25/01/2025
საკონსულტაციო კომპანია „IK კონსალტინგი“, პარტნიორი კომპანიისთვის, აცხადებს ვაკანსიას:
ვაკანსიის დასახელება: იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ლოკაცია: რუსთავი
ხელფასი: თვეში 8000 - 10000 ლარის ფარგლებში (ხელზე), კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით
სამუშაოს მოკლე აღწერა:
იურიდიული დეპ-ტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია კომპანიის სამართლებრივი საქმიანობის ზედამხედველობასა და მართვაზე და მოიცავს სტრატეგიული სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, კანონებთან და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, სამართლებრივი რისკების შემცირებას და იურიდიული გუნდის მართვას კომპანიის ბიზნეს მიზნების მხარდაჭერისთვის.
სამუშაოს აღწერილობა:
· აღმასრულებელი გუნდისა და დირექტორთა საბჭოსთვის სტრატეგიული სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე, მათ შორის (და არა მხოლოდ):
o კორპორატიული მართვა და საკორპორაციო სამართალი
o შრომის სამართალი
o სახელშეკრულებო სამართალი
o გარემოს დაცვის სამართალი
o სასამართლო დავები
· იურიდიული დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა და მართვა, მათ შორის, ბიუჯეტირება, პერსონალის შერჩევა და რესურსების განაწილება;
· კომპანიის ბიზნეს მიზნებთან თანხვედრაში, სამართლებრივი სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
· კომპანიის შესაბამისობის უზრუნველყოფა ყველა მოქმედ კანონთან და რეგულაციასთან;
· სამართლებრივი რისკის მართვა და მინიმიზების სტრატეგიების შემუშავება;
· კომპანიის წარმომადგენლობა სამართლებრივ პროცესებში, მათ შორის, სასამართლო დავებში და არბიტრაჟში;
· კონტრაქტებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და მოლაპარაკება;
· სამართლებრივი კვლევისა და ანალიზის ჩატარება;
· საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი, რომლებიც შეიძლება გავლენას ახდენდეს კომპანიაზე;
· დამწყები იურისტების მენტორობა და განვითარება.
სავალდებულო ცოდნა / უნარები /კომპეტენციები:
· მაგისტრის ხარისხი იურიდიული მიმართულებით;
· სამოქალაქო, სამეწარმეო, ადმინისტრაციული და საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
· ინგლისური ენის C1 დონე;
· იურიდიული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
· საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.
· გუნდის მართვის უნარები
· პროექტების მართვის უნარები
· კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები
· ანალიტიკური და პრობლემის გადაჭრის უნარები
· ორგანიზაციული უნარები
· გუნდში მუშაობის უნარი
· დეტალებზე ორიენტირებული
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები შეესაბამება მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე:
[email protected]
სათაურის ველში აუცილებლად მიუთეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ IK კონსალტინგისთვის თქვენს მიერ გადაცემული რეზიუმე გამოყენება მხოლოდ რეკრუტინგული პროცესებისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს თქვენი თანხმობის გარეშე.
წარმატებას გისურვებთ!