების გზამკვლევი, რომელიც პროექტების დაგეგმვისა და ბიუჯეტირების პროცესში პრაქტიკული მიდგომების გაზიარებას ემსახურება. ​
​
მსგავსი პროფესიული პლატფორმები ხელს უწყობს ბაზარზე არსებული ტენდენციების მიმოხილვას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და აქტიურ პროფესიულ დიალოგსა და იმ პრაქტიკული მიდგომების განვითარებას, რომლებიც ინდუსტრიის პროგრესისთვის მნიშვნელოვანია.

Address

14 Merab Kostava Street
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when LSG Solutions • ელესჯი სოლუშენს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to LSG Solutions • ელესჯი სოლუშენს:

Shortcuts

Share